loading...
avatar

Tazo

Author's details

Date registered: ნოემბერი 17, 2010

Latest posts

  1. ფრინველთა და ცხოველთა “შვილების” სახელები — აპრილი 5, 2012
  2. მარკ ცუკერბერგი Facebook-ს აუქმებს — დეკემბერი 14, 2011
  3. მიმინო — ოქტომბერი 10, 2011
  4. “ჟამი ნადირთა” ანუ ნადირობა საქართველოში — აპრილი 3, 2011
  5. ნადირობა (ისტორიული მიმოხილვა) — მარტი 28, 2011

Most commented posts

  1. ფრინველთა და ცხოველთა “შვილების” სახელები — 36 comments
  2. მარკ ცუკერბერგი Facebook-ს აუქმებს — 7 comments
  3. ცხოველთა დიდი ხუთეული — 4 comments
  4. ლაბრადორ რეტრივერი — 1 comment
  5. მიმინო — 1 comment

Author's posts listings

აპრ 05

ფრინველთა და ცხოველთა “შვილების” სახელები


ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოველები და ფრინველები, გვერდით კი წერია ამა თუ იმ ცხოველ-ფრინველის ნაშიერის სახელი. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები. Read the rest of this entry »

დეკ 14

მარკ ცუკერბერგი Facebook-ს აუქმებს

Facebook-ი გაუკონტროლებელი გახდა. სტრესმა, რომელსაც კომპანიის მართვა მანიჭებს, ჩემი ცხოვრება საერთოდ დაანგრია, მე ამას ბოლო უნდა მოვუღო, – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, პალო ალტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცუკენბერგის განცხადებით, 2012 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელში შესვლას. მომხმარებლებს ჯერჯერობით Facebook-ში შესვლის საშუალება ეძლევათ.

“2012 წლის 15 მარტს მთელი საიტი გაითიშება, – განაცხადა ავრატ ხუმარტიმ, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ტექნიკურ საკითხებში, – ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენი სურათების მომავალში ნახვა, გირჩევნიათ Facebook-დან აიღოთ ისინი. Facebook-ის გათიშვის შემდეგ, მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. Read the rest of this entry »

ოქტ 10

მიმინო

მიმინო – Accipiter nisus – Перепелятник

მიმინოს გვარში მრავალი ქვესახეობა გვხდება რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული თუმცა ძირითადი და ჩვენში პოპულარული მიმინოა (Accipiter nisus). იგი გვხდება თითქმის ყველგან, ტყის ზონაში, ხელოვნურ ტყეებში, მთა-ბარში და ა.შ
მიგრაციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით მიფრინავს თბილ ქვეყნებში, აფრიკისაკენ. უმეტესობა მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება და აქ იზამთრებს. Read the rest of this entry »

აპრ 03

“ჟამი ნადირთა” ანუ ნადირობა საქართველოში

ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს საინტერესო და საყურადღებო ცნობები დაუცავთ ნადირობის შესახებ. თუმცა ამ ცნობებში სრულყოფილად არ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა ნადირობა, რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავდნენ, რაზე ნადირობდნენ უპირატესად და წელიწადის რომელ დროს. ასეთი ცნობები მხოლოდ ცოცხალი ეთნოგრაფიული გარემოს პირობებში შეიძლება შეიკრიბოს.
ნადირობას, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის, მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ნადირობას “მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო”.
ნადირობის ფაქტი დასტურდება უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში, იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებაში”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარსქენ პიტიახმა ნაცემ-ნაგვემი შუშანიკი მსახურების ამარა დააგდო “და თვით ნადირობად წარვიდა”. აქ ჩანს, რომ პიტიახში სანადიროდ უფრო გულის მოსაოხებლად, არეული საოჯახო საქმეებისგან თავის გასარიდებლად მიემართება და ამ შემთხვევაში მისი წასვლა სანადიროდ თითქოს არ იყო გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური აუცილებლობით. საერთოდ კი შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ნადირობა მხოლოდ გართობისა და დროის ტარების მიზნით იმართებოდა- მას უდავოდ გააჩნდა ეკონომიკური საფუძვლები და საკვების მოპოვების ერთ-ერთ, დამხმარე საშუალებასა და წყაროს წარმოადგენდა. Read the rest of this entry »

მარ 28

ნადირობა (ისტორიული მიმოხილვა)


ნადირობა, გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში. Read the rest of this entry »

მარ 24

ლაბრადორ რეტრივერი


სიმაღლე მინდაოში:

ხვადი: 56_57სმ
ძუ: 53_56სმ
წონა:
ხვადი: 35_38კგ
ძუ: 30_33კგ
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი Read the rest of this entry »

გვერდი 1 (2)12