loading...
avatar

Ucha

Author's details

Name: ucha mchedlidze
Date registered: დეკემბერი 27, 2011

Latest posts

  1. კონგრესის ბიბლიოთეკა — იანვარი 6, 2012
  2. დრაკონის წელი სექსში ინიციატივას ითხოვს — იანვარი 5, 2012
  3. ევრო — იანვარი 2, 2012
  4. უილიამ უოლსელი — იანვარი 1, 2012
  5. რა მოხდა 1 იანვარს — იანვარი 1, 2012

Most commented posts

  1. უცხოპლანეტელები — 3 comments
  2. ნეპტუნი — 2 comments
  3. ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში — 2 comments
  4. ზამთრის მზებუდობისას „დაბადებული“ შობა — 1 comment

Author's posts listings

იან 06

კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.

კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს. Read the rest of this entry »

იან 05

დრაკონის წელი სექსში ინიციატივას ითხოვს

დრაკონის წელს ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, ასტროლოგები 2012–ს წარმატების დიდი შანსებითა და სექსუალური პოტენციის ამაღლებით გამოარჩევენ.

2012, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპით დრაკონის წელია, განსაკუთრებულად წარმატებულია ქორწინებისთვის და ბავშვის გაჩენისთვის.

დრაკონის წელი მოითხოვს ასევე დიდ რისკს ბიზნესში და ნებისმიერ წამოწყებულ საქმეში ინიციატივას, მათ შორის სექსშიც.

დრაკონს არ უყვარს უკან დახევა და გაუბედაობა. ამიტომ ასტროლოგები თვლიან, რომ ამ წელს განსაკუთრებით მათ ექნებათ წარმატება, ვინც ინიციატივას გამოიჩენს. Read the rest of this entry »

იან 02

ევრო

ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც. Read the rest of this entry »

იან 01

უილიამ უოლსელი

მინდა შემოგთავაზოთ დიდი შოტლანდიელი გმირის, უილიამ უოლესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე მიმოხილვა.

უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს.უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. Read the rest of this entry »

იან 01

რა მოხდა 1 იანვარს

ძვ. წ. 154 : ძველ რომში წლიური კონსულატის დღე პირველ იანვარზე გადმოიტანეს.
ძვ. წ. 104 : რომაელმა კონსულმა გაიუს მარიუსმა ჩამოიყვანა რომში ნუმიდიის დატყვევებული მეფე იუგურტუ.
ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
630 : წინასწარმეტყველი მუჰამედი თავისი ჯარით მექასკენ დაიძრა, რომელსაც უბრძოლველად აიღებს.
1622 : პაპის კანცელარია იღებს გადაწყვეტილებას ახალ წლად პირველი იანვარი გამოცხადდეს.
1673 : რეგულარული საფოსტო სამსახური დაიწყო ნიუ-იორკსა და ბოსტონს შორის.
1801 : ირლანდიის აჯანყების ჩახშობა, პარლამენტის გაუქმება. Read the rest of this entry »

დეკ 31

უცხოპლანეტელები

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის“ სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“. The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ. Read the rest of this entry »

გვერდი 1 (2)12