მაი 10

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.

- რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

- წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

 

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ოქტ 06

ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი გამოიყოფა:

ძველი საბეძნეთიდან მე-18 საუკუნამდე (ე.წ. სოკრატისეული) და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ე.წ. რომანტიკულ ირონია. ნავას რუისი მიიჩნევს, რომ ირონიის რიტორიკულ და რომანტიკულ სახეს შორის არ არის წყვეტა, არამედ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. მისი აზრით, სოკრატული ირონიის ფარგლებში, ირონიამ ოთხი სახის გამოხატულება მიიღო: ა) როგორც ენის ფიგურამ, რომლის არსიც მოტყუებაში მდგომარეობდა, ბ) როგორც ტროპმა, რომელიც მნიშვნელობის ცვლას გულისხმობდა; გ) როგორც ცხოვრებისა და მსჯელობის სტილმა, და დ) როგორც მოხერხებულობის ფორმამ, რომელიც უახლოვდებოდა ხუმრობას, მოხდენილობას, იუმორსა და სატირას. ამ სამისთვის საერთოს (შეპირისპირება გამოჩენასა და რეალობას შორის) საპირისპიროდ, შლეგელმა რიტორიკული მექანიზმის ტრანსცენდენტული გარდაქმნა განახორციელა, გარდაქმნა ის ეპისტემოლოგიურ და სამხატვრო ტექნიკის ინსტრუმენტად. მისმა შეხედულებებმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რომლის ავტორებს შორის აღსანიშნავია ტიკი, ზოლგერი, მიულერი, ჰეგელი და კირკეგორი. მკვლევარი ფინლეი მიუთითებდა, რომ რომანტიკულმა ხელოვნებამ შეცვალა ტექსტის შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული სემიოტიკური კოდები, რაც რომანტიკული ირონიის სახით გამოვლინდა. კერძოდ, უარყოფილი იქნა არსებობის აბსოლუტური ნორმა და იგი შეიცვალა ცვალებადი ნორმებით, რომლებიც დაკავშირებული გახდა ისეთ ურთიერთობებთან, როგორიცაა ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

ოქტ 06

amur

ლექსის სანახავად შედით გაგრძელებაში

გაგრძელება »

ავტორი: kobusha

სექ 16

 

       იანვრის ოთხი, თერთმეტის ათი, სახმხატვარი ლეონიდ აფრემოვილში მოვედი. როგორც ყოველთვის კიდევ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღე დაღამდა. დრო ისე  მისდევს წარსულს, თითქოს ძალიან ეჩქარება, რომ მოგონებად გადაგვაქციოს, მერე კი სივრცეში გაფანტული ჩვენი სახელები საუკუნეთა უსასრულობაში გადაკარგოს. რა ქნას დრომ, ასეთია მისი ბუნება. სიცოცხლე იწყება, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მთავრდება და ისევ – იწყება, გრძელდება, მთავრდება… ყველაფერი ცვალებადია დროსა და სივრცეში, მხოლოდ ცვალებადობაა
მარადიული…
ჩვენ ერთი ვიყავით, სანამ დავიბადებოდით, ერთი ვიქნებით, როცა ჩვენი ადგილი არავის გონებაში აღარ დარჩება და ჩვენვე დაგვავიწყდება ჩვენი არსებობა. ეხლაც ერთი ვართ, ოკეანის იმ ზვირთებს ვგავართ, აქაფებულები რომ მიიწევენ ხმაურით ნაპირისკენ დასამსხვრევად განწირულები, რათა დასტოვონ მღელვარებით და შფოთვით სავსე სიცოცხლე და დაუბრუნდნენ სიღრმეს, მარადიულ მდუმარებას და სიმშვიდეს, საიდანაც დაიბადნენ და რომლის ნაწილიც ყოველთვის იყვნენ, თუმცა არასოდეს არ ახსოვდათ ამის შესახებ.
სიცოცხლე, სიკვდილი, არის კი ქვეყნად ამაზე დიდი და იდუმალი გამოცანა? რა არის ცხოვრების აზრი? ალბათ რამდენს დაუსვია ეს უპასუხო კითხვა და რამდენი აფრქვევდა თავის “სიბრძნეს”, ამტკიცებდა,რომ იცოდა ცხოვრების აზრის მზა რეცეპტი, კითხვის ნიშანი კი არასოდეს ქრებოდა, იმიტომ, რომ თვით კითხვის ნიშანი იყო ამ კითხვის ერთადერთი პასუხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ სამყარო ცარიელ სივრცეს ვერ იტანს და ჩვენი არსებობის საჭიროება ამ სიცარიელის დროებით შევსებაა. რამდენმა მილენიუმმა ჩაიარა თავისი თაობებით. უყვარდათ, სძულდათ, უხაროდათ, ტკიოდათ, ისევე როგორც ჩვენ, ცხოვრობდნენ. ახსოვს კი ვინმეს ისინი? დრომ მხოლოდ ერთეულების სახელები ისტორიის ნაგლეჯების სახით შემოგვინახა. კიდევ რამდენი დაიბადება, როცა აღარ ვიქნებით? გაგრძელება »

ავტორი: kobusha

ივლ 19


ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ… გაგრძელება »

ავტორი: twvit ტეგები: ,

ივლ 19


პირველი სიყვარული ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. გაგრძელება »

ავტორი: twvit ტეგები: ,

ივნ 18

თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.

  • მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ზედმეტი წონა. საქმეს ფიზიკური დატვირთვა უშველის. არ არის აუცილებელი, თავით გადავეშვათ სპორტში – საკმარისია, უფრო მეტი ვიაროთ ფეხით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წვრილი წელი და მოქნილი ხერხემალი. სასურველია, ყოველ დილით გავაკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მივიღოთ ცივი შხაპი ან ტანი სველი ტილოთი დავიზილოთ. ძალიან კარგია დილაობით სუფთა ჰაერზე სეირნობაც.
  • მოუარეთ კანს. აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. რეგულარული მოვლა – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე და დეკოლტეს მიდამოში. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საშუალებებს – მზის სხივები კანს აბერებს. საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე – დამარბილებელი კრემი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

ივნ 18

კვერცხის სასარგებლო თვიხებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას). გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

ივნ 18

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო.

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.

როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

ივნ 18

გაანადგურე ნაწლავთმპყრობელები
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუ საჭმელს შემთხვევით დაუბანელი ხელი წაატანე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღე ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე: ან პირღებინებამ გაგაწამოს, ან დიარეამ, ან სულაც ორივემ ერთად. მაშინ, როდესაც მზის სხივები შინიდან გვიხმობენ, ასეთი უსიამოვნებებით თავის გატანჯვა ნამდვილად არ ღირს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ზაფხული მშვიდად რომ გავატაროთ? ამაზე “ავერსის” კლინიკის გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთინო ჩიტაიშვილი გვესაუბრება.

. ქალბატონო ქეთინო, უპირატესად რომელი ინფექციური დაავადებები ხშირდება ზაფხულობით?
– გავრცელებული აზრის თანახმად, ნაწლავთა ინფექცია ანუ ინფექციური დიარეა უმთავრესად ზაფხულობით ხშირდება, რეალურად კი ამ პრობლემამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. მას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს, რომელთაგან წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტიურდება. მაგალითად, ზამთრობით ნაწლავთა ინფექციები უმეტესად ვირუსებით – როტავირუსით, კალიცივირუსით, ასტროვირუსით, ადენოვირუსითა და სხვებით – არის გამოწვეული, წლის ცხელ პერიოდში – ბაქტერიებით: სალმონელათი, ეშერიხიათი, შიგელათი, კამპილობაქტერიით… გაგრძელება »

ავტორი: Gordo

26 pages