loading...

Category Archive: ადამიანი

იან 20

თმიანი საფარველი და ესთეტიკა

მაქვს ჭარბთმიანობის პრობლემა, რის გამოც მუდმივ დისკომფორტს განვიცდი. გამიჩნდა კომპლექსები. ვიცი, რომ არსებობს თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდი. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო?
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმები ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს.

ბევრი ამას საპარსით ან პინცეტით აკეთებს – გოგონების უმეტესობას მხოლოდ ამაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასე პრობლემას არ მოევლება. პირიქით – თმა მუქდება და უხეშდება კიდეც. დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა, გაცილებით ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს.
ბიოეპილაცია
ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომქანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ნატურალურ ფისს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმას ფაქიზი ზონებიდანაც კი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აშორებენ, კანი კი გლუვი და ნაზი რჩება. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საგრძნობლად აახალგაზრდავებს მშრალ და მობერებულ კანს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბიოეპილაცია, ის საპარსსა და პინცეტზე სამუდამოდ ამბობს უარს. ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, სახეა. Read the rest of this entry »

იან 20

კბილების თვალისმომჭრელი სილამაზე

როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი.

Read the rest of this entry »

იან 18

თუთია აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის გარეგნობითა და იერით ადვილად შეიძლება ამოვიცნოთ, თუ რის დეფიციტს განიცდის მისი ორგანიზმი და რომელი პროდუქტების ჩართვაა აუცილებელი მის რაციონში.

ბავშვი იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ მის ორგანიზმს მუდმივად სჭირდება სასიცოცხლო ნივთიერებებით დატვირთვა და უზრუნველყოფა.

სიცოცხლის პირველ წელს, როცა ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მისი ორგანიზმი, დედის რძის წყალობით, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთიერებითა და მინერალით. რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მათ აქტიური, მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ და მოზარდი ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის კომპენსირება აუცილებელია. იმის გაგება, კონკრეტულად რა დეფიციტს განიცდის პატარას ორგანიზმი, სპეციალისტთა აზრით, სულაც არ არის რთული. საკმარისია, მშობელი ცოტა მეტი ყურადღებით იყოს და სპეციალისტის დახმარების გარეშეც მიხვდება, რისი გაკეთებაა საჭირო.  Read the rest of this entry »

იან 13

10 მითი მამაკაცების შესახებ – ფსიქოლოგები სტერეოტიპებს არ ეთანხმებიან


ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: “მამაკაცებმა არ უნდა იტირონ”, “ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა…)” და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი? Read the rest of this entry »

იან 12

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ წიგნთან ურთიერთობას. კითხვაში დიდ სიამოვნებას ვპოულობ. დამეთანხმებით ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ბავშვები ხშირად ასე როდი ფიქრობენ. J მითუმეტეს თუ კითხვა ახალი დაწყებული აქვთ. უმჯობესია ბავშვი წიგნთან ურთიერთობას თავიდანვე შევაჩვიოთ და ფართოდგახელილ თვალებში გამოხატული ცნობისმოყვარეობა ფერად-ფერადი წიგნებიტ დავუკმაყოფილოთ. მშობლის მონაწილეობას ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ჩვენი წინა პოსტში წარმოგიდგინეთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც თქვენს ბავშვს  სწავლის პროცესს გაუხალისებდა, დღეს კი წარმოგიდგენთ სახალისო ხერხებს კითხვის გაადვილებისა და წიგნთან ურთიერთობისთვის. მართალია ეს წესი ინგლისური ენის მაგალითზეა აგებული, მაგრამ მერწმუნეთ ის ისეთივე წარმატებული იქნება ქართლის შემთხვევაში. Read the rest of this entry »

იან 11

ქალის ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის ძალა ნუ მოგაკლდებათ. მიუხედავად ჩემი ინდივიდუალისტური ხედვისა, მაინც, სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან არსებობს ქალის უნივერსალური თვისებათაგანი, რომლებიც ერთიან ღერძს ქმნის. მოდით გამოვყოთ ისინი. სანამ წერას დავიწყებდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იწერება მას შემდეგ რაც ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები შევისწავლეთ და შემდეგ პრაქტიკული გამოვლინებას ვპოვეთ, არა უმცირეს ერთი წლისა. Read the rest of this entry »

გვერდი 10 (45)« პირველი...89101112...203040...ბოლო »