loading...

Category Archive: ადამიანი

იან 08

სისხლის გადასხმა

სისხლის გადასხმა, ჰემოტრანსფუზია, მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურაა, რომელიც არსით ქსოვილთა ტრანსპლანტაციას წარმოადგენს. ეს ერთი შეხედვით მარტივი მანიპულაცია მრავალი მნიშვნელოვანი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. როგორ უნდა განხორციელდეს ჰემოტრანსფუზია გართულებების გარეშე, რომელთა შორისაც მეტად საშიში პროცესები მოიაზრება, ამის შესახებ ექიმი ლევან ტარყაშვილი გვესაუბრება.

Read the rest of this entry »

იან 05

როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი

ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ხერხემლის დაავადებებით ვიხდით. მათ შორის 80% ოსტეოქონდროზზე მოდის.

რა არის და რა იწვევს?

ჩვენი ხერხემალი უზარმაზარ დატვირთვას უძლებს – მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით უზრუნველგვყოფს. მთელი ეს დატვირთვა კი 24 მალაზე – პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგან ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიკური შუასადებით – ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, აქტიურად ვმოძრაობთ და ტკივილს არ განვიცდით.

თუ ზურგში ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი – მალებშუა დისკების ანთება ან სხვა სახის დაზიანებაა.  Read the rest of this entry »

დეკ 24

თხილი, კაკალი და სხვები

კაკალი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ის თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინომჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, ბუნებრივი “შესაფუთი” მასალა, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს… მოკლედ, ჩათვალეთ, რომ სახლში მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით. კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი ოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. Read the rest of this entry »

დეკ 09

იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?

იმისათვის, რომ ჩვენი შვილის რეალური შესაძლებლობები დავადგინოთ, საჭიროა მასთან პატარა ასაკიდანვე ყურადღებით ვიყოთ. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, სიცოცხლის პირველივე წელს შეიძლება მივხვდეთ, რამდენად ნიჭიერი, გონიერი და საზრიანია ჩვენი შვილი.

როგორც წესი, ყველა მშობელი თავის შვილს ყველაზე ნიჭიერად მიიჩნევს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ გასცდეთ ობიექტურობის ზღვარს.

ფსიქოლოგების ნაწილი ირწმუნება, რომ 3 წლის პატარა დაახლოებით 10–15%–ით ავლენს საკუთარ ნიჭს, თვისებებს და ამა თუ იმ სფეროს მიმართ ინტერესს. რაც შეეხება მუსიკალურ და მხატვრობის ნიჭს, პატარები ამას დაახლოებით 1 წლის ასაკიდან ავლენენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იყოთ ყურადღებით, რათა არ გამოგეპაროთ ის ძვირფასი მომენტი, როცა შვილს თქვენი განსაკუთრებული ხელისშეწყობა სჭირდება.

პატარა გენიოსები  Read the rest of this entry »

დეკ 05

გრიპი და მისი პრევენცია

გრიპი და მისი პრევენციააცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.

სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.

რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღოთ. Read the rest of this entry »

დეკ 05

რატომ უნდა მივირთვათ ხაჭო

ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში. ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს. ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. Read the rest of this entry »