loading...

Category Archive: ადამიანი

ნოე 30

მკვლელი ქალები

ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალები  Read the rest of this entry »

ნოე 25

ტვინის კოქტეილი მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს

ხანგრძლივი გონებრივი მუშაობის დროს ადამიანის ტვინს „დახმარება“ სჭირდება. საამისოდ დიეტოლოგებს შესანიშნავი რეცეპტი აქვთ შემუშავებული. იმისათვის, რომ გონებრივად არ გამოიფიტოთ, დაამზადეთ ასეთი საკვები: ერთმანეთს შეურიეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, ნახევარი ფორთოხლის წვენი, სამი სუფრის კოვზი თაფლი და ათი ცალი გარჩეული კაკალი. ეს ნარევი მიიღეთ და შედეგს თავად ნახავთ. თუ ეს რეცეპტი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, სხვა სცადოთ. ნახევარ ჭიქა ჰერკულესს ღამით დაასხით კეფირი, დაამატეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, რამდენიმე ცალი გარგარის ჩირი, ქიშმიში გემოვნებით. კეფირის ნაცვლად შეგიძლიათ რძე ან სულაც თბილი წყალი გამოიყენოთ. ამგვარი ვიტამინიზებული „კოქტეილი“ თქვენს ტვინს მთელი დღის მანძილზე საკვებით უზრუნველყოფს. Read the rest of this entry »

ნოე 25

რა დაავადებებს იწვევს საკვები დანამატები და ემულგატორები

რა დაავადებებს იწვევს საკვები დანამატები და ემულგატორები

საკვები ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, განსაკუთრებით კი 20 წლამდე, ვიდრე ადამიანის ყველა სასიცოცხლო სისტემა მომწიფდება.

თუმცა ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე ბევრი საეჭვო პროდუქტი გამოჩნდა. ძეხვეული, წვენები პაკეტებში, კანფეტები, შოკოლადის ბატონები – ასეთი სურსათი შეიცავს საკვებდანამატებს, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

რომელი დანამატები და ემულგატორებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რას იწვევს მათი მიღება? ამ საკითხზე მედიცინის დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება:  Read the rest of this entry »

ნოე 21

პრობლემები ვირტუალური და რეალური სამყაროდან

 საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კანდელაკმა “24 საათთან” საუბარში აღნიშნა, რომ ვირტუალურს ურთიერთობებს ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვება.

როდესაც ინტერნეტით გაცნობილი ახალგაზრდები რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, ილუზიები ქრება და არცთუ იშვიათად, იწყება ფიქრი თვითმკვლელობაზე. ხსენებულ ცენტს უკვე ორმა “დაზარალებულმა” მიმართა. ისინი ვირტუალურმა მეგობრებმა იმდენად გააწბილეს, რომ თვითმკვლელობა სცადეს. Read the rest of this entry »

ნოე 20

ბავშვი და მობილური ტელეფონი

დღეს მობილური ტელეფონის გარეშე პირველკლასელებიც აღარ დადიან. ეს, ერთი მხრივ, ძალზე მოხერხებულია, რათა ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლოს მშობლებთან დაკავშირება, მაგრამ არის მეორე მხარეც: თუ პატარას მობილური არ ვუყიდეთ, გაგვინაწყენდება და შესაძლოა, დეპრესიაშიც კი ჩავარდეს იმის გამო, რომ ”მობილური ყველას აქვს მის გარდა”.

ფუფუნებაა თუ არა?
რა ასაკიდან უნდა შევუძინოთ ბავშვს მობილური ტელეფონი? პასუხი, უპირველეს ყოვლისა, იმაზეა დამოკიდებული, გჭირდებათ თუ არა ფიჭური კავშირი შვილთან კონტაქტისთვის. მეორე განმსაზღვრელი ფაქტორია ბავშვის უნარი, ისარგებლოს ცივილიზაციის ამ სიკეთით. ეცადეთ, არ მოექცეთ იმ მოზარდების გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს იწონებენ ახალი, ”სრულყოფილი” მოდელებით. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ იმ აზრს, რომ ტელეფონი სათამაშო არ არის. ”ჯადოსნურმა ყურმილმა” არ უნდა დაჩრდილოს დანარჩენი სამყარო და მოზარდის ინტერესები არ შთანთქას. რა თქმა უნდა, მშობლების მაგალითს გადამწყვეტი როლი ენიჭება, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ საქციელს. Read the rest of this entry »

ნოე 18

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.

ანტიბიოტიკები იმ ინფექციური დაავადებებისგან მხსნელებად მოგვევლინნენ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ავლებდა მუსრს. თუმცაღა უკანასკნელ ხანს ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მრავალი მეცნიერი მათ მასობრივი განადგურების იარაღსაც კი ადარებს.
როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია, რომ მხოლოდ სიკეთე მოგვიტანოს? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ. Read the rest of this entry »