loading...

Category Archive: ადამიანი

მაი 05

პატარა სამყაროს ეფექტი სოციალურ მედიაში

წყარო: sandroasatiani.wordpress.com

თუ სოციალურ ქსელში შენ მიერ გავრცელებულ ინცორმაციას შენი მეგობარი დაა–like-ებს, მერე იმის მეგობარი დაა-share-ებს და ა.შ. აღმოჩნდება, რომ შენ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა გაშორებს.

”ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია”, მეორენაირად ”პატარა სამყაროს ეფექტი”, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლის შედეგად შეიქმნა. ამერიკელმა სოციოლოგმა სტენლი მილგრამმა ამერიკის პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს 300 კონვერტი დაურიგა და დაავალა, რომ სხვა ქალაქში მცხოვრები ადრესატისთვის ფოსტის გამოყენების გარეშე გადაეცათ. კონვერტის გზა ადრესატამდე ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ნებისმიერ ადამიანს მეორესგან საშულოდ ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს.

”ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია” სოციოლოგებს სოციალური ქსელის თავისებურებების საჩვენებლად არ შეუქმნიათ, თუმცა სოციალური მედიის შესახებ სახელმღვანელო გვეუბნება, რომ ეს თეორია ზუსტად ასახავს სოციალური ქსელის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მანძილი პლანეტის ნებისმიერ ადამიანს შორის სოციალურ ქსელში საგრძნობლად მცირდება.

Read the rest of this entry »

აპრ 30

როგორ ვძლიოთ სიზარმაცეს

საზოგადოდ, პატარა ბავშვებს სიზარმაცე ახასიათებთ. იშვიათია დედა, რომელიც არ წუწუნებდეს, რომ მისი შვილი თამაშის შემდეგ არ ალაგებს სათამაშოებს, ეზარება საშინაო დავალებების შესრულება, აქა-იქ ყრის ტანსაცმელს და არ იხეხავს კბილებს. მარიამისა და ანას დედა დაღონებული ჰყვება: “როცა ვახშმის მომზადებას ვიწყებ და შვილებს ვთხოვ, ვიდრე სუფრას მიუსხდებიან, ოთახი მოაწესრიგონ, განწყობა უმალვე ეცვლებათ, თითქოს ამ დავალებამ მთელი საღამო ჩაამწარათო. ოხვრა-ოხვრით გამოსწევენ ხოლმე სათამაშოების ყუთს და უმალვე რაღაც საინტერესოს პოულობენ, იწყებენ თამაშს და ოთახს უფრო მეტად ურევენ. რამდენიმე მითითების შემდეგ სათამაშოებს ყუთში ყრიან და სავახშმოდ ემზადებიან. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ოთახს მე თვითონ ვალაგებ. აქა-იქ ვპოულობ ფანქრებს, თოჯინას ფეხსაცმელებს, თავსატეხის ნაწილებს…” გიო წელს სკოლაში მიდის. ის გონიერი ბიჭია, უკვე გამართულად კითხულობს, იცის ყველა ავტომობილის სახელი, მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ფეხბურთელების სახელები. მიუხედავად ამისა, ძიძა ძალიან წუხს, რადგან ბავშვს ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ ასრულებინებს. ბიჭი წრიალებს, ხან ფანქარს ჩააგდებს დაბლა, ხან – წიგნს… ერთი სიტყვით, ზარმაცია. მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ვინ არ არის ზარმაცი? ვინ ისწრაფვის, უფროსის მოსაწყენი დავალება იმწამსვე შეასრულოს? ვინ გამორთავს საინტერესო ფილმს, როცა ძაღლის გასეირნების დრო მოვა? საკუთარი სიზარმაცის მიმართ ჩვენ შემწყნარებელნი ვართ, ბავშვებს კი ვსჯით. აბა წარმოიდგინეთ, როგორ იქცევა ბავშვი, როცა რაიმე აინტერესებს: მას სულაც არ სჭირდება თხოვნა, ის მზად არის მთები გადადგას. სხვა შემთხვევებში კი…  სხვა შემთხვევებში კი მშობლებმა გამჭრიახობას უნდა მოუხმონ. Read the rest of this entry »

აპრ 30

ფიტოთერაპია

ხარისჩლიქა

მედიცინაში ხარისჩლიქას ფესვები, ფესურები და ფოთლები გამოიყენება. ხალხურ მედიცინაში ფესურა გამოიყენება როგორც პირსასაქმებელი და ამოსახველებელი საშუალება. ზოგ ქვეყანაში სიყვითლის, წყალმანკის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგაც გამოიყენება. ფოთლებს მალარიის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. ფოთლებში არსებული გლუკოზიდი აძლიერებს გულის კუმშვას, ალკოჰოლოიდი აზარინი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ავიწროებს პერიფერიულ ძარღვებს, ამაღლებს ვენების ტონუსს, აზარინი იწვევს პირღებინებას, აგრეთვე აღმგზნებად მოქმედებს გულზე.

გერმანიაში ხარისჩლიქას სასმელების არომატიზებისათვის იყენებენ. მასვე აქვს ოფლმდენი მოქმედება და ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ გაციების დროს. მაგრამ მისი გამოყენებისას დიდი დოზები თავის ტკივილს იწვევს.
Read the rest of this entry »

აპრ 27

ბოსტნეულის ნიღბები თმასაც უხდება

ლამაზი თმა ქალბატონების სავიზიტო ბარათია. გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხურ მეთოდებს:

– 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 0,5 ლიტრი ღვინის ძმარი, ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი საპნის გამოუყენებლად.

– დაიბანეთ თმები სუროს ნაყენით.

– წყალში გახსენით თეთრი ქვიშა და ამით დაიბანეთ თმები. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გამელოტებულ ადგილზე წაისვით რგოლებად დაჭრილი ოდნავ შემწვარი ლიმონი.

თმის ძირების გასამაგრებლად:  Read the rest of this entry »

აპრ 23

რატომ ჩხუბობს ორსული?

ხშირად ფეხმძიმე ცოლს სურს, თავის მდგომარეობაზე, შეგრძნებებზე ქმარს მოუყვეს. მამაკაცს კი თითქოს ბავშვი არ აინტერესებს, მუდამ გაღიზიანებულია და ცხარობს. რატომ?

როგორც წესი, ორსული ქალი შვილთან კავშირს იმდენად ძლიერ განიცდის, რომ სურვილი უჩნდება, თავის გრძნობებზე ქმარს ესაუბროს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მამაკაცი სხვადასხვა მიზეზის გამო ცოლის განწყობას არ იზიარებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ სურს, ფეხმძიმე იყოს. ხშირად ეს წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება. როგორც ქალს ეჩვენება, ქმარი საჭირო მზრუნველობას არ იჩენს და მას ცოტა დროს უთმობს. ცოლი განიცდის, ნერვიულობს, რაც მისთვის უკუნაჩვენებია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ქმრის დარიგება ან გადარწმუნება არ ღირს. აზრი არ აქვს, ტირილით დაუმტკიცოთ, რომ თქვენ “ასეთ მდგომარეობაში ხართ”, ის კი მტარვალია და თქვენს განწყობას ანგარიშს არ უწევს. 100–დან 99 შემთხვევაში ასეთი ისტერიკები მამაკაცს უფრო აბრაზებს. უმჯობესია აუტოტრენინგს მიმართოთ. ქმარს უცქირეთ, სინამდვილეში მთელი თქვენი ფიქრები და ყურადღება ბავშვზე გადაიტანეთ, ყველაზე ნაზი სიტყვები უთხარით, რაც კი იცით. ქმარი სამსახურიდან გაღიზიანებული დაბრუნდა? არ გკითხათ, თავს როგორ გრძნობთ? თქვენი ჩივილი არ მოისმინა? ნუ გაჯავრდებით. შეიგნეთ, რომ სამუშაოზე იღლება. ამავდროულად ჯერ ვერ გრძნობს, რომ სამნი ხართ. რამდენიც უნდა უმეოროთ “ჩვენი პატარა” – ეს მისთვის აბსტრაქციაა. უმჯობესია მეორე ოთახში განმარტოვდეთ და ასეთი ვარჯიში გააკეთოთ: სავარძელში ჩაჯექით, ხელები მუცელზე დაიდეთ და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დამშვიდდეთ. თქვენს პატარას გაუღიმეთ. ახლა სარკესთან მიდით და წარმოთქვით: “ჩემს შვილს საუკეთესო დედა ეყოლება!”.

აპრ 21

როგორ კლავს სასმელი, რომელსაც თქვენი შვილები ლიმონათივით სვამენ

ქუჩაში ხშირად დაინახავთ ახალგაზრდებს ხელში თუნუქის ქილით, რომელშიც გაზიანი სასმელი ასხია. დიდი შანსია, რომ ის უწყინარი გამაგრილებელი სითხე კი არა, ადამიანის ჯანმრთელობის დამანგრეველი შხამი იყოს, რომელსაც ენერგეტიკულ სასმელს უწოდებენ და რომელიც საქართველოში თანდათან ძალიან პოპულარული, უფრო მეტიც, მოდური ხდება. ახალგაზრდებს და მოზარდებს არავინ უხსნის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის მიღებას. მსოფლიო მედიკოსები მოითხოვენ, თამბაქოს და ალკოჰოლოს მსგავსად, მოზარდებზე მატონიზირებელ–მასტიმულირებელი სასმელის გაყიდვა აიკრძალოს.  Read the rest of this entry »