loading...

Category Archive: ადამიანი

აპრ 17

დამოუკიდებელი ბავშვი

დედა შემახსენებს
როცა ბავშვი იზრდება, თანდათანობით გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც უნდა დავაკისროთ, მისი სუსტი მხრები სამომავლო დატვირთვისთვის თანდათან უნდა მოვამზადოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს დიდი ტვირთი ვარგუნოთ – ჩვენი მიზანია, მარტივი, თუმცა აუცილებელი დავალებები პატარამ დამოუკიდებლად შეასრულოს და უფროსების მითითებებსა თუ საყვედურებს არ ელოდეს. მაგალითად, ბავშვი დილით ყოველგვარი მითითებისა და შეხსენების გარეშე უნდა იხდიდეს პიჟამას, იცვამდეს საცვლებს, იხეხავდეს კბილებს, იბანდეს პირს… მოზრდილები საწოლსაც უნდა ალაგებდნენ. კარგი იქნება, თუ პატარა თავად შეარჩევს სათამაშოებს სეირნობისთვის და მათი შინ წამოღებაც არ დაავიწყდება. ეს მოთხოვნები სულაც არ არის არარეალური და ბავშვების დიდი ნაწილი – ზოგი ხალისით, ზოგი კი უხალისოდ – მათ ასე თუ ისე ასრულებს. ვერ უარვყოფთ, რომ არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც არამც და არამც არ ცდილობენ, დამოუკიდებელნი გახდნენ და ეწინააღმდეგებიან უფროსების სურვილს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. სპეციალისტების აზრით, ეს უმეტესად თავად უფროსების ბრალია: ამ პატარებმა მეტისმეტად გვიან გაიგეს, რომ მათ გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და უკვე მიჩვეულნი არიან, რომ “პატარები” უნდა იყვნენ. ასეთი ბავშვები ნებისმიერ დავალებას ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარი უფლებების დარღვევას. არიან ისეთებიც, რომლებიც არათუ ვერ იმახსოვრებენ, რომ გარკვეული მოვალეობები აკისრიათ, არამედ ყოველგვარი დავალება ავიწყდებათ, რადგანაც მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ამ პატარების აზრით, ჩაცმა თუ კბილების გამოხეხვა წვრილმანებია, რომლებსაც ყურადღება შეიძლება არც კი მიაქციო. მართლაც, რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ყველაფერი, როცა არსებობს დედა? ის ყველაფერს შეგვახსენებს. მშობლები სასოწარკვეთილნი არიან – რა მოხდება, როცა ეს უპასუხისმგებლო ბავშვი სკოლაში მივა? პატარა კი ამ დროს მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად სურს და მშობლების გულისწუხილზე საერთოდ არ რეაგირებს. Read the rest of this entry »

აპრ 12

რა არის აკნე და როგორ გადავჭრათ პრობლემა

 

საზოგადოდ, კანზე გამონაყარი 10 წლის შემდეგ ჩნდება, ე.ი. იმ ასაკში, როდესაც ორგანიზმი სქესობრივ მომწიფებას იწყებს. ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალებს პუბერტატული გაფურჩქვნის ხანა (გარდატეხის ასაკს ვგულისხმობთ) მამრებზე ადრე ეწყებათ. შესაბამისად, მათი კანიც გაცილებით ადრე “იკაზმება”. ასე შემკობილები რჩება დაახლოებით 5-10 წლის მანძილზე, შემდეგ კი გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიურპრიზები თანდათან დავიწყებას ეძლევა.

ასე ხდება უმეტესად, მაგრამ არა ყოველთვის. არიან ადამიანები, რომლებსაც ფერიმჭამელები მთელი სიცოცხლე აწუხებთ, ასეთები კი უპირატესად სწორედ მშვენიერი (ალბათ უფრო – უსახური) სქესის წარმომადგენლები არიან. გვხვდებიან ისეთი ქალბატონებიც, რომლებსაც გამონაყარი 45 წლის შემდეგ უჩნდებათ. აი, მამაკაცებში კი ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ აღინიშნება. Read the rest of this entry »

აპრ 12

სექსის ჰიგიენა

სექსის ჰიგიენა – ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც – გამუდმებით, მეტადრე – სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები? Read the rest of this entry »

აპრ 10

წყალზე მორბენლები

აპრ 08

სისხლის გადასხმა

ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა სისხლის გადასხმა დასჭირდეს. სისხლის გადასხმას მედიცინაში ტრანსფუზიურ თერაპიას უწოდებენ. ტრანს-ფუზიური თერაპია ავადმყოფისთვის სისხლის ან მისი კომპონენტების გადას-ხმას გულისხმობს. თანამედროვე მედიცინაში პაციენტს ახალ სისხლს იშვიათად უსხამენ, რადგან ამას რამდენიმე მინუსი აქვს. ჯერ ერთი, ვერ მოესწრება დო-ნორის სათანადო გამოკვლევა, მეორეც, შესაძლოა პაციენტს პლაზმის გადასხმა არ სჭირდებოდეს, მისთვის მხოლოდ ერითროციტული მასა იყოს აუცილებე-ლი ან პირიქით.

მაგალითად, უხვი სისხლდენისას ხდება პლაზმის ტრანსფუზია, რაც დანაკარგს ავსებს და მიკროცირკუ-ლაციას აუმჯობესებს. ასეთ შემთხვევაში ერითროციტული მასა ორგანიზმისთვის დამატებითი უცხო სხე-ული იქნება (საზოგადოდ, სისხლის გადასხმა ფაქტობრივად ორგანიზმში უცხო სხეულის შეყვანაა). ყოვე-ლივე ამის გამო სატრანსფუზიოდ იყენებენ სათანადოდ დამუშავებულ დონორის სისხლს. გადასასხმელად განკუთვნილი დონორის სისხლი რეციპიენტისას უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ გადასხმამდე მათ ინდი-ვიდუალურ თავსებადობას ამოწმებენ. როგორც ერითროციტებს, ისე პლაზმას აქვს 4 ჯგუფი (I, II, III და IV, თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციით – 0, A, B და AB) და დადებითი ან უარყოფითი რეზუ-სი. ყველაზე მეტად დეფიციტურია II ჯგუფის სისხლი. Read the rest of this entry »

აპრ 08

სასიკვდილო დოზები – გაუფრთხილდი სიცოცხლეს


სიგარეტი

სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უეჭველი მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.
Read the rest of this entry »