loading...

Category Archive: ადამიანი

დეკ 03

როგორ ამზადებენ პირად მცველ გოგონებს ჩინეთში

უკანასკნელ წლებში ჩინეთში პირადი მცველების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუ ადრე ეს პროფესია ითვლებოდა მამაკაცის პროფესიად, ამჟამად ეს ასე აღარ არის, ვინაიდან აღნიშნულ პროფესიას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც საკმაოდ აქტიურად ითვისებენ. “ჩინგისის უსაფრთხოების აკადემია”–ში აღსაზრდელებს ასწავლიან მეურვეობის ქვეშ მყოფის დაცვას სპეციალური დანიშნულების რაზმის სტილში. სწავლების საკმაოდ მძიმე და რთული კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, მოიცავს საბრძოლო ხელოვნების, გადარჩენის ტექნიკისა და კლიენტის დაცვის შესწავლას მოულოდნელი თავდასხმის დროს.

პირადი მცველის მოსამზადებელი ინტენსიური ვარჯიში 8–10 თვე მიმდინარეობს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდგომ ყველაზე წარმატებულები ისრაელის საერთაშორისო უსაფრთხოების აკადემიაში განაგრძობენ სწავლებას. Read the rest of this entry »

ნოე 28

თუ თქვენი ბავშვი ცაციაა

მემარცხენეობა იშვიათი, თუმცა ორგანიზმის განვითარების ერთერთი ვარიანტია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან.

თავის ტვინის თითოეულ ნახევარსფეროს თავისი ფუნქცია გააჩნია. მარცხენა ნახევარსფეროს რაციონალურ-ლოგიკურს უწოდებენ და უზრუნველყოფს ლოგიკურ, ანალიტიკურ, აბსტრაქტულ აზროვნებას, ახდენს ინფორმაციის თანმიმდევრულ გადამუშავებას, ყველა შესაძლო ვარინატის განხილვას. მარჯვენა ნახევარსფერო ემოციურ მხარეს განაგებს, პასუხისმგებელია შემოქმედებით, ხატოვან აზროვნებაზე. მარჯვენა ნახევარსფერო  ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს ერთმომენტად, წამიერად აღიქვამს მთლიანობაში, მას ეყრდნობა ემოციური აღქმა, ინტუიცია.

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია სხეულის მარჯვენა ნაწილის მოქმედებაზე და პირიქით, მარჯვენა ნახევარსფერო – მარცხენა ნახევარზე. მემარცხენეობას განაპირობებს მარჯვენა ნახევარსფეროს დომინირება, თუმცა ასევე შესუსტებულია ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი. Read the rest of this entry »

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო. Read the rest of this entry »

ნოე 16

10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვჭამოთ ბროწეული

ბროწეულის დადებითი თვისებების კონკრეტიზაციაზე გადასვლამდე, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ხილში შემავალი ის ვიტამინები და მინერალები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული ხილი მდიდარია: A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, აგრეთვე მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ადამიანის მომნელებითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის და რადიაციული დასხივების დროს.  Read the rest of this entry »

მაი 10

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.

რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

– წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

 

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს. Read the rest of this entry »

ოქტ 06

ირონია, მისი წარმოშობა, არსი და სახეები

ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი გამოიყოფა:

ძველი საბეძნეთიდან მე-18 საუკუნამდე (ე.წ. სოკრატისეული) და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ე.წ. რომანტიკულ ირონია. ნავას რუისი მიიჩნევს, რომ ირონიის რიტორიკულ და რომანტიკულ სახეს შორის არ არის წყვეტა, არამედ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. მისი აზრით, სოკრატული ირონიის ფარგლებში, ირონიამ ოთხი სახის გამოხატულება მიიღო: ა) როგორც ენის ფიგურამ, რომლის არსიც მოტყუებაში მდგომარეობდა, ბ) როგორც ტროპმა, რომელიც მნიშვნელობის ცვლას გულისხმობდა; გ) როგორც ცხოვრებისა და მსჯელობის სტილმა, და დ) როგორც მოხერხებულობის ფორმამ, რომელიც უახლოვდებოდა ხუმრობას, მოხდენილობას, იუმორსა და სატირას. ამ სამისთვის საერთოს (შეპირისპირება გამოჩენასა და რეალობას შორის) საპირისპიროდ, შლეგელმა რიტორიკული მექანიზმის ტრანსცენდენტული გარდაქმნა განახორციელა, გარდაქმნა ის ეპისტემოლოგიურ და სამხატვრო ტექნიკის ინსტრუმენტად. მისმა შეხედულებებმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რომლის ავტორებს შორის აღსანიშნავია ტიკი, ზოლგერი, მიულერი, ჰეგელი და კირკეგორი. მკვლევარი ფინლეი მიუთითებდა, რომ რომანტიკულმა ხელოვნებამ შეცვალა ტექსტის შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული სემიოტიკური კოდები, რაც რომანტიკული ირონიის სახით გამოვლინდა. კერძოდ, უარყოფილი იქნა არსებობის აბსოლუტური ნორმა და იგი შეიცვალა ცვალებადი ნორმებით, რომლებიც დაკავშირებული გახდა ისეთ ურთიერთობებთან, როგორიცაა ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი. Read the rest of this entry »

გვერდი 2 (45)12345...102030...ბოლო »