loading...

Category Archive: ადამიანი

ოქტ 06

ერთ დროს დაწერილი

amur

ლექსის სანახავად შედით გაგრძელებაში

Read the rest of this entry »

სექ 16

ზოგჯერ ასეთიც მოდის ფიქრები…

 

       იანვრის ოთხი, თერთმეტის ათი, სახმხატვარი ლეონიდ აფრემოვილში მოვედი. როგორც ყოველთვის კიდევ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღე დაღამდა. დრო ისე  მისდევს წარსულს, თითქოს ძალიან ეჩქარება, რომ მოგონებად გადაგვაქციოს, მერე კი სივრცეში გაფანტული ჩვენი სახელები საუკუნეთა უსასრულობაში გადაკარგოს. რა ქნას დრომ, ასეთია მისი ბუნება. სიცოცხლე იწყება, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მთავრდება და ისევ – იწყება, გრძელდება, მთავრდება… ყველაფერი ცვალებადია დროსა და სივრცეში, მხოლოდ ცვალებადობაა
მარადიული…
ჩვენ ერთი ვიყავით, სანამ დავიბადებოდით, ერთი ვიქნებით, როცა ჩვენი ადგილი არავის გონებაში აღარ დარჩება და ჩვენვე დაგვავიწყდება ჩვენი არსებობა. ეხლაც ერთი ვართ, ოკეანის იმ ზვირთებს ვგავართ, აქაფებულები რომ მიიწევენ ხმაურით ნაპირისკენ დასამსხვრევად განწირულები, რათა დასტოვონ მღელვარებით და შფოთვით სავსე სიცოცხლე და დაუბრუნდნენ სიღრმეს, მარადიულ მდუმარებას და სიმშვიდეს, საიდანაც დაიბადნენ და რომლის ნაწილიც ყოველთვის იყვნენ, თუმცა არასოდეს არ ახსოვდათ ამის შესახებ.
სიცოცხლე, სიკვდილი, არის კი ქვეყნად ამაზე დიდი და იდუმალი გამოცანა? რა არის ცხოვრების აზრი? ალბათ რამდენს დაუსვია ეს უპასუხო კითხვა და რამდენი აფრქვევდა თავის “სიბრძნეს”, ამტკიცებდა,რომ იცოდა ცხოვრების აზრის მზა რეცეპტი, კითხვის ნიშანი კი არასოდეს ქრებოდა, იმიტომ, რომ თვით კითხვის ნიშანი იყო ამ კითხვის ერთადერთი პასუხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ სამყარო ცარიელ სივრცეს ვერ იტანს და ჩვენი არსებობის საჭიროება ამ სიცარიელის დროებით შევსებაა. რამდენმა მილენიუმმა ჩაიარა თავისი თაობებით. უყვარდათ, სძულდათ, უხაროდათ, ტკიოდათ, ისევე როგორც ჩვენ, ცხოვრობდნენ. ახსოვს კი ვინმეს ისინი? დრომ მხოლოდ ერთეულების სახელები ისტორიის ნაგლეჯების სახით შემოგვინახა. კიდევ რამდენი დაიბადება, როცა აღარ ვიქნებით? Read the rest of this entry »

ივლ 19

ბოლო სიტყვა..!


ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ… Read the rest of this entry »

ივლ 19

– პირველი სიყვარული ❤ )) .. !


პირველი სიყვარული ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. Read the rest of this entry »

ივნ 18

დარჩით მარად ახალგაზრდა

თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.

  • მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ზედმეტი წონა. საქმეს ფიზიკური დატვირთვა უშველის. არ არის აუცილებელი, თავით გადავეშვათ სპორტში – საკმარისია, უფრო მეტი ვიაროთ ფეხით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წვრილი წელი და მოქნილი ხერხემალი. სასურველია, ყოველ დილით გავაკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მივიღოთ ცივი შხაპი ან ტანი სველი ტილოთი დავიზილოთ. ძალიან კარგია დილაობით სუფთა ჰაერზე სეირნობაც.
  • მოუარეთ კანს. აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. რეგულარული მოვლა – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე და დეკოლტეს მიდამოში. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საშუალებებს – მზის სხივები კანს აბერებს. საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე – დამარბილებელი კრემი. Read the rest of this entry »

ივნ 18

როგორ ავარჩიოთ კვერცხი

კვერცხის სასარგებლო თვიხებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას). Read the rest of this entry »

გვერდი 3 (45)12345...102030...ბოლო »