loading...

Category Archive: ადამიანი

ივნ 18

რჩევები კარგი განწყობისათვის

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო.

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.

როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები. Read the rest of this entry »

ივნ 18

ზაფხულის ინფექციები

გაანადგურე ნაწლავთმპყრობელები
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუ საჭმელს შემთხვევით დაუბანელი ხელი წაატანე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღე ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე: ან პირღებინებამ გაგაწამოს, ან დიარეამ, ან სულაც ორივემ ერთად. მაშინ, როდესაც მზის სხივები შინიდან გვიხმობენ, ასეთი უსიამოვნებებით თავის გატანჯვა ნამდვილად არ ღირს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ზაფხული მშვიდად რომ გავატაროთ? ამაზე “ავერსის” კლინიკის გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთინო ჩიტაიშვილი გვესაუბრება.

. ქალბატონო ქეთინო, უპირატესად რომელი ინფექციური დაავადებები ხშირდება ზაფხულობით?
– გავრცელებული აზრის თანახმად, ნაწლავთა ინფექცია ანუ ინფექციური დიარეა უმთავრესად ზაფხულობით ხშირდება, რეალურად კი ამ პრობლემამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. მას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს, რომელთაგან წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტიურდება. მაგალითად, ზამთრობით ნაწლავთა ინფექციები უმეტესად ვირუსებით – როტავირუსით, კალიცივირუსით, ასტროვირუსით, ადენოვირუსითა და სხვებით – არის გამოწვეული, წლის ცხელ პერიოდში – ბაქტერიებით: სალმონელათი, ეშერიხიათი, შიგელათი, კამპილობაქტერიით… Read the rest of this entry »

ივნ 01

ადამიანი VS მეხსიერება

როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება

მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან. Read the rest of this entry »

მაი 25

ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?

წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.
– დედები თუ ბებიები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებონ თავიანთი პატარა. ბავშვი წონას რომ იმატებს, ოჯახში ყველას უხარია, მაგრამ ეს როდია ჯანმრთელობის კრიტერიუმი. ჭარბწონიანობა დღეს მსოფლიო პრობლემად იქცა და მასთან ბრძოლა უკვე ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჭარბ წონას მრავალი უსიამოვნება მოაქვს, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

– როგორია წონის მატების ასაკობრივი ნორმები?
– დაბადების მასას (საშუალოდ, იგი 3500 გრამია) ბავშვი, ჩვეულებრივ 4-4,5 თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. მომდევნო წლებში წონის წლიური მატება დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კგ-საც კი მიაღწიოს.  6-7 წლისათვის ერთი წლის ასაკში არსებული წონა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია: Read the rest of this entry »

მაი 01

ჩვენი დნმ-გენეალოგია

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების “ფუძემდებელი”. Read the rest of this entry »

აპრ 30

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავა

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავახშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.

“1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი – დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო”, – ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.

ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (45)« პირველი...23456...102030...ბოლო »