loading...

Category Archive: ადამიანი

აპრ 20

ბავშვის დინამიური განვითარების თეორია

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები. Read the rest of this entry »

აპრ 20

ქერტლი თურმე მიკროორგანიზმია

ქერტლი თურმე მიკროორგანიზმიაქერტლის თეთრი ფანტელები თავის კანის დაავადებაა, რომელიც იწვევს კანის ქავილს, ადამიანს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში… ეს პრობლემა დღეს ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. ექიმების აზრით, ქერტლის წარმოქმნის მთავარი მიზეზია მიკროორგანიზმი სოკო, რომელიც თავის კანზე ბინადრობს.ნორმის ფარგლებში ის ზოგიერთ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, მონაწილეობს კანის უჯრედების განახლებაში, მაგრამ არასასურველი ფაქტორების დროს (მუდმივი სტრესები, გადაცივება, გადახურება, ქრონიკული დაღლილობა, დაქვეითებული იმუნიტეტი, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები) იწყებს გამრავლებას, იწვევს ანთებით რეაქციებს:

ქერტლი არის მშრალი და ცხიმიანი. მშრალი სებორეის დროს, კანი შრება, იქერცლება, ქერტლი ადვილად სცილდება კანს და იფანტება. მშრალი ქერტლი განსაკუთრებით ზამთარში ჩნდება, რადგან ამ დროს ვიღებთ ნაკლებ სითხეს, ბინაში კი ჰაერს გამათბობელი აშრობს. ცხიმის ჭარბად გამოყოფისას (ცხიმიანი სებორეა) თავის კანი ცხიმიანდება და იფარება მოყვითალო ფერის მსხვილი ქიცვით (ქერცლი), ერთმანეთს ეწებება და ძნელად შორდება კანს. ამ დროს თმა ცხიმიანდება, ბზინავს, იწყება ქავილი.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ კომპლექსურად, პირველ რიგში მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სპეციალურ შამპუნს (სამედიცინოს და არა კოსმეტიკურს) სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებით (თუთია, კუპრი, სელენა). სამკურნალო შამპუნები არა მარტო ასუფთავებს კანს, არამედ სპობს ქერტლის მაპროვოცირებელ სოკოს, კურნავს კანის ანთებას და გაღიზიანებას, არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას. სამკურნალო შამპუნი უნდა იხმაროთ კვირაში 1-2-ჯერ, თუ საჭიროა თმის ხშირად დაბანა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კოსმეტიკური შამპუნი. მკურნალობის კურსია 1-1,5 თვე. ასევე ექიმის რჩევით, შეიძლება იხმაროთ კორტიკოსტეროიდების შემცველი გელები და ლოსიონები. Read the rest of this entry »

აპრ 13

რისი მაუწყებელია კბილის მინანქრის ფერი?

ბუნებრივად აბსოლუტურად თეთრი კბილი არ არსებობს. კბილის მინანქრის არსებულ ფერზე მნიშვნელოვანი, როლი აკისრია მემკვიდერეობას. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარე ფაქტორებსაც (როგორიცაა საკვები, სასმელები, თამბაქო, კოსმეტიკა, გარემოს დაბინძურება და ა.შ.). Read the rest of this entry »

აპრ 08

არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა. Read the rest of this entry »

აპრ 07

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. Read the rest of this entry »

აპრ 02

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას?

ასთმა (ბერძ.სულხუთვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 3-5%, რიცხვობრივად კი 300 მილიონი ადამიანი დაავადებულია ბრონქული ასთმით. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2025 წლისათვის ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი მსოფლიოში სულ მცირე 100 მლნ-ით მოიმატებს. ასთმის შესახებ “ამბიონს” “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ხარისხის მართვის მენეჯერი, ექიმი ალერგოლოგი – იმუნოლოგი ნანა დოლიძე ესაუბრა:

“კერძოდ, ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწროება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა”. Read the rest of this entry »

გვერდი 5 (45)« პირველი...34567...102030...ბოლო »