loading...

Category Archive: ადამიანი

აპრ 02

რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ :) ;)

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს :) Read the rest of this entry »

აპრ 02

თუ ფეხები გიოფლიანდებათ

გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ფეხების ოფლიანობას მოგიხსნით.

აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული კაკლის “უღელი” დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ, კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდოთ ). აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

აბაზანის შემდეგ ფეხები არც გადაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, აცალეთ თვითონ გაშრეს.

მარ 30

დაავადებები, რომლებითაც გენეტიკა პატარას “ასაჩუქრებს”

ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.

ცხოვრების ტონუსი: 

ახალშობილთა 20% დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რომელიც, როგორც წესი, დედის ხაზით გადაეცემა. დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს დაბადებიდან რამდენიმე დღეშიც კი. თუ ახალშობილის დედა ნატურით პესიმისტი გახლავთ და არც ბავშვის მამაა გამორჩეული მხიარული ბუნებით, ამ შემთხვევაში პატარას “საშუალება არა აქვს”, განსხვავებული ბუნების იყოს. რაც შეეხება იმუნიტეტს, რომელმაც ბავშვის ფსიქიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას, ის ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ასეთი ბავშვები იშვიათად იღიმებიან, გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს არ ავლენენ, ღამე ხშირად იღვიძებენ, უჭირთ დაძინება, არც კარგი მადით გამოირჩევიან. ამ დროს მშობელი ვალდებულია, შვილს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს, განუვითაროს ინტერესის არეალი, აუმაღლოს განწყობა. როცა პატარას შინაგანი განწყობა დადებითია, მისი ფიზიკური განვითარების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო ნაწლავების არასაკმარისი აქტიურობა, რაც ხშირად ჭარბი აირების დაგროვების მიზეზი ხდება, არასწორი ფიზიკური განვითარების ბრალია. ასეთი პატარები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. საბედნიეროდ, ამ მემკვიდრული ფაქტორის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან წინასწარგანწყობა დაავადება არ არის.  Read the rest of this entry »

მარ 21

კბილის ნადები

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის“ ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.

 

არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის“ პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K. Read the rest of this entry »

მარ 13

ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ასაკი დაასახელეს

ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ასაკი დაასახელეს

5 – 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა.

კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა.

ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6,8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი – 7,3 ქულა.

ბრიტანელების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი პენსიაზე გასვლის ასაკი აღმოჩნდა: 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ბედნიერების მაჩვენებელი 7,8 ქულა დაფიქსირდა, იმავე ასაკის ქალისთვის კი – 7,65 ქულა. ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ – 7.55, ჰქონდათ იმ გოგონებს, რომელთაც 20 წელი ახლახან შესრულებოდათ.  Read the rest of this entry »

მარ 09

როგორ ვისწავლოთ ღამე

ყავა, ღამე სწავლა

მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან.
9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

განწყობის ფსიქოლოგია
როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ. Read the rest of this entry »