loading...

Category Archive: ადამიანი

მარ 07

უსაფრთხოების ბალიშმა მობილური ტელეფონი სასიკვდილო იარაღად შეიძლება აქციოს

ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიტანეს მობილური ტელეფონით საჭესთან სარგებლობის საწინააღმდეგოდ. მათ გამოარკვიეს, რომ უსაფრთხოების ბალიშის გახსნისას ტექსტური შეტყობინების აკრეფამ მრავალი ტრამვა ან სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. Read the rest of this entry »

მარ 07

ეგზოტიკური ვირუსები – როგორ დავიცვათ თავი?


იმ რიგითი ევროპელის იმუნიტეტს, რომელიც ეგზოტიკურ ქვეყანაში ხვდება, უმეტესად არ ძალუძს ადგილობრივი ინფექციის შეტევის მოგერიება, რადგან ის ამას მიჩვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი დასვენებისა და გართობის მაგივრად საავადმყოფოში ხვდება. სამწუხაროა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, შენივე ბრალია; არ უნდა დაგელია ჩვეულებრივი (ვთქვათ, ონკანის) წყალი, არ უნდა გებანავა საეჭვო შესახედაობის წყალსაცავში, არ უნდა დაწოლილიყავი ნამიან მიწაზე და არ უნდა გეჭამა გაურეცხავი ხილი თუ ბოსტნეული, რადგან მათში შეიძლება უამრავი ბაქტერია, მიკრორგანიზმი (მაგალითად, ჭიები ან ჭიისმაგვარები) და ვირუსი ბინადრობდეს. ამჯერად მხოლოდ ვირუსებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშ ასე, რომელ ვირუსულ დაავადებას უნდა ვერიდოთ, თუ სამოგზაუროდ ან მივლინებით უცხო, ტროპიკულ ქვეყანაში მოგვიხდა წასვლა? Read the rest of this entry »

მარ 04

დილა და საუზმე

საკვების მისაღებად დილა ყველაზე მძიმე პერიოდია. უმრავლესობა, ძირითადად, შემოვიფარგლებით ერთი ჭიქა ყავით და მაშინვე გავრბივართ სამსახურში ან სასწავლებელში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ დილით მთელი დღის რაციონის ერთი მესამე თუ არ მივიღეთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში ნორმალურად ვერ იმუშავებსდა უფრო მალე ვიგრძნობთ დაღლილობას Read the rest of this entry »

თებ 27

20 მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მამაკაცმა…

woman lust

1. არ ელოდოთ იმას როდის დაგირეკავთ. ტელეფონი ორმხრივად მუშაობს… Read the rest of this entry »

თებ 21

რა წარმოადგენს ქრონიკული ცისტიტის დიაგნოსტიკის საფუძველს

შარდის ბუშტის ანთებით პროცესს თავის დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, მძიმე გართულებებთან მოგვიხდეს ბრძოლა, რაც არასასიამოვნოსთან ერთად, საკმაოდ რთული პროცესია.

იმის შესახებ, თუ ცისტიტის რა და რა ფორმები არსებობს, რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება კლიმაქტერული და ქრონიკული ცისტიტი (ურეთრიტი) და როგორია მათთან ბრძოლის გზები, უროლოგი თამაზ ნაჭყებია გვესაუბრება

– რა დაავადებაა ცისტიტი? 

– შარდის ბუშტის უხშირეს დაავადებას წარმოადგენს მწვავე ანთებითი პროცესი, განპირობებული, უპირატესად, ბაქტერიული ინფექციით. აღნიშნულ პროცესს, როგორც წესი, იწვევენ გრამუარყოფითი და იშვიათად გრამდადებითი მიკროორგანიზმები, სადაც E.ჩოლი-ს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.  Read the rest of this entry »

თებ 19

მამაკაცის ბუნებრივი აქსესუარი

თმა სახეზე უბრალოდ როდი ამოდის – ეს აუცილებელი პროცესია. მამაკაცები უხსოვარი დროიდან ატარებდნენ წვერს სიბრძნისა და საპატიო სტატუსის ნიშნად, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთ ქვეყანაში წვერის ტარება კანონით აიკრძალა და ხაზინის შევსების წყაროდაც კი იქცა – წვერიანებს გადასახადი დაუწესეს.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. დღეს წვერის ტარებას აღარავინ კრძალავს, გადასახადიც გაუქმდა, მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი იპარსავს წვერს. უმთავრესად იმიტომ, რომ მოუხერხებელია, თანაც წვერის მოპარსვა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი მოვლა.

ცოტამ თუ იცის, რომ წვერს სასარგებლო თვისებებიც აქვს. საქმე ის არის, რომ წვერი ერთგვარი თერმორეგულატორის როლს ასრულებს – აფერხებს ჰაერს, ამიტომ არის, რომ წვერიან მამაკაცს ყინვა ვერ აშინებს. მართალია, ზაფხულში წვერიანებს უფრო მეტად სცხელათ, მაგრამ სარგებლობა მას მაინც მოაქვს – ტვინს გადახურებისა და მზის დაკვრისგან იცავს. ატაროს თუ არა წვერი, ეს ყოველმა მამაკაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ კი გირჩევთ, ან მოუშვათ იგი, ან სუფთად მოიპარსოთ. ბრიტანელმა მეცნიერებმა 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევა და შედეგების ანალიზის შემდეგ განაცხადეს, რომ ქალების უმრავლესობა მუდმივ პარტნიორად ქვეცნობიერად ტანსრულ და წვერიან მამაკაცს ირჩევს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ მამაკაცს შეუძლია აჩუქოს ქალს ის სინაზე, მზრუნველობა და სტაბილურობის განცდა, რომელზეც ასე ოცნებობს ყველა ქალი. ცნობიერ დონეზე კი წვერი შესანიშნავი საშუალებაა, გამოხატოთ ინდივიდუალობა და შექმნათ საკუთარი სტილი. Read the rest of this entry »