loading...

Category Archive: ადამიანი

თებ 19

მუტაციური ცვალებადობა


ცვალებადობას, რომელიც იწვევს გენოტიპის ცვლას, მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაციური ცვალებადობაეწოდება. Read the rest of this entry »

თებ 10

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოახვრინავთ და ახლობლებს აწუხებთ? გირჩევთ, გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები:

…დაიძინეთ გვერდზე და არა მუცელზე ან ზურგზე.
…ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი და ძილის წამალი, არ ჭამოთ მაძღრისად, სპირტიანი სასმელები და მაძღრისად ჭამა ადიდებს ფილტვებში ვენტილაციას, რაც იწვევს ხვრინვას.
…არ მოსწიოთ! სიგარეტის ბოლი ასუსტებს ხახის კუნთების ტონუსს.
…გააკონტროლეთ თქვენი წონა! თუ ის ნორმას აღემატება თუნდაც 10%-ით, ღამის სიმყუდროვეზე არც იოცნებოთ. Read the rest of this entry »

თებ 10

კინტო – აკრძალული თემა?

ამ კვლევის ავტორის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება. ეს – ადამიანების ან მოვლენების ისტორია თანამედროვე შეფასების მიღმა, შეიძლება ველური ან უხერხული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის – ისტორიაა.

80-იანი წლების შუახანებში გამიტაცა ვასილი ვერეშჩაგინის, მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. ის საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად იყო აღიარებული “დიდ ჰუმანისტად”, მისი შეხედულებების ილუსტრაციად კი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი იყო მისი სურათის “ომის აპოთეოზის” რეპროდუქცია. ალბათ გეხსომებათ: [სურათზე გამოსახულია] მთა რამდენიმე ათასი ადამიანის თავის ქალისგან და მინაწერი – “ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს – ყოფილებს, ახლანდელებს და მომავლებს”. ვერეშჩაგინი ნამდვილად იყო ნიჭიერი და ღირსეული მხატვარი, კლასიკური რეალიზმის მიმდევარი, ბრწყინვალე მკვლევარი, რომელიც სიუჟეტებს წვრილმან დეტალებში აღწერდა.

მწერალზე წიგნის წერას მას შემდეგ დავანებე თავი, რაც მის წიგნში წავაწყდი ფრაზას მხატვრული კრიტიკოსის, ვლადიმირ სტასოვისათვის მიწერილი წერილიდან: “მე თვითონ, ვესროდი ადამიანებს, როგორც კაკბებს.” ვერეშჩაგინი წერდა თავისი მონაწილეობის შესახებ სამარყანდის “დაცვაში” 1868 წელს. მე აღარ მქონდა სურვილი მეწერა “დიდ ჰუმანისტზე”, მაგრამ ვერეშჩაგინის ნამუშევრებმა სხვა წიგნზე მუშაობისკენ მიბიძგა – პროსტიტუციის ისტორიაზე ცენტრალურ აზიაში. ვერეშჩაგინი კარგი ეთნოგრაფი იყო და თავის თითოეულ სურათს აღწერდა დღიურებში, რომელთა ნაწილი წიგნად გამოიცა. ერთ-ერთ დღიურში წავიკითხე აღწერა სურათისა “ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა.” მასზე გამოსახულია 5-6 წლის შიშველი ბიჭი და ვაჭრები აზიურ ხალათებში. Read the rest of this entry »

თებ 09

თამბაქო და საქართველო

არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო :( როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს   სიამოვნების განცდას. Read the rest of this entry »

თებ 06

ეფექტური კომუნიკაცია

ფსიქოლოგების აზრით ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი პირველ 4 წუთში. ტრეინინგების პირველ დღეს კედელზე გაკრულ სიაში ჩემი გვარი ვიპოვნე, შევედი ჯგუფში, სადაც ტრეინინგის 22 მონაწილე წრიულად დავსხედით. თავი სარეაბილიტაციო ცენტრში მეგონა – კადრი რომელიღაც ფილმიდან თუ სერიალიდან (ოღონდ ამერიკული სერიალიდან) ,,გამარჯობა, მე ქეითი ვარ და ნარკომანი ვარ“ ან ,,გამარჯობა მე დევიდი ვარ და ალკოჰოლიკი ვარ“… მაგრამ შემოვიდა ძალიან, ძალიან საყვარელი ტრენერი და დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. მან შემოგვთავაზა ჩვენი თავი შეგვედარებინა სამ ნივთს. თვითონ დაიწყო– მე ვგავარ საათს, რადგან ძალიან პუნქტუალური ვარ. ვგავარ მზეს, რადგან სითბოს და სიყვარულს ვასხივებ და ვგავარ კურდღელს, რადგან სწრაფი ვარ.
მე ვთქვი, რომ ვგავარ ლომს, რადგან ზოდიაქოთი ლომი ვარ. ქვიშის საათს, რადგან ქვიშის საათივით მალე ვიცლები და ვივსები ემოციით და გვირილას, რადგან გვირილები ძალიან მიყვარს. Read the rest of this entry »

თებ 06

ტვინი გავიახალგაზრდავოთ

ჩვენი ტვინი უნიკალური ორგანოა. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. თავის ტვინი 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს. ეს დაახლოებით 16–ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობა. ნერვული იმპულსების გადაცემით, ნეირონები ტვინის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ. შედეგად შეუძლია მოცულობით იმაზე მეტი ინფორმაცია დააგროვოს, ვიდრე ერთად აღებულ 100 კომპიუტერს. მაგრამ დროთა განმავლობაში, ინფორმაციის დამუშავება–დამახსოვრების უნარი თანდათან ქვეითდება. იმისთვის, რომ წლებთან ერთად თქვენი გონება მხოლოდ გაუმჯობესდეს და აუცილებელი მონაცემები სწრაფად გასცეს, საჭიროა მისი მუდმივად წვრთნა. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და რეგულარული ვარჯიში გონების სიმახვილის შენარჩუნებას ეხმარება, ასევე ხანდაზმულობის ჭკუასუსტობისგან იცავს.  Read the rest of this entry »