loading...

Category Archive: ადამიანი

თებ 06

ფერომონები მიზიდულობის საიდუმლო

ბევრ თქვენგანს უგრძვნია აუხსნელი მიზიდულობის ძალა საწინააღმდეგო სქესისადმი. “ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა”- ნაცნობი ფრაზაა არა? რა არის ეს ნაპერწკალი ან რა იწვევს მას? ეს იდუმალი შეგრძნება ფერომონების ანუ “სიყვარულის ჰორმონების” ბრალია. ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგალითად, ცხოველებისათვის სულერთია როგორი “ვარცხნილობა” ან კუნთები აქვს რჩეულს. Read the rest of this entry »

თებ 03

თამბაქო,სიგარეტი,ნიკოტინი


თამბაქოში შემავალი ნივთიერებები თავისი ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ორგანიზმზე, შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად:
კანცეროგენული
გამაღიზიანებელი
შხამიანი აირები
შხამიანი ალკალოიდები
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
კანცეროგენული ნივთიერებები
მწეველების სიმსივნური დაავადების სტატისტიკა საკმაოდ ბევრისმეტყველია. კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ქვეჯგუფში: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. Read the rest of this entry »

იან 31

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს

თანამედროვე ცხოვრების ტემპი დიდ დატვირთვას აყენებს თვალებს. რამდენიმე მარტივი წესის დაცვითა და რეკომენდებული ვარჯიშების ყოველდღიური ჩატარებით თვალებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის ნეიტრალიზებაა შესაძლებელი. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გვიფუჭებს გუნება-განწყობილებას, იწვევს სტრესსა და დაძაბულობას, უარყოფითად მოქმედებს ჩვენი სულის სარკეზე – თვალებზე. კომპიუტერულმა მოდელირებამ დაადასტურა მეცნიერთა მრავალწლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გამოსახულების დამუშავების ფუნქცია უშუალო გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. აქედან – დასკვნა: რაც უფრო ძლიერია სტრესი, მით უფრო მეტად უჭირს ჩვენს ტვინს ბადურადან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პირიქით, რაც უფროა ნაკლებია სტრესული სიტუაცია, მით უკეთ ვხედავთ, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ამა თუ იმ დაავადებისა. Read the rest of this entry »

იან 31

ბავშვთა სპორტი: ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმა?

ბავშვთა სპორტი: ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმა?ბავშვთა სპორტი და მედიცინა

2008 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავეებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. მაშინ დავინტერესდი, ჩვენებრ პატარა ფართობისა და მოსახლეობის ქვეყნებს შორის მედლების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით რამდენს ვჯობნით-მეთქი. მეორე მაჩვენებელი აღმოგვაჩნდა. პირველი ჰოლანდია იყო, რომელიც მასშტაბებით საქართველოზე გაცილებით პატარაა (თუმცა, მოსახლეობა იქ მეტია). Read the rest of this entry »

იან 27

5 გზა: როგორ შევაჩეროთ შიმშილი

როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი, როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს. აი, მე მაქვს კარგი დიეტა, რომელიც იმდენად სავსეა, რომ ხანდახან მაეჭვებს, მაგრამ მაინც მშია ხოლმე. იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვჭამ იმ დროს და იმდენს, როცა და რამდენსაც უნდა ვჭამდე. საღამოს და ღამე კი საშინლად მშია (იგულისხმეთ: 9დან დილის ხუთამდე) და საკუთარ ნებისყოფას ვცდი  family guy-ს ფონზე. მერე კი, როცა ყურება მბეზრდება, სასწრაფოდ ვიძინებ, რომ სპილო არ შემომეჭამოს.

ამიტომაც აქტიურად ვეძებ შიმშილის დაკმაყოფილების გზებს და რამდენიმეს მივაგენი, კიდეც:

Read the rest of this entry »

იან 25

როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამო

როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამომორიგი ბუზღუნის თემა ჩემმა ბანკმა მომაწოდა.

ბანკის სახელს არ დავასახელებ, არ მინდა “შავ პიარში” ჩამეთვალოს. მით უფრო, რომ ჩემი მიზანი სულაც არ არის ვინმესთვის ანტირეკლამის გაკეთება. თან მგონია, რომ ყველა ბანკში მსგავსი სიტუაციაა და ამიტომ მინდა ჩემსავით “დოყლაპია” მკითხველს გამოცდილება გავუზიარო და რჩევა მივცე.

“ჩემ ბანკს” იმიტომ ვუწოდებ, რომ უკვე თითქმის 10 წელია მისი კლიენტი ვარ. სხვა ბანკებთანაც ძალიან აქტიურად “ვთანამშრომლობ”, მაგრამ ეს ბანკი სხვადასხვა რამის გამო მომწონს და მეგონა, რომ მასაც “მოვწონდი”. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მიზეზს არ მაძლევდა, რომ საპირისპირო მეფიქრა… ბოლო დღეებამდე. არადა ფული იმ მომსახურებაში გადამახდევინა, რომელსაც უკვე 1 წელიწადზე მეტია აღარ მიწევს… Read the rest of this entry »