კომპანია ოპელმა ახალი თაობის სამკარიანი ჰეჩბეკის ასტრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და ახალი ფოტოსურათები გაავრცელა. ფართო საზოგადოებას ავტომობილს მიმდინარე წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოშოუზე წარუდგენენ.
ხუთკარიან ჰეჩბეკთან შედარებით ახალი ასტრა 15 მილიმეტრით დაბალია, 10 მილიმეტრით აქვს გადიდებული ბორბლების ბაზა. ოპელ ასტრა ჯთც–მ წინ ისეთივე საკიდარი მიიღო, როგორიც გაძლიერებულ ოპელ ინსიგნია ოპც–ჰიპერსტრიტს აქვს. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ “მაკფერსონს” ცალკე მბრუნავი მუშტით, როგორც ფორდ ფოკუს რს–ზე და უფრო ხისტი ზამბარებით. უკან იგივე დარჩა უატას მექანიზმით, როგორც ხუთკარიან ჰეჩბეკზე.
სამკარიან ასტრას მყიდველებს ასევე შესთავაზებენ მექატრონული შასი ფლექრიდეთი ადაპტური ამორტიზატორებით. შერჩეული სვლის რეჟიმის მიხედვით იცვლება ამორტიზატორების მახასიათებლები, ასევე დაწოლა საჭეზე და აქსელერატორზე.