გაზრდილი გამავლობის ავტომობილებს სხვადასხვა კონსტრუქციებით აწარმოებენ, თუმცა ზოგიერთ ტექნოლოგიაზე მათი პერსპექტიულობის მიუხედავად თითქოსდა ტაბუა დადებული. კერძოდ, ეს ეხება მანქანებს ჰაერის ბალიშზე, რომლებსაც ნებისმიერ ზედაპირზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ და არ “გაიჭედებიან” ცივილიზაციისგან დაცილებულ ადგილებში. ასეთი მანქანის კონცეპტი წარმოადგინა ჩინელმა დიზაინერმა იუან ჩჟანმა (Yuhan Zhang).
Category Archive: ავტო
მაი 29
“მაკლარენი” “ვეირონის” კონკურენტ “მეგა მაკს” ამზადებს
მაკლარენს” ჯერ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის – MP4-12C-ს წარმოება არ დაუწყია, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა ავტოქარი” გვამცნობს, მისი ინჟინრები უკვე მუშაობენ კიდევ ერთი მოდელის შემუშავებაზე, რომელმაც ინგლისური კომპანიის ფლაგმანის როლი უნდა შეასრულოს და რომლითაც, მაკლარენი” კონკურენციას თვით ბუგატი ვეირონს” გაუწევს.
ავტოქარის” მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელსაც მეგა მაკის” სახელით მოიხსენიებენ, შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით გამორჩეული და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. მაკლარენი” ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და თითოეულს 350-400 ათას გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის. შედარებისთვის, ფერარიმაც” სწორედ 500 ცალი ენცო” დაამზადა, ბუგატი” კი 300 ერთეულ ვეირონს” დასჯერდა.
მაი 27
16 Share ბენზინის ეკონომია – 17 უბრალო ხერხი
მართალია, ნავთობიმპორტიორებმა საწვავი ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში 5-5 თეთრით გააიაფეს, და ამის შესახებ რიხიანად გაავრცელეს ანონსები, მაგრამ აბსოლიტურად უმნიშვნელოა ეს გაიაფება, საწვავის ზოგადი სიძვირის ფონზე. ბენზინის ფასი მაინც ძლიერად “ურტყამს” აბსოლიტურად ყველა ავტომფლობელის ჯიბეს. ასე რომ, გავეცნოთ საწვავის ხარჯის შემცირების შესახებ რჩევებს. 17 რეკომენდაციას გთავაზობთ და აქედან ნახევარი მაინც რომ გამოგადგეთ, ვფიქრობ, ეკონომია შესამჩნევი იქნება.
მაი 24
მოდინგი: შთამბეჭდავი Tron Lightcycle PC
ფილმის Tron Legacy “თანმხლებ კომპლექტში” მგონი უკვე ყველაფერია: ფუტურისტული კომპიუტერული პერიფერია, თემატური სკეიტი, და ბოლოს, ნამდვილი შუქციკლი. თუმცა, ეს ნეონური ციფრული სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა გონებას კვლავაც აწვალებენ – ამჯერად თქვენს ყურადღება გავამახვილებთ კომპიუტერის კორპუსზე, რომელიც კონკურსზე Cooler Master კატეგორიაში «სუფთა ფურცლიდან აგებული» წარმოადგინეს.
მაი 19
“დელტა E-4” – ბრიტანული სპორტული ელექტრომობილი
სანამ დიდი ავტოკომპანიები ელექტრომობილების მასობრივად წარმოებისთვის ემზადებიან, საავტომობილო ბაზარზე არაერთი ისეთი, მანამდე უცნობი კომპანია გამოჩნდა, რომლებმაც მყიდველს საკუთარი ელექტრომობილი შესთავაზა.
ახლახანს კი მათს რიგებს ბრიტანული საინჟინრო კომპანია „დელტა მოტორსპორტი” შეუერთდა, რომელმაც სილვერსტოუნის ავტოდრომზე თავისი პირმშო – „E-4 კუპე” წარადგინა.
სპორტული ელექტრომობილის შექმნაში მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმაც მიიღეს. თავიდანვე, მიზნად იქნა დასახული, რომ ავტომობილის შასი მაქსიმალურად მსუბუქი გამოსულიყო, რათა აკუმულატორების ჭარბი წონა დაბალანსებულიყო. შასი „დელტამ” შეიმუშავა და მისი შეკვეთით, „KS კომპოზიტსმა” დაამზადა. კარბონის კომპოზიტის წყალობით, მისი წონა მხოლოდ 85 კილოგრამია, რაც იმავე გაბარიტების მქონე ფოლადის შასიზე დაახლოებით 66 პროცენტით მსუბუქია. რაც მთავარია, შასი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებაზე ევროპულ მოთხოვნებს.