loading...

Category Archive: ავტო

მაი 17

ელექტრო Land Rover Defender 110 – ლომებზე მონადირის საუკეთესო მეგობარი

ოჰ, ეს ბოროტი ირონია… კომპანია-მწარმოებლების მიერ ელექტრო ავტომობილები თავდაპირველად წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც “მწვანე” ტრანსპორტი, გარემოს დაცვის ხერხი. მით უფრო დამამცირებლად გამოიყურება სამხრეთ აფრიკელი დილერის Jaguar Land Rover South Africa გადაწყვეტილება აღჭურვოს Land Rover Defender 110 ელექტროძრავითა და ბატარეების ბლოკით 28,8 კვტ*სთ-ზე.

აკუმულატორების მწარმოებელთან Axeon თანამშრომლობით შექმნილ ელექტრო Defender 110-ს საფარის მოყვარულთ დიზელიანი მანქანების ალტერნატივის სახით შესთავაზებენ. მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი არ აწარმოებს გამონაბოლქვს, მაგრამ მთავარია ის, რომ ავტომობილი პრაქტიკულად უხმაუროა, რაც ველური ფაუნის წარმომადგენლებთან დაუსჯელად მიახლოების შესაძლებლობას იძლევა, მათზე ნადირობის მიზნით. Read the rest of this entry »

მაი 09

ოკოლადის მანქანა ტკბილეულის მოყვარულებისთვის

ვიფიქრე, ვიფიქრე, რითი გამეხალისებინეთ ამ გაჭიანურებულ წვიმიან ამინდში, და შოკოლადის მანქანა რომ აღმოვაჩინე, მივხვდი, ეს ის იყო, რაც გამომადგებოდა! შოკოლადს ხომ ანტიდეპრესიული მოქმედება აქვს. დარწმუნებული ვარ, იგივე ეფექტი ექნება შოკოლადის მანქანას! ეს გემრიელი სმარტი კომპანია მერსედეს-ბენცმა დაამზადა. Read the rest of this entry »

მაი 06

კონცეპტმა Peugeot EX1 ნიურნბურგრინგის ახალი «ელექტრო» რეკორდი დაამყარა

ყველა კონცეპტ-ავტომობილი ავტოშოუს სტუმართა სიამოვნებისთვის როდი იქმნება. Peugeot EX1-ის მსგავსი ეგზოტიკური მანქანები ხანდახან ტრეკზეც გადიან, სადაც ყველას საქმით უჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს. 2010 წელს პარიზის ავტოშოუზე წარმოდგენილი ელექტრომანქანა ცოტა ხნის წინათ ცნობილ ნიურნბურგრინგის რბოლაზე იმყოფებოდა. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო. Read the rest of this entry »

მაი 06

500 ცხენის ძალიანი პორშე 911

ახლახანს გავრცელდა სუპერქარ პორშე 911 ჯთ3 რს–ის სპეციალური მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური ფოტოსურათები. წინასწარი ინფორმაციით, ამ ავტომობილის სერიულ წარმოებაში ჩაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, ხოლო პირველ ეგზემპლარებს მისი მფლობელები უკვე ივლისში მიიღებენ.

ახალი ავტომობილი მიიღებს ატმოსფერულ ექვსცილინდრიან ძრავს, რომლის მოცულობა 3,8–დან 4,0 ლიტრამდე გაიზრდება, ხოლო სიმძლავრე 450–დან 500 ცხენისძალამდე. ახალი ძრავი მხოლოდ ექვსსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის და რობოტიზებული ტრანსმისიის დახმარებით იმუშავებს. ავტომობილის დინამიური მახასიათებლები ჯეჯერობით უცნობია, თუმცა სტანდარტულ პორშე 911 ჯთ3 რს–ს ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განსავითარებლად 4 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 314 კილომეტრს აღწევს.  Read the rest of this entry »

მაი 05

”ბუგატი გალიბიერს” მწვანე შუქი აუნთეს

„ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ბუგატი” მალე სედან „გალიბიერს” გამოუშვებს.

ეს ცნობა სააგენტო „ბლუმბერგმა” გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია სააგენტოს „ფოლკსვაგენის” ორმა წარმომადგენელმა გაუმხილა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„ბუგატიმ” კონცეპტუალური სედანი „16C გალიბიერი” შარშან, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ამ ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო. მისი წარმოების დაწყებას პროტეჟირებას „ბუგატის” და „ბენტლის” შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი დიდი მონდომებით ცდილობდა და ბოლოსდაბოლოს, თავისი გაიტანა კიდეც.

„ფოლკსვაგენის” გადაწყვეტილებით, სუპერ სედანს „ბუგატის” მოლშეიმის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს, სადაც ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპერქარ „ვეირონს” ამზადებენ. მაგრამ სანამ ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ქარხანას მოდერნიზაცია დასჭირდება. ამიტომ, სასურველ ავტომობილს პირველი მყიდველი 2013 ან 2014 წელზე ადრე ვერ მიიღებს. Read the rest of this entry »

აპრ 15

ახალი იტალიური სუპერქარი

ახლახანს გავრცელდა ახალი იტალიური სუპერქარის – როდსტერ Codatronca Monza–ს პირველი ოფიციალური ფოტოსურათები, რომელიც კომპანია SpadaVettureSport–მ ააგო და რომელიც უკვე უშვებს “კუპეს” ძარის მქონე ანალოგიურ მანქანას. ამ ავტომობილი პრემიერა მონაკოში გახსნილ გამოფენაზე შედგება, რომელიც 14 აპრილს გაიხსნება.

ახალი ავტომობილი აგებულია სუპერქარ შევროლე კორვეტ 206–ს პლატფორმაზე და აღჭურვილია შვიდლიტრიანი V8 ძრავით. მისი სიმძლავრე, რომელიც ექვსსაფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფის დახმარებით მუშაობს, 700 ცხენისძალას შეადგენს. ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის როდსტერს სამი წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კილომეტრი იქნება საათში.

სუპერქარი, რომლის წონა 1.250 კილოგრამს შეადგენს, ასევე მიიღებს 19 დიუმიან მსუბუქი შენადნობის ბორბლების დისკებს პირელის საბურავებით. მანქანის სამუხრუჭე მექანიზმები კომპანია ბრემბომ შექმნა.
Read the rest of this entry »

გვერდი 12 (17)« პირველი...1011121314...ბოლო »