loading...

Category Archive: ავტო

ივნ 18

სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ “სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!”

სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ "სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!"ზაფხულის დადგომისთანავე ჩემმა მოგზაურობის მოყვარულმა მეგობარმა დევიდმა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზა. შვედი მეგობარი ჩამომდის და მინდა, საქართველო დავათვალიერებინოო, მითხრა. დევიდ დუმონტი ჩემი გერმანელი მეგობარია, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირში “თემი” მოხალისედ ჩამოვიდა. მართალია, თავდაპირველად 1 წელი აპირებდა საქართველოში დარჩენას, მაგრამ როგორც ამბობს, ჩვენმა ქვეყანამ ისე მოაჯადოვა, 2 წელია, აქ არის.

როცა მოგზაურობა შემომთავაზა, პირველად ის ვკითხე, რა ტრანსპორტით ვაპირებდით მოგზაურობას. დევიდს ძველი “ჟიგული” ჰყავს, რომელიც თითქმის 2 წლის წინ კახელებმა მამასისხლად მიჰყიდეს, მის “ლონდრეს” კი (ეს სახელი მანქანას “თემში” მცხოვრებმა ბავშვებმა შეარქვეს) ამ ბოლო დროს უცნაური სიჯიუტე დასჩემდა, ხანდახან შუა ქუჩაშიც “მისდის გული”. მოკლედ, გაირკვა, რომ დევიდი ჩემთან და კიდევ 2 მეგობართან ერთად “ლონდრეთი” აპირებდა ჯერ ვარძიის დალაშქვრას, შემდეგ კი გოდერძის უღელტეხილის გადავლას და მაღალმთიანი აჭარის დათვალიერებას. ღამით კარვებში დავიძინებთო, – დააყოლა საუბრის დასასრულს. სიმართლე გითხრათ, მის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, არც მანქანის გაუმართაობას შევუშინებივარ და მოგზაურობაზე თანხმობა განვუცხადე. Read the rest of this entry »

ივნ 18

პედლებიანი სუპერავტომობილი

ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს – ის “ფერარი FFX-ის” სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია…

აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები.

ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას “ფარადი ფარფალა” უწოდა.

ამ სახელში ფარადი გერმანულად თურმე ველოსიპედს ნიშნავს, ფარფალა კი იტალიურად პეპელაა. ეს ასე უნდა გაიშიფროს – ველოსიპედის მამოძრავებელი კონსტრუქციის მქონე, პეპელასავით მსუბუქი მანქანა. “ფარადი ფარფალა” ორადგილიანია და სამოძრაოდ, მისი ორივე მგზავრის კუნთების ძალას იყენებს. ის მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის. Read the rest of this entry »

მაი 23

„ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას იწყებს

 „ოპელი” ძირეულად ცვლის საკუთარი ძრავების გამას. მალე სამი უახლესი, ბენზინის და დიზელის ძრავების ოჯახი, არსებულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

ახალი ძრავები მათს წინამორბედებზე ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო და მაღალ მომენტიანი იქნება.

„სულ რაღაც 12 თვეში, ჩვენ სამ ახალ ძრავს შევთავაზებთ მყიდველს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად სწრაფად ვახერხებთ ახალი პროდუქტების გამოშვებას. ჩვენი ახალი, 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, მაბრუნი მომენტის მხრივ, ნამდვილი გიგანტია. თავის ძალას ის თანაბრად და უხმაუროდ იძლევა”, – ამბობს „ოპელის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე.

ის 1598 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე ოთხცილინდრიან ტურბო ძრავზე ლაპარაკობს, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და სტარტ-სტოპ სისტემები ემსახურება. ის ახალ, SIDI (ნაპერწკლით აალების, უშუალო შეფრქვევის) „ეკოტეკ” სერიას მიეკუთვნება და ამ ძრავით, სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილები აღიჭურვება. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღწევს (4700 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრია, რომელიც უკვე 1700 ბრ/წთ-ზევე ხელმისაწვდომია. მის წინამორბედთან შედარებით, ეს აგრეგატი 13 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროსაც 13 პროცენტით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ახალ 1.6-ლიტრიან ტურბოძრავს „ოპელის” უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ შენტგოთარდში მდებარეობს. წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ძრავს, მათ შესახებ ინფორმაციას „ოპელი” მოგვიანებით” გაავრცელებს.

 

წყარო: 24saati.ge

მაი 15

შეამცირებს თუ არა Google-ის თვითმართვადი ავტომობილი ავტოკატასტროფების რაოდენობას?

Google-მა Nevada-ში მისი თვითმართვადი ავტომობილისთვის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ავტმობილში მისი მოძრაობისას აუცილებლად უნდა იჯდეს ვინმე.
რეალურად მართვის მოწმობა არა მანქანას, არამედ მოსწავლეებს მიეცათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ Google-ის robocar-ის შექმნის ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იგი შესაძლოა ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოგონებად ჩაითვალოს. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ ამ გამოგონებას უამრავი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება შეუძლია. პირველ რიგში რაოდენ უწესრიგოდაც უნდა ჩანდეს, ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად 30,000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფაში. უბედური შემთხვევის უმეტესობა კი გამოწვეულია „ადამიანი მძღოლების“ შეცდომებით.  Read the rest of this entry »

აპრ 07

Specialized Turbo — ყველაზე სწრაფი ველოსიპედი

კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო Read the rest of this entry »

აპრ 02

Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება“. ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი. Read the rest of this entry »

გვერდი 5 (17)« პირველი...34567...10...ბოლო »