loading...

Category Archive: ავტო

ნოე 21

Tilter: კომპაქტური ელექტრომობილი

ფრანგულმა კომპანიამ Synergethic ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა, რომელიც ყველა თანამედროვე ტენდენციას პასუხობს. ეს ულტრაკომპაქტური ელექტრომობილი Tilter ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებებისთვისაა განკუთვნილი. იგი მშვენივრად გრძნობს თავს მეგაპოლისის მძიმე საგზაო ვითარებაში და გარემოზე ზრუნვაშიც შეაქვს საკუთარი მოკრძალებული წვლილი. სავარაუდოა, რომ მანქანის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება.

მანქანის ტექნიკური მახასიათებლები არც ისე ურიგოა, სრულად დატენილი აკუმულატორით Tilter ასოც კილომეტრამდე გადის, ეს სავსებით საკმარისია მინიმუმ ერთი დღისთვის, თუმცა შორ გზებზე სასიარულოდ ეს ელექტრომობილი არცაა გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს იგი 13.3 წამში ანვითარებს. რაც შეეხება დიზაინს, იგი მოტოციკლსა და მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს შორის შუალედურ რგოლს წარმოადგენს. Read the rest of this entry »

ნოე 08

ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა “BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას “ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.

დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას. Read the rest of this entry »

ნოე 04

TIV-2 – 6.4-ტონიანი ჯავშნიანი “დოჯ რემი” ტორნადოსთან საბრძოლველად

 ტორნადო, იგივე ქარბორბალა, გაბრაზებული ბუნების ერთ-ერთი იმ გამოვლინებათაგანია, რომლის მოთვინიერებაც, ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც დიდი ხიფათის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრება ამ სტიქიური უბედურების შესწავლას მიუძღვნეს. ასეთ ადამიანებს “დისქავერი ჩენელმა” გადაცემათა მთელი ციკლი მიუძღვნა სახელწოდებით “შტორმ ჩეისერზ” (შტორმზე მონადირეები).

ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი შონ კეისი და მისი ქმნილება – ჯავშნიანი მანქანა “ტორნედო ინტერსეპტ ვიიქლ-ია” (TIV), რომლის დახმარებითაც, თავზეხელაღებული მეცნიერი-მონადირეები ტორნადოს წარმოშობის, ხასიათის შესწავლას ცდილობენ, რათა შემდეგ მისგან თავის დაცვის საშუალებები შეიმუშაონ. კეისიმ პირველი ჯავშანმანქანა 2003 წელს შექმნა და მას TIV დაარქვა. Read the rest of this entry »

ნოე 04

Range Rover Evoque 2011

  Land Rover Range Rover Evoque მთელი მისი ბრწყინვალებით, ეს ავტომობილი არის სრულიად ახალი კონცეფციის 2 კარიანი Range Rover,ეს არის, Land Rover ის მიერ გამოშვებული ყველაზე ტანამოდროვე ავტომობილი რაც კი კომპანიას ოდესმე უწარმოებია, ეს ავტომობილი არის ულტრა თანამოდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  მაგალითად ისეთებით როგორებიცაა:დინამიური სვლის კონტროლი (DSC),რხევის სტაბილურობის კონტროლი,(RSC),აწევის მაკონტროლებელი სისტემა(TCS),სისტემა რითაც უკან მიბმულ მანქაანის რწევადობას გააკონტროლებთ (TSA),სისტემა რაც გეხმარებათ უგზოობაზე, გადაადგილებას Hill Start Assist, სისტემა რაც აკონტროლებს და გიადვოლებთ ოგზოო დაღმართზე გადაადგილებას(HDC)და (GRC).ანუ ავტომობილში არის ყველაფერი იმისატვის რომ ადამიანმა ავტომობილის მართვით მიიღოს უდიდესი სიამოვნება. ამის 100% გარანტიას გვაძლევს Land Rover. კიდევ ავტომობილს შეუძლია,სანამ თქვენ მოძებნით თავისუფალ ადგის Read the rest of this entry »

ნოე 02

“ჰიუნდაი i40-ის” ძარა საუკეთესოდ აღიარეს

 კონკურს “ევროქარბოდის” ჟიურიმ, 2011 წლის საუკეთესო ძარის წოდება, “ჰიუნდაის” უნივერსალ i40-ს მიანიჭა.

ამგვარად, კორეული კომპანია გახდა პირველი აზიური ავტომწარმოებელი, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა. კონკურსის ჟიური, რომელიც 500 სპეციალისტისგან შედგება, ავტომობილების ძარების კონსტრუქციის ინოვაციურობას, გამოყენებულ მასალებს, დიზაინსა და აწყობის ხარისხს აფასებს.

ჟიურიში უმსხვილესი საავტომობილო კომპანიების და მაკომპლექტებლების მწარმოებელთა წარმომადგენლები შედიან. ერთ მანქანას, მაქსიმუმ 50 ქულის მიღება შეუძლია. “ჰიუნდაი i40-ს” 37.98 ქულა ერგო. სპეციალისტებმა განსაკუთრებით დააფასეს ამ ავტომობილის ძარის სტრუქტურა, რომელიც დარტყმის კინეტიკურ ენერგიას ეფექტურად შთანთქავს. Read the rest of this entry »

ოქტ 28

BMW Car-to-X: ავტომობილთა “ურთიერთობის” ტექნოლოგია

კომპანიამ BMW მომავლისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელშიც ავტომობილები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახერხებენ, რათა მძღოლს სამუშაო გაუადვილონ. ახალი ტექნოლოგია, რომელსაც Car-to-X ეწოდა, ტარების უსაფრთხოების გასაზრელადაა განკუთვნილი.

მაგალითად, მძღოლი რომელმაც მარცხენა ციმციმა ჩართო ინტენსიური მოძრაობისას, ხელსაწყოთა დაფაზე გამაფრთხილებელ ციმციმა ინდიკატორებს მანამ დაინახავს, სანამ მარცხენა მხარე უსაფრთხო მანევრის შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს მას. ეს ფასდაუდებელი იქნება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხედვა შეზღუდულია, მაგალითად, მკვეთრი მოსახვევისას გზაზე ან მანქანის ე.წ. “მკვდარ ზონაში” ყოფნისას. აგრეთვე ტექნოლოგია Car-to-X გამოყენებული იქნება მთავარ გზაზე გასვლისას მეორეხარისხოვნიდან, ან პარკირების ადგილიდან გამოსვლისას. Read the rest of this entry »

გვერდი 8 (17)« პირველი...678910...ბოლო »