2014 წლის 30 ივნისამდე კვლავაც გრძელდება ყოველწლიური ფოტოკონკურსი – „National Geographic Traveler Photo Contest“–ი.
Category Archive: ბუნება
მაი 10
National Geographic – ფოტოკონკურსი
აპრ 07
გაზაფხული 2014
იან 31
უაკაჩინა – პერუს ულამაზესი ბუნებრივი ოაზისი
იშვიათად თავსდება Icode.ge-ზე ისეთი ადგილების შესახებ ინფორმაცია, სადაც დაუვიწყარი დასვენების მოწყობაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი კურორტი გახლავთ პერუს უდაბნოში არსებული უაკაჩინას ოაზისი. ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
იან 18
გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი
დეკ 26
იაკობის ჭა უიმბერლიში (აშშ, ტეხასი)
უიმბერლიში (შტატი ტეხასი, ამერიკა) მდებარე იაკობის ჭა (Jacob’s Well), წარმოადგენს დიდ არტეზიულ წყაროს, რომელიც ამოედინება შტატის ყველაზე უმსხვილესი წყალქვეშა მღვიმეთა სისტემიდან. აღნიშნულ ჭაში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ დამთვალიერებლებს ნახვისას ხშირად ცარიელი სივრცის შთაბეჭდილება უჩნდებათ.
ჭის დიამეტრი 4 მეტრია, ხოლო სიღრმე – 10 მეტრი. მისი ფსკერიდან იწყება განტოტვები, რომელებიც ამ დრომდე ბოლომდე არავის არ შეუსწავლია. ამ დროისათვის აღნიშნული განტოტოტვების კვლევის ჩატარების დროს დაღუპულია 8 დაივერი, თუმცა ამ ადგილის პოპულარობაზე ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია.
ნოე 21
სეკვოია – პლანეტის ყველაზე მაღალი ხე
გიგანტური სეკვოია წარმოადგენს კვიპაროსთა ერთ-ერთ ქვეჯგუფს. ეს საოცარი მცენარეები, რომლებიც დღესაც გვხვდება ბუნებაში ასწლეულებს ითვლიან. დღესრეობით ცნობილია ამ ხის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარი რომლის ასაკიც 3,5 ათას წელზე მეტია. ამ ჯიშის ხეების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 60 მეტრია, თუმცა ბუნებაში შემორჩენილია 110 მეტრზე მაღალი სეკვოიაც. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ 1912 წელს მოჭრილი სეკვოიის სიმაღლე 115,8 მეტრი იყო. პლანეტის ყველაზე მაღალი ხე რომელიც სახეზეა გახლავთ სეკვოია სახელწოდებით “ჰიპერიონი”, მისი სიმაღლე შეადგენს 115,5 მეტრს.
ცნობილია აგრეთვე ყველაზე მოცულობითი სეკვოია სახელწოდებით “გენერალი შერმანი”, რომლის სიმაღლე 83,8 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11.1 მეტრია. რაც შეეხება მთლიან ფართობს 1487 მეტრკუბია.