ამომავალი მზე: სურათზე ნაჩვენებია სამი სხვადასხვა, თუმცა მსგავსი ტემპერატურა
Category Archive: ბუნება
თებ 19
მუტაციური ცვალებადობა
იან 12
პალმ აილენდი სამყაროს ”მერვე საოცრება”
პალმ აილენდი – პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში. ამ კუნძულების მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროექტს ეს იქნება ყველაზე დიდი ხელოვნური კუნძული იქნება მსოფლიოში.
პროექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა Al Nakheel-ის კორპორაცია, რომელმაც დუბაის სანაპირო ზოლი გაზარდა 120 კილომეტრით და შექმნა უზარმაზარი ტერიტორია სახლებისათვის, გართობისა და დასვენებისათვის.
დეკ 28
ნეპტუნი
ნეპტუნი სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).
დეკ 28
ზამთრის მზებუდობისას „დაბადებული“ შობა
მოკლედ, წელიწადის მიწურულია ნიშნად იმისა, რომ უკვე მილიონობით ადამიანი, დედამიწის გრძედსა თუ განედზე, ელოდება შობა-ახალ წელს იმის ფიქრით, თუ ვის რა საჩუქარი დაუტოვოს მოციმციმე ნაძვის ხის ქვეშ. ზოგს კი, გაჭვარტლული ბუხრის თავიდან შემოქანებული სანტას დანატოვარი ურჩევნია. რას იზამთ, „კაცია და გუნება“. ერთი კი ცხადია: მოსალოდნელი ხარჯებისა და აღებული ვალების ფონზე ქართველის გუნება-განწყობილება მიანც ვერ არის ისეთი. ამიტომ ხშირადაც ეფიქრებათ: „მაინც, რა საჭიროა ეს?“ ძნელად უარსაყოფელი ფაქტია ის, რომ შობა გარკვეულწილად კომერციულ დღესასწაულადაც იქცა. მაინც, რამ გამოიწვია ასეთი ბუმი?…