ზამთარი — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
Category Archive: ბუნება
დეკ 27
მსოფლიოს უდიდესი უდაბნო
საჰარა 8 მლნ კმ ზეა გადაჭიმული,ანუ აფრიკის დაახლოებით მეოთხედი უკავია ატლანტიის ოკენედან წითელ ზღვამდე.ქვიშის ზღვები(ერგები) მისი ზედაპირის მხოლოდ მეხუთედს ფარავს.დანარჩენი ვრცელი ქვაღორღიანი ტერიტორიებია (რეგები),სადაც ადგილ_ადგილ 3000 მ აზიდული გრძელი მთები გვხვდება .სამხრეთიდან საჰარას ესაძღვრება საჰელი ,უდაბნოსა და სავანას შორის გარდამავალი ზონა.წარსულში საჰარა მცენარეულობით იყო დაფარული და აქ ფართო მდინარეები მიედინებოდა,მაგრამ უკვე 5 ათასი წელია ჰავა უკიდურესად მშალია .იშვიათი და არარეგულარული ნალექი წელიწადში 100 მმ -საცვერ აღწევს ,მაშინ როდესაც მაგალითად ,საფრანგეთში წელიწადში 1 მ ფართობზე მოსული ნალექი 600მმ-ია
ოქტ 17
რატომ ხდება მიწისძვრები?
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა.
ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ.
ოქტ 10
მიმინო
მიმინო – Accipiter nisus – Перепелятник
მიმინოს გვარში მრავალი ქვესახეობა გვხდება რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული თუმცა ძირითადი და ჩვენში პოპულარული მიმინოა (Accipiter nisus). იგი გვხდება თითქმის ყველგან, ტყის ზონაში, ხელოვნურ ტყეებში, მთა-ბარში და ა.შ
მიგრაციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით მიფრინავს თბილ ქვეყნებში, აფრიკისაკენ. უმეტესობა მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება და აქ იზამთრებს.