აგვ 24

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას , ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფრომაცია ერთ პოსტში ძალაინ დიდი გამოვა.

გაგრძელება »

ავტორი: amiko ტეგები: ,

აპრ 29

ალბათ ძნელია კარის სახელურს ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო, თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ (Dongsuk Seo) თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია გათანვსებული, მოსაბრუნებელი გულის ზევით. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენტიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქტიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

აპრ 20

უცნობია, როდის შესძლებს Google საკუთარი პროტოტიპის Project Glass კომერციულ ხორცშესხმამდე მიყვანას: ჯერჯერობით მხოლოდ სერგეი ბრინმა (Sergey Brin) წარმოადგინა ადრეული მოდელი საზოგადოებას. დამატებითი რეალობის საკითხების გულშემატკივარმა დეველოპერმა ვილიამ პაუელმა (William Powell) მოწყობილობის დამოუკიდებლად აწყობა გადაწყვიტა, რომელსაც ტექნიკურად იგივე ამოცანების შესრულება შეუძლია, თუმცა დიზაინი არც ისე მიმზიდველი აქვს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , ,

აპრ 18


Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

აპრ 18

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტიზებული ბეჭდები წარმოადგინეს, თვლების ნაცვლად მათზე თვალებია მოთავსებული მოძრავი ქუთუთოებით და მოძრავი პირით. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ბეჭდების კომპლექტის გაკეთებით, ადამიანი ხელის გულზე აყალიბებს ურთიერთობათა სფეროს, მათი აზრით, საბავშვო თამაში პრაქტიკული მიზნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ელექტრონულ თვალებში ქუთუთოების მოძრაობის სამართავად და სათამაშო პირის კონსტრუქციაში მარტივი ელექტრომაგნიტური ძრავებია განთავსებული, რომლებიც დისტანციურად იმართება, «სამკაულის» უკანა ნაწილში მიკროკონტროლერი და ბატარეაა მოთავსებული. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტამდე ადამიანი რობოტებთან მცირე დისტანციით ურთიერთობდა, ისევე როგორც AIBO ან ადამიანის მსგავსი მანქანების შემთხვევაში, ახლა ადამიანი რობოტს თან ატარებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

აპრ 03

“გუდიარის” სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ.

ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, NASA-მ (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) წამოიწყო და საქმეში მალე “გუდიარიც” ჩართო, რომლის სპეციალისტებმაც, ახალი ტიპის საბურავების პირველი ეგზემპლარები შექმნეს, რომლებსაც “ზამბაროვანი საბურავები” უწოდეს. სახელი მათი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს – საბურავის ტანი 800 მზიდი ზამბარისგან შედგება, რომლებიც მეტალის ცენტრალურ ნაწილზეა დამაგრებული.

ზამბარები საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მათი მეშვეობით გადაადგილდება, საკვლევი პლანეტის უხეში ზედაპირისგან, მინიმალური რხევები მიიღოს. რა თქმა უნდა, მუშაობის დროს, კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს კიდეც, თუმცა საბურავის მუშაობის ხარისხს ეს ვერ გააუარესებს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკვლევარებისთვის “გუდიარს” მავთულოვანი საბურავები ადრეც შეუქმნია. კერძოდ, სწორედ მისი წარმოების ბორბლებზე იდგა მთვარემავალი, რომელიც 1971 წელს მიავლინეს ჩვენი პლანეტის სატელიტზე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, “ზამბაროვანი” საბურავი გაცილებით გამძლეა იმ საბურავებზე, რომლებსაც კოსმოსურ როვერებზე ამჟამად იყენებენ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

მარ 30

ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

მარ 26

მობილური მოწყობილობები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მუდმივად არ იარსებებენ. მწარმოებლები ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებს ეძებენ. ასე, სხვადასხვა ინფორმაციით, კომპანია Google ამჟამად ანონსისთვის დამატებითი რეალობის სათვალეების მსგავს რაღაცას ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა კუთხით წარმოადგენენ მოწყობილობას, ჯერჯერობით უცნობია, ეს საერთო დანიშნულების გაჯეტი იქნება, როგორც სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი. მსგავს მოწყობილობებზე, ალბათ  Microsoft-იც ამზადებს, თუმცა ისინი უმთავრესად სათამაშო სისტემებისთვისაა განკუთვნილი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

მარ 21

იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 04

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , ,

14 pages