loading...

Category Archive: გამოგონება

ნოე 19

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატი

ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა. ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.

როგორც დენისი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უბრალო ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა. მის შიგნით შესვლის შემდეგ ყოველი პროცესი თვალსაჩინო ხდება.   Read the rest of this entry »

ნოე 15

Aeromobil 2.5 – მფრინავი ავტომობილი

სლოვაკურმა პატარა ავტო-კომპანიამ რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი მიღწევა ფართო საზოგადოებას წარუდგინდა. ეს გახლავთ მფინავი ავტომობილი Aeromobil 2.5, რომლის სატესტო ფრენაც ახლახანს წარმატებით განხორციელდა. თუმცა გარკვეული მინუსები უკვე გამოვლინდა, რაც შემდგომში მდგომარეობს: ავტომობილი 10 მეტრზე მეტზე მაღლა ვერ აფრინდა, აგრეთვე ჰაერში ყოფნის დროს მაღალი იყო მანქანის ვიბრაციის მაჩვენებელი.

ავტომობილის პროექტირებაზე მუშაობდა  საავტომობილო დიზაინერი Štefan Klein, რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს Audi–სთან, BMW–სა და Volkswagen–თან. შტეფან კლეინმა დაახლოებით 20 წელი მოანდომა მისი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამ თანამედროვე ავტომობილის შექმნამდე მან რამოდენიმე მსგავსი პროტოტიპიც კი დაამზადა, თუმცა საბოლოო სახე სწორედ ამ მფრინავმა მანქანამ მიიღო. Read the rest of this entry »

აგვ 24

Magenn Air Rotor System (MARS)

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას , ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფრომაცია ერთ პოსტში ძალაინ დიდი გამოვა.

Read the rest of this entry »

აპრ 29

კონცეპტი: Grabit-ის კარის სახელური ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის

ალბათ ძნელია კარის სახელურს ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო, თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ (Dongsuk Seo) თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია გათანვსებული, მოსაბრუნებელი გულის ზევით. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენტიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქტიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა. Read the rest of this entry »

აპრ 20

მომხმარებელი სათვალეების Project Glass აწყობას ცდილობს

უცნობია, როდის შესძლებს Google საკუთარი პროტოტიპის Project Glass კომერციულ ხორცშესხმამდე მიყვანას: ჯერჯერობით მხოლოდ სერგეი ბრინმა (Sergey Brin) წარმოადგინა ადრეული მოდელი საზოგადოებას. დამატებითი რეალობის საკითხების გულშემატკივარმა დეველოპერმა ვილიამ პაუელმა (William Powell) მოწყობილობის დამოუკიდებლად აწყობა გადაწყვიტა, რომელსაც ტექნიკურად იგივე ამოცანების შესრულება შეუძლია, თუმცა დიზაინი არც ისე მიმზიდველი აქვს. Read the rest of this entry »

აპრ 18

Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი


Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც. Read the rest of this entry »