loading...

Category Archive: გამოგონება

აპრ 18

რობოტიზებული ბეჭედი ურთიერთობისთვის

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტიზებული ბეჭდები წარმოადგინეს, თვლების ნაცვლად მათზე თვალებია მოთავსებული მოძრავი ქუთუთოებით და მოძრავი პირით. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ბეჭდების კომპლექტის გაკეთებით, ადამიანი ხელის გულზე აყალიბებს ურთიერთობათა სფეროს, მათი აზრით, საბავშვო თამაში პრაქტიკული მიზნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ელექტრონულ თვალებში ქუთუთოების მოძრაობის სამართავად და სათამაშო პირის კონსტრუქციაში მარტივი ელექტრომაგნიტური ძრავებია განთავსებული, რომლებიც დისტანციურად იმართება, «სამკაულის» უკანა ნაწილში მიკროკონტროლერი და ბატარეაა მოთავსებული. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტამდე ადამიანი რობოტებთან მცირე დისტანციით ურთიერთობდა, ისევე როგორც AIBO ან ადამიანის მსგავსი მანქანების შემთხვევაში, ახლა ადამიანი რობოტს თან ატარებს. Read the rest of this entry »

აპრ 03

“გუდიარი” კოსმოსის მკვლევარებისთვის “ზამბაროვან საბურავებს” ქმნის

“გუდიარის” სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ.

ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, NASA-მ (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) წამოიწყო და საქმეში მალე “გუდიარიც” ჩართო, რომლის სპეციალისტებმაც, ახალი ტიპის საბურავების პირველი ეგზემპლარები შექმნეს, რომლებსაც “ზამბაროვანი საბურავები” უწოდეს. სახელი მათი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს – საბურავის ტანი 800 მზიდი ზამბარისგან შედგება, რომლებიც მეტალის ცენტრალურ ნაწილზეა დამაგრებული.

ზამბარები საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მათი მეშვეობით გადაადგილდება, საკვლევი პლანეტის უხეში ზედაპირისგან, მინიმალური რხევები მიიღოს. რა თქმა უნდა, მუშაობის დროს, კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს კიდეც, თუმცა საბურავის მუშაობის ხარისხს ეს ვერ გააუარესებს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკვლევარებისთვის “გუდიარს” მავთულოვანი საბურავები ადრეც შეუქმნია. კერძოდ, სწორედ მისი წარმოების ბორბლებზე იდგა მთვარემავალი, რომელიც 1971 წელს მიავლინეს ჩვენი პლანეტის სატელიტზე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, “ზამბაროვანი” საბურავი გაცილებით გამძლეა იმ საბურავებზე, რომლებსაც კოსმოსურ როვერებზე ამჟამად იყენებენ. Read the rest of this entry »

მარ 30

GPS-საათი Watchie ავადმყოფებზე ზედამხედველობისთვის

ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც. Read the rest of this entry »

მარ 26

Microsoft სათამაშო შლემს აპატენტებს

მობილური მოწყობილობები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მუდმივად არ იარსებებენ. მწარმოებლები ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებს ეძებენ. ასე, სხვადასხვა ინფორმაციით, კომპანია Google ამჟამად ანონსისთვის დამატებითი რეალობის სათვალეების მსგავს რაღაცას ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა კუთხით წარმოადგენენ მოწყობილობას, ჯერჯერობით უცნობია, ეს საერთო დანიშნულების გაჯეტი იქნება, როგორც სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი. მსგავს მოწყობილობებზე, ალბათ  Microsoft-იც ამზადებს, თუმცა ისინი უმთავრესად სათამაშო სისტემებისთვისაა განკუთვნილი. Read the rest of this entry »

მარ 21

იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება

იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. Read the rest of this entry »

მარ 04

Microsoft-ს სამი ექსპერიმენტული NUI-ტექნოლოგია

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული. Read the rest of this entry »