როდესაც კინოს მოყვარულთ ჩვეულებრივი 3D არ ჰყოფნით, ისინი 4D-კინოთეატრებს სტუმრობენ, რათა არა მარტო დაინახონ ეკრანზე მიმდინარე მოვლენები, არამედ იგრძნონ ის, რაც ხდება. კინოში “მეოთხე განზომილების” ერთ-ერთი შემქმნელია კომპანია D-Box Technologies, რომელმაც საკუთარი სავარძლები უკვე დაამონტაჟა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 კინოთეატრში, რომელთაგან 50 აშშ-შია.
Category Archive: გამოგონება
მაი 09
ოკოლადის მანქანა ტკბილეულის მოყვარულებისთვის
მაი 09
იაპონელებმა დისტანციურად კოცნის გადაცემის მოწყობილობა გამოიგონეს
კომუნიკაციების განვითარებამ ახლობლებთან კავშირის მუდმივი შესაძლებლობა გვაჩუქა: ელექტრონული ფოსტა, ხმოვანი და ვიდეოკავშირი. მაგრამ, თუ ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანისთვის ეს ცოტაა? წარმოგიდგენთ იაპონიის ელექტრო-კომუნიკაციების უნივერსიტეტის (University of Electro-Communications) ნამუშევარს, რომლის წყალობითაც თქვენ შეძლებთ… რამოდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი აკოცოთ ერთმანეთს.
მაი 04
რობოტმა Rollin’ Justin ბურთების დაჭერა იცის
გერმანიის აეროკოსმოსური სააგენტოს DLR ინჟინრებმა გააუმჯობესეს საკუთარი რობოტი Rollin’ Justin და მას მცირე ზომის საგნების დაჭერა (უპირატესად ბურთები) ასწავლეს, რომლებსაც მისი მიმართულებით ისვრიან. ამასთან, მანქანის რეაგირების სიზუსტე 80%-მდეა, ასეთი შედეგი ყველა ადამიანსაც კი არ აქვს.
ამ ამოცანის შესასრულებლად Rollin’ Justin მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებს, რათა მფრინავი ობიექტის ტრაექტორია განსაზღვროს, მეტიც, იგი მისკენ გასროლილი ორი ბურთის ტრაექტორიასაც კი ამუშავებს ერთდროულად. ამასთან, ზემოთაღნიშნული 80-პროცენტიანი სიზუსტე 2-სმ ხარვეზს შეესაბამება, ხოლო ყველა აუცილებელ გამოთვლას, მათ შორის ხელის პოზიციის განსაზღვრა, იგი 5 მილიწამში ახორციელებს. დემონსტრაციის მეორე ნაწილში ინჟინრებმა გვიჩვენეს თუ როგორ ამზადებს რობოტი ყავას და ხელოვნური ინტელექტისთვის საკმაოდ რთულ მოქმედებებს ასრულებს. მონაცემთა დამუშავებისთვის Rollin’ Justin ჩაშენებულ კომპიუტერულ სისტემას კი არ იყენებს, არამედ გარე მძლავრ მანქანას უერთდება.