loading...

Category Archive: გამოგონება

მაი 04

წიგნი უცხოპლანეტელებზე – “კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ” (ანდრო აბულაძე)

ჩემი წიგნის ლინკი ადრეც მედო, თან არაერთ ბლოგსა თუ ფორუმზე, მაგრამ კორექტივები შევიტანე და ბევრი ახალი რამ დავამატე. თან word-ში

syfleen შრიფტით გადავიწერე, რათა ლათინურით არ შეცვლილიყო.

დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული მუშაობა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდამაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა დეტალს დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველიფრესკები, ბარელიეფები თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზეც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ასე შემდეგ. წიგნი 95 გვერდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პატარა თავს შემოგთავაზებთ. Read the rest of this entry »

აპრ 30

ტელეფონი Transducer ნებისმიერ ენაზე საუბრობს

Google-ის თარგმანის სერვისმა და მისმა მრავალრიცხოვანმა ანალოგებმა იტერნეტში ენობრივი ბარიერი მოხსნა, ახლა ნებისმიერ მსურველს რეალურ დროში ნებისმიერი გვერდის მშობლიურ ენაზე წაიკითხვა შეუძლია. რა თქმა უნდა, მანქანის მიერ გაკეთებული თარგმანი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, თუმცა დაწერილის არსის გაგება ხშირ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია. ამ მიმართულებით მომდევნო და ლოგიკური ნაბიჯია ავტომატიზებული ხმოვანი თარგმანის სისტემების გამოჩენა. ამ იდეის ხორცშესხმას თავის ახალ კონცეპტში Transducer დიზაინერი ჯასპერ ჰუ (Jasper Hou) ახორციელებს. Read the rest of this entry »

აპრ 28

სისტემა, რომელიც მუნჯებს ხმას დაუბრუნებს

ელემენტარული რამ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის; ძნელი წარმოსადგენია ადამიანისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა, თუმცა ხანდახან ესეც შეუძლებელი ხდება. იმისათვის, რომ დამუნჯებულ ადამიანს ხმა დაუბრუნონ, მეცნიერებმა საკმაოდ ეშმაკურ ხერხს მიმართეს, რომლის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა უბრალო მოკვდავში შოკი შეიძლება გამოიწვიოს. დიდი ბრიტანეთის ინჟინერთა ჯგუფი სხვა გზით წავიდა, მათ შექმნეს სისტემა, რომელიც სიტყვებს მომხმარებლის არტიკულაციაზე დაყრდნობით გამოთქვავს.

სისტემის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ადამიანის პირის ღრუში მაგნიტების მასივი თავსდება, რომლებიც მოძრაობისას ველის კონფიგურაციას ცვლიან, ხოლო სპეციალური სენსორები ამ სახით გაცემულ ბრძანებებს კითხულობენ და მას ადამიანის საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას აძლევენ, რომელსაც შემდგომში ხმოვანი სინთეზატორი გამოსცემს. ამ მომენტისათვის სისტემა დაახლოებით 50 სიტყვას იცნობს. Read the rest of this entry »

აპრ 17

რობოტი-ბოქსიორი Punching Pro

სიცოცხლის ჯანმრთელი წესის მომხრე ინჟინერს კრის ტრესიდერს (Kris Tressider) კლასიკურ სავარჯიშო მსხალზე ვარჯიში მობეზრდა. ამიტომ, ინიციატივა გამოიჩინა და სამართლიანად განსაჯა, რომ ცოცხალი სპარინგ-პარტნიორი გაცილებით ეფექტურია “მსხალთან” შედარებით, თუმცა ყველას როდი აქვს ვარჯიშისას მეორე ადამიანთან ურთიერთობის შსაძლებლობა. ამიტომაც, მან შექმნა რობოტი Punching Pro. Read the rest of this entry »

აპრ 16

“კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ”

:!: დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასე ყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული კვლევა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არ ყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდა მაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა სიტყვას დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი, გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველი ფრესკები, ბარელიეფები, თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზედაც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ა.შ. მოკლედ ყველას გირჩევთ, გადაიწეროთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან და წაიკითხოთ, არა იმიტომ რომ ჩემია, არამედ იმიტომ, რომ მართლა ძალიან საინტერესოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს მცირედი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს ამ საკითხზე.

სტატიის განახლებული ვერსია სანახავად დააჭირეთ აქ!

აპრ 13

ემოციური რობოტი-კომპიუტერი REETI

რობოტოტექნიკის სამყაროში სილიკონის კანს მანქანის მონსტრადElfoid P1, ან მისი სიმპათიურ არსებად ქცევა შეუძლია, როგორც მექანიზმის REETI შემთხვევაშია, რომელიც ფრანგული კომპანიის Robopec ინჟინრებმა შექმნეს. ეს მანქანა ერთდროულად კომპიუტერიცაა და ტელედასწრების რობოტიც, რომელიც ანხორციელებს თვალებით (ვებ-კამერები) გადაღებული ვიდეოს ტრანსლაციას, აგრეთვე რეაგირებს შეხებაზე და საკუთარ ემოციებს მიმიკის მსგავსი “რაღაცით” გამოხატავს. Read the rest of this entry »