loading...

Category Archive: გონების სავარჯიშოები

მაი 22

კითხვები

1) რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები“. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი. Read the rest of this entry »

აპრ 23

მოსაზრებული ელჩი

ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა.იმპერატორმა ელჩი ღირსეულად მიიღო და სადილად მიიწვია, საქმეზე შემდეგ მოვილაპარაკოთო.
სადილზე თევზი მიართვეს. თურმა სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულეა ჰქონდათ: ვინც სუფრაზე მოტანილ სანოვაგეს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, თუ არა და სიკვდილით დასჯიდნენ.
ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას თევზის გადაღება უნდოდა, ერთს ხელი შეახო, მაგრამ ედიდა, ხელი გაუშვა და უფრო მომცრო გადაიღო. ეს შენიშნა მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულმა, გვერდში მჯდომთ თვალით ანიშნა სტუმრის საქციელი; დიდებულები ერთბაშად წამოიშალნენ და ყვირილი მორთეს:
— სიკვდილი უზრდელს, სიკვდილი!
ამ გარემოებამ იმპერატორი ძლიერ შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა და ამას კი ომი მოჰყვებოდა, თუ არ მოკლავდა, ჩვეულებას დაარღვევდა და დიდებულები გაუდგებოდნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ იმპერატორმა ელჩს უთხრა:
— ვწუხვარ, ბატონო უცხოელო, მაგრამ ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არ მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ… მაგრამ… ვფიცავ, სიკვდილის წინ სიცოცლის გარდა, რასაც მთხოვ, აგისრულებ.
ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამ სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადარჩა.
გამოცანით, რა უნდა ეთხოვა ელჩს იმპერატორისათვის, სიცოცხლის შენარჩუნების გარდა ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩენოდა?

მარ 31

გამოცანა: 3 ძმა და 30 ცხვარი


სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.
შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას :?:

Read the rest of this entry »

მარ 21

გამოცანა: ვინ მოიგო?

Fotball-1.jpg Fotball 3
— ვინ მოიგო, ან რა ანარიშით? — შეეკითხა ნინო ფეხბურთიდან დაბრუნებულ გიორგის.
გიორგიომ პასუხის ნაცვლად უთხრა:
— ყური დამიგდე დაო და თუ ქალი ხარ შენ თვითონ გმაოიცანი. ვიშოვე ბილეთი, შევედი და ისეთ ადგილას დავჯექი, რომ თბილისის “დინამო” ჩემგან მარჯვენა მხარეს იყო, ზესტაფონის “ზესტაფონი” კი — მარცხენა მხარეს. თამაშის პირველი ნახევარი მარჯვენა მხარის სასარგებლოდ დამთავრა — 2:1, ხოლო თამაშის მეორე ნახევარი მარცხენა მხარის სასარგებლოდ — 2:0. აბა, გამოიცანი:

ვინ მოიგო და როგორი ანგარიშით?


Read the rest of this entry »

მარ 19

მეფე და გლეხი


ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?
Read the rest of this entry »

მარ 18

გამოცანა: მეჯინიბე და 32 ცხენი


ერთი მეჯინიბე 32 ცხენს უვლიდა. ცხენები საჯინიბოში ზამთარ-ზაფხულ ისე ჰყავდა დაბმული, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. თვითონ მეჯინიბე საჯინიბოს შუა ადგილას ცხოვრობდა და მისთვის საკმარისი იყო ერთი თვალის გადავლება ცხენების რაოდენობის შესამოწმებლად:
ოთხივე მხრიდან მწკრივში 12-12 ცხენი იყო დაბმული.
ეს ამბავი დახელოვნებულმა ქურდებმა გაიგეს და 4 ცხენი მოიპარეს, ცხენების განრიგებაში ცოტაოდენი ცვლილება შეიტანეს, რის შედეგადაც ყოველ მწკრივში ისევ 12-12 ცხენი იყო, თუმცა 4 ცხენი აკლდა, ე.ი. 32 ცხენის ნაცვალ 28 დარჩა. ეს გარემოება მეჯინიბეს ერთ ხანს შეუმჩნეველი დარჩა.
გაიგეთ, რა ცვლილება შეიტანეს ქურდებმა განრიგებაში, რომ მეჯინიბე ვერ ამჩნევდა ცხენების დაკლებას და გულდამშვიდებული უვლიდა და ითვლიდა მათ.

გვერდი 1 (3)123