მაი 10

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

“უხილავი იმპერიის” აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში

ბევრს კუ-კლუქს-კლანი მხოლოდ ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი ორგანიზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. კუ-კლუქს-კლანი, როგორც ორგანიზაცია, 1866 წელს ჩამოაყალიბეს კონფედერაციის არმიის ვეტერანებმა. საინტერესოა, რომ დასაწყისში იგი შეიქმნა როგორც იუმორისტული სოციალური კლუბი და შექმნილ ვითარებაზე იუმორითა და ბუნდოვანი რიტუალებით რეაგირებდა, თუმცა სულ მალე დაუნდობელი ტერორის სიმბოლოდ იქცა და მიზნად დაისახა ზანგების დაშინება, დასჯა და მათი ჩამოცილება ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობისგან. ორგანიზაციის დასახელება, კუ-კლუქს-კლანი, წარმოდგება ბერძნული სიტყვის “კუკლოსისა” (რაც წრეს ნიშნავს) და ინგლისური (უფრო სწორად, შოტლანდიურ-ირლანდიური) “კლანის” ერთიანობისგან.

სამოქალაქო ომში დამარცხებულმა სამხრეთელებმა კლანის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეს ხმების მიცემა რესპუბლიკური პარტიისთვის. კლანელებმა ათასობით ზანგი გამოასალმეს სიცოცხლეს, მარტო ფლორიდაში 150 ზანგი მოკლეს. მაგრამ 1870 წლისთვის კლანის გავლენა შესუსტდა, ხოლო 1871 წელს, პრეზიდენტ გრანტის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული 1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონის მეშვეობით (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუ-კლუქს-კლანის კანონი), კლანი საერთოდ განადგურდა. ამ კანონის თანახმად, კლანის წინააღმდეგ შტატის მილიცია კი აღარ იბრძოდა, რომელიც უეფექტო იყო და ზოგჯერ თანაუგრძნობდა კიდეც საკუთარი შტატის მკვიდრთ, არამედ ფედერალური ჯარი. კლანის წევრებს კი არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლოები ასამართლებდნენ, სადაც ნაფიცი მსაჯულები ძირითადად ზანგები იყვნენ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

თებ 07

ბრინჯი ადამიანს უკვე ათასწლეულებია, მოყავს და სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარცვლოვან კულტურად.

ბრინჯის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ მას საკვებად ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მოიხმარდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ბრინჯის ნარჩენებით, ბრინჯის მინდვრების უძველესი სარწყავი სისტემები, უძველესი ჩინური და ინდური ხელნაწერები, სადაც ბრინჯი რელიგიური რიტუალების შემადგენელი ნაწილია.

ბრინჯის სამშობლოდ აზია ითვლება: დაახლოებით 4000 წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე ადამიანმა პირველად დაიწყო ბრინჯის მოყვანა. ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ინდოეთში ბრინჯი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები პროდუქტი. აქ იგი კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილია. ამ ღვთისგან ბოძებულ განძს აზიელები ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.

ბრინჯი დანარჩენ მსოფლიოში ჩვ. წ. აღ-მდე 350 წელს ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებით გავრცელდა, როდესაც მან ინდოეთი დაიპყრო. ხმელთაშუაზღვისპირეთში ბრინჯის განსაკუთრებული პოპულარობა არაბული კულტურის გავლენამ განსაზღვრა, თუმცა ამ მცენარეს აქ ჯერ კიდევ 630 წელს მოიხმარდნენ. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლითაც ალექსანდრიის სანელებელთა ბაზარზე ვაჭრობდნენ, თუმცა იგი გაცილებით იაფი იყო სხვა დანარჩენზე. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

იან 11

საქართველოს ღირსების მპყრობელები

ზეპურნი დედანი

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo

დეკ 27

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით. გაგრძელება »

ავტორი: gaga_shano

დეკ 20


ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს? გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , , , , , ,

დეკ 07

“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ოქტ 20

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.

ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა – ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო… გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ივლ 11

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

მაი 20

ქართველ პატრიოტთა ჯვარცმის დღე“ყველას უთხარით, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსთვის”
ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა პარტიული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მენშევიკებს ძველი ხელისუფლების რეანიმაცია სურდათ, ედპ-ს კი დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც მეფობას აღადგენდა.

1922 წლის მარტში საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა “სამ¬ხედრო ცენტრი”, გენერალ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები: გიგო ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვანი. ცენტრმა პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა კახეთში პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს. ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს “დამო¬უკიდებლობის კომიტეტი”, რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე ხუთი პარტია შედიოდა. აჯანყების სულისჩამდგმელი წმინდა ილია მართლის დისწული კოტე აფხაზი გახლდათ. მამაც ქართველს სამშობლოდან წასვლა არც უფიქრია, უთქვამს: – ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის და გაჭირვების ხანაში… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებაშიო. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

აპრ 29

 

valkyrie

 

თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე. გაგრძელება »

ავტორი: paranoic

8 pages