loading...

Category Archive: ისტორია

თებ 07

იულიუს კეისარი – ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკოსი, მხედართმთავარი და რეფორმატორი

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ.IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS, დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში – ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. Read the rest of this entry »

იან 27

ჯადოქრობისათვის სიკვდილით დასჯილი უკანასკნელი ქალბატონი

47 წლის შვეიცარელ ქალბატონს ანა გიოლდს ქალაქ გლარუსიდან, რომელიც მოსამსახურედ მუშაობდა ადგილობრივი ექიმის იაკობ ჩუდის სახლში, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ იგი ისტორიაში მეტად სამწუხარო რეალობით შევიდოდა. იგი ევროპის ისტორიაში უკანასკნელი ქალბატონი იყო, რომელიც ჯადოქრობის მიზეზით სიკვდილით დასაჯეს 1782 წელს. Read the rest of this entry »

დეკ 10

როგორ იცვლებოდა ფეხბურთის ბურთი 1930 წლიდან 2014 წლამდე

საინტერესოა რით თამაშობდნენ ფეხბურთს წლების წინ, როგორ იტანდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს და როგორ იცვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების დიზაინი 1930 წლიდან დღემდე.

ურუგვაი, 1930

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახლდათ 2:1. ამასთანავე დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები პირველ ტაიმს არგენტინაში დამზადებული ბურთის მოდელის Tiento-თი ითამაშებდნენ. Read the rest of this entry »

ნოე 22

ტიტანიკი – უცნობი ფაქტები ცნობილ გემზე

1912 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია  და მტკიცება  არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“.  შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა. Read the rest of this entry »

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო. Read the rest of this entry »

ნოე 14

პირამიდების გავლენა ძველი ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ძველი ეგვიპტე პირველ რიგში ცნობილია თავისი გიგანტური ქვის პირამიდებით, რომლებიც ფარაონების აკლდამებს წარმოადგენდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა დიდგვაროვანი ვერ ჰპოვებდა ამ გრანდიოზულ ნაგებობებში სამუდამო განსასვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე რამოდენიმე ასწლეულია პირამიდებს შეისწავლიან, არც ისე დიდი ხნის აეხადა  ფარდა საიდუმლოს, თუ როგორ აშენებდნენ მათ ეგვიპტელები და რატომ იძახდნენ უარს მის მშენებლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო“-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას.   Read the rest of this entry »

გვერდი 2 (15)12345...10...ბოლო »