loading...

Category Archive: ისტორია

ნოე 13

სპარტა – ძველი ისტორიული კულტურის მითები და რეალობა

ძველი სპარტის ისტორიის ირგვლივ დღესაც მიდის კამათი იმის შესახებ არსებული ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია  მითია თუ რეალობა? ნამდვილად იყვნენ სპარტანელები დაბადებულები მეომრებად და ნამდვილად არ უყვარდათ გონებრივი სამუშაო? სინამდვილეს შეესაბამება ფაქტი მათი  მკაცრი წესების შესახებ, რომლითაც სპარტანელებს საკუთარ სახლებში ეკრძალებოდათ საჭმლის ჭამა?

სპარტაზე საუბრის დაწყებისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ძველბერძნული სახელმწიფოს სახელწოდება იყო „ლაკედემონი“, ხოლო მისი მაცხოვრებლები საკუთარ თავებს ლაკედემონელებად მოიხსენიებდნენ. სახელწოდება „სპარტა“-ს აღმოცენება უკავშირდება არა ელინელებს, არამედ რომაელებს.

Read the rest of this entry »

ნოე 12

მერი ტოფტი – მე-18 საუკუნის ექიმების თავსატეხი

 მერი ტოფტი (1701—1763 წწ.) ჩვეულებრივი ინგლისელი ქალბატონი, სურეის საგრაფოდან, რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი თავსატეხის საფუძველი გახდა სახელგანთქმული ლონდონელი ექიმებისათვის. მისი პირველი ისტორია ცნობილი გახდა 1726 წელს, როდესაც ყოველკვირეულ გაზეთში Maist’s Weekly Journal გამოქვეყნდა სტატია, შემდეგი სათაურით «საცოდავმა ქალბატონმა ბაჭია დაბადა, რომელიც 4 დღის შემდეგ დაიღუპა».

მერი ქმართან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა გოდალმინგში. ერთხელ, ფეხმძიმობის დროს ძალიან მოუნდა კურდღლის სუპი. მერი გაეშურა მინდორში სადაც ბოცვრები ეგულებოდა, თუმცა ამაოდ მათი დაჭერა ვერ მოახერხა. ეს დღე მის გონებაში ისე ჩაიბეჭდა, რომ ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში, მას ყოველღამე კურდღლები ესიზმრებოდა. შემოდგომაზე ექიმის ჯონ ჰარვარდის დახმარებით იმშობიარა, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ბავშვის მაგივრად მერიმ კურდღლის ორგანოები დაბადა.  Read the rest of this entry »

მაი 10

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

“უხილავი იმპერიის” აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში

ბევრს კუ-კლუქს-კლანი მხოლოდ ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი ორგანიზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. კუ-კლუქს-კლანი, როგორც ორგანიზაცია, 1866 წელს ჩამოაყალიბეს კონფედერაციის არმიის ვეტერანებმა. საინტერესოა, რომ დასაწყისში იგი შეიქმნა როგორც იუმორისტული სოციალური კლუბი და შექმნილ ვითარებაზე იუმორითა და ბუნდოვანი რიტუალებით რეაგირებდა, თუმცა სულ მალე დაუნდობელი ტერორის სიმბოლოდ იქცა და მიზნად დაისახა ზანგების დაშინება, დასჯა და მათი ჩამოცილება ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობისგან. ორგანიზაციის დასახელება, კუ-კლუქს-კლანი, წარმოდგება ბერძნული სიტყვის “კუკლოსისა” (რაც წრეს ნიშნავს) და ინგლისური (უფრო სწორად, შოტლანდიურ-ირლანდიური) “კლანის” ერთიანობისგან.

სამოქალაქო ომში დამარცხებულმა სამხრეთელებმა კლანის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეს ხმების მიცემა რესპუბლიკური პარტიისთვის. კლანელებმა ათასობით ზანგი გამოასალმეს სიცოცხლეს, მარტო ფლორიდაში 150 ზანგი მოკლეს. მაგრამ 1870 წლისთვის კლანის გავლენა შესუსტდა, ხოლო 1871 წელს, პრეზიდენტ გრანტის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული 1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონის მეშვეობით (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუ-კლუქს-კლანის კანონი), კლანი საერთოდ განადგურდა. ამ კანონის თანახმად, კლანის წინააღმდეგ შტატის მილიცია კი აღარ იბრძოდა, რომელიც უეფექტო იყო და ზოგჯერ თანაუგრძნობდა კიდეც საკუთარი შტატის მკვიდრთ, არამედ ფედერალური ჯარი. კლანის წევრებს კი არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლოები ასამართლებდნენ, სადაც ნაფიცი მსაჯულები ძირითადად ზანგები იყვნენ. Read the rest of this entry »

თებ 07

ბრინჯი – მოკლე ისტორია და სახეობები

ბრინჯი ადამიანს უკვე ათასწლეულებია, მოყავს და სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარცვლოვან კულტურად.

ბრინჯის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ მას საკვებად ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მოიხმარდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ბრინჯის ნარჩენებით, ბრინჯის მინდვრების უძველესი სარწყავი სისტემები, უძველესი ჩინური და ინდური ხელნაწერები, სადაც ბრინჯი რელიგიური რიტუალების შემადგენელი ნაწილია.

ბრინჯის სამშობლოდ აზია ითვლება: დაახლოებით 4000 წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე ადამიანმა პირველად დაიწყო ბრინჯის მოყვანა. ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ინდოეთში ბრინჯი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები პროდუქტი. აქ იგი კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილია. ამ ღვთისგან ბოძებულ განძს აზიელები ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.

ბრინჯი დანარჩენ მსოფლიოში ჩვ. წ. აღ-მდე 350 წელს ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებით გავრცელდა, როდესაც მან ინდოეთი დაიპყრო. ხმელთაშუაზღვისპირეთში ბრინჯის განსაკუთრებული პოპულარობა არაბული კულტურის გავლენამ განსაზღვრა, თუმცა ამ მცენარეს აქ ჯერ კიდევ 630 წელს მოიხმარდნენ. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლითაც ალექსანდრიის სანელებელთა ბაზარზე ვაჭრობდნენ, თუმცა იგი გაცილებით იაფი იყო სხვა დანარჩენზე. Read the rest of this entry »

იან 11

საქართველოს ღირსების მპყრობელები

საქართველოს ღირსების მპყრობელები

ზეპურნი დედანი

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს.  Read the rest of this entry »

დეკ 27

გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (15)12345...10...ბოლო »