loading...

Category Archive: ისტორია

დეკ 20

ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები


ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს? Read the rest of this entry »

დეკ 07

ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი

“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში. Read the rest of this entry »

ოქტ 20

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.

ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა – ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო… Read the rest of this entry »

ივლ 11

ხომლის მთის საიდუმლო

Read the rest of this entry »

მაი 20

ქართველ პატრიოტთა ჯვარცმის დღე

“ყველას უთხარით, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსთვის”
ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა პარტიული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მენშევიკებს ძველი ხელისუფლების რეანიმაცია სურდათ, ედპ-ს კი დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც მეფობას აღადგენდა.

1922 წლის მარტში საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა “სამ¬ხედრო ცენტრი”, გენერალ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები: გიგო ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვანი. ცენტრმა პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა კახეთში პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს. ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს “დამო¬უკიდებლობის კომიტეტი”, რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე ხუთი პარტია შედიოდა. აჯანყების სულისჩამდგმელი წმინდა ილია მართლის დისწული კოტე აფხაზი გახლდათ. მამაც ქართველს სამშობლოდან წასვლა არც უფიქრია, უთქვამს: – ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის და გაჭირვების ხანაში… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებაშიო. Read the rest of this entry »

აპრ 29

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 5 ვალკირიები

 

valkyrie

 

თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (15)« პირველი...23456...10...ბოლო »