loading...

Category Archive: ისტორია

აპრ 25

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში


მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით. Read the rest of this entry »

აპრ 18

ბონი და კლაიდი

ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირეების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში. Read the rest of this entry »

აპრ 09

ესროლა თუ არა ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტ კენედის?

ესროლა თუ არა ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტ კენედის?საქმე თითქოს მარტივი იყო – დალასის პოლიციას ოსვალდის წინააღმდეგ უამრავი სამხილი ჰქონდა. ეჭვი უფრო გაძლიერდა, როცა პატიმარი ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ არც ჰყავდათ დაკითხული, ჩაცხრილეს. რაც უფრო მეტად ეფინებოდა ნათელი ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს, მით მეტად იზრდებოდა უნდობლობა გავრცელებული ოფიციალური ვერსიის მიმართ. ორმოცი წლის შემდეგაც შეთქმულების შესახებ ახალ-ახალი თეორიები ჩნდება.

პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, დილი-პლაზაზე, თანამედროვეობის ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ისტორიაა. მართალია, ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგან. Read the rest of this entry »

აპრ 07

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. Read the rest of this entry »

მარ 26

ღვინის ეტიკეტის მოკლე ისტორია

დაკავშირებული: მსოფლიოს ღვინის კონკურსები WinExpo 2011 – კიდევ ერთი ნაბიჯი ღვინის კულტურისკენ მსოფლიოს ღვინის კონკურსები ეტიკეტი მაშინ გაჩნდა, როცა ღვინის ტრანსპორტირება და ბოთლებში შენახვა დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებში ინახავდნენ, სუფრასთან კი გრაფინებითა და დეკანტერებით მიჰქონდათ, სადაც შიგთავსის სახელწოდებაც იყო მითითებული. დეკანტერებისთვის ეტიკეტს ძვირფასი მასალისგან აკეთებდნენ – ვერცხლისგან, ტყავისგან და ემალისგან. ადრე ბოთლებზე გრავიურებსაც აკრავდნენ და ბეჭედსაც არტყამდნენ, პირველი ნამდვილი ეტიკეტი კი, როგორც ამბობენ, პირველი შამპანურის, დომ პერინიონის (Dom Perignon) ბოთლზე მიუკრავთ. ერთი სიტყვით, ქაღალდის იარლიყები მე-18 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. ჯერ მარტივი, ხელნაწერი იარლიყები, შემდეგ, ლითოგრაფიის გამოგონებასთან ერთად, შედარებით რთულებიც, თუმცა ბოლო დროის წინსვლები (მსოფლიო ბაზარი იგულისხმება, რა თქმა უნდა) მაინც ყველანაირ ზღვარს სცილდება. Read the rest of this entry »

იან 25

ემიგრაციის ისტორია და ლიტერატურა

ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა ემიგრაცია (განდევნილობა) განიმარტება როგორც:

1) გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი პოლიტიკურის, ადამიანის მშობლიური ქვეყნის გარეთ გასახლება; 2) მშობლიური ქვეყნიდან ან სახლიდან დიდი ხნის მანძილზე შორს ყოფნა; 3) საკუთარი სურვილით ან იძულებით გადაადგილება მშობლიური ქვეყნიდან. ზოგიერთ იშვიათ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (როგორიც იყო მე-20 საუკუნის მიწურულს განვითარებული იტალიური ემიგრაცია, რომელიც უკეთესი უმაღლესი განათლების მიღებას ისახავდა მიზნად), მე-20 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნიდან მომხდარი განდევნილობა იძულებით ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებული გამოხატულება მან მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად, რაც, ძირითადად, პოლიტიკურმა მიზნებმა განაპირობა. Read the rest of this entry »

გვერდი 5 (15)« პირველი...34567...10...ბოლო »