loading...

Category Archive: ისტორია

იან 01

უილიამ უოლსელი

მინდა შემოგთავაზოთ დიდი შოტლანდიელი გმირის, უილიამ უოლესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე მიმოხილვა.

უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს.უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. Read the rest of this entry »

დეკ 30

2012 წელი დრაკონის წელიწადი

რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……

დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს. Read the rest of this entry »

დეკ 18

ამბავი “სამგზის სანატრელი” თამარის მეფობისა

ამბავი "სამგზის სანატრელი" თამარის მეფობისასაუკუნეთა განმავლობაში იბერიასა და კოლხეთს, ერთიან საქართველოს თუ დაქუცმაცებულ ქართულ სამეფო-სამთავროებს მრავალი მეფე, მთავარი თუ ერისმთავარი ჰყოლია.

ბევრ მათგანს დიდი სახელიც დაუტოვებია, დიდების შარავანდედითაც შემოსილა და წმინდანადაც არაერთი შეურაცხავთ… მაგრამ ისეთი საყოველთაო სიყვარული და თაყვანისცემა ლამის დღესაც ოდინდელი სიამაყით რომ აღავსებს ქართველთ, – გამორჩეულად მეფეთ მეფე თამარს ერგო.

XII საუკუნის ბოლო მეოთხედში დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის აღზევებული საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. აილაგმა გარეშე მტერი, დაითრგუნა შინაური მოქიშპეც… თუმცა კი იყო ერთი რამ, რასაც საგონებელში ჩაეგდო სამეფო კარიც და მეფე გიორგიც. ეს მეფის უძეობა გახლდათ. უმშვენიერესმა დედოფალმა, ოვსთა მეფის ასულმა ბურდუხანმა ორი ასული შესძინა მეფეს – თამარი და რუსუდანი. ქალის გამეფების ტრადიცია აქამომდე არ არსებულა საქართველოში.
ამიტომაც წინასწარ დაიჭირა თადარიგი მეფე გიორგიმ და მეცამეტე წელში გადამდგარი ასული თანამესაყდრედ გაიხადა. ექვსი წელი მართავდნენ ერთად მამა-შვილი ქვეყანას. გონიერებით, სიბრძნითა და შორსგამხედვარობით აცვიფრებდა სამეფო კარს მეფექალი. 1184 წელს გასრულდა გიორგი მესამის ოცდარვაწლიანი მეფობა. 18 წლის თამარს უნდა ემეფა ამიერიდან… Read the rest of this entry »

ნოე 20

ცოცხლად დამარხული ქალაქები

ამ პოსტში მინდა ორ უძველეს ქალაქზე, პომპეის და ჰერკულანუმის შესახებ მოგიყვეთ. ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს დიდი უბედურება დატრიალდა…. დღე ჩვეულებრივ დაიწყო, პომპეის და ჰერკულანუმის მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქი, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა, მათმა დაუდევრობამ 2000 პომპეელის სიცოცხლე შეიწირა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა. Read the rest of this entry »

ნოე 08

მეფე ეშაფოტზე

მეფე ეშაფოტზეXVII საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ქვეყანა თავისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და დრამატულ პერიოდში შედიოდა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო უდიდესი გადატრიალებების, სამოქალაქო ომების, პოლიტიკური და რელიგიური გარდაქმნების საუკუნე.

მიუხედავად წლითიწლობით ვითარების დაძაბვისა, ვერც ერთი პოლიტიკოსი მომავლის ყველაზე თამამ პროგნოზებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სულ მალე მეფე ართურისა და კამელოტის, რიჩარდ III ლომგულის, ჰენრი VIII-ისა თუ ელიზაბეტ I-ის ქვეყანაში მონარქის სისხლი დაიღვრებოდა.

1625 წელს ინგლისის მეფე ჯეიმზ I სტიუარტი გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ოცი წლის ჩარლზ I. ჩარლზი 16 წლის ასაკში გახდა ტახტის მემკვიდრე, მას შემდეგ, რაც მისი ორი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ბავშვობისას დამჯერი, მშვიდი და უწყინარი იყო. ახალგაზრდობის წლებში კი თეოლოგიურმა დისპუტებმა და საბრძოლო ხელოვნებამ გაიტაცა. ახალგაზრდა მეფე მამაცი იყო, განსწავლული, სამხედრო საქმეში ბრწყინვალედ გარკვეული მონარქი. თუმცა ახასიათებდა ქედმაღლური დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი.  Read the rest of this entry »

ოქტ 23

ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები


წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის. Read the rest of this entry »