loading...

Category Archive: ისტორია

მაი 02

ნაყინი – თოვლში გაყინული ხილიდან „ბასკინ რობინსამდე”

კაცმა არ იცის პირველად ვინ, სად, როდის და როგორ დაამზადა ნაყინი, მაგრამ ამ უგემრიელესი დესერტის ისტორიას ყველა თავისებურად ყვება და ათასგვარი ლეგენდითაც ალამაზებს.

ზოგი იჩემებს, ნაყინს თვით ჩინეთის იმპერატორები მიირთმევდნენ 3000 წლის წინ და ყველაზე მეტად თოვლში არეული ფორთოხლისა და ლიმონის ნაჭრები და ბროწეულის მარცვლები უყვარდათო. მავანნი ნაყინის ავტორობას ძველ ბერძნებს მიაწერენ და ალბათ ძალიანაც არ სცოდავენ. თუმცა, დანამდვილებით მხოლოდ ის იციან, რომ ალექსანდრე მაკედონელის დროს ხილს დატკბილულ ყინულში ინახავდნენ და ისე აკნატუნებდნენ. სხვათა შორის, ხილის გასაყინი თოვლის ალპებიდან ჩამოსატანად, სირბილში საგანგებოდ გაწვრთნილ მონებს აგზავნიდნენ და ეს მეტად სათუთი და მალფუჭადი სუბსტანცია გზაში რომ არ გამდნარიყო, ნამდვილ ესტაფეტას მართავდნენ.

ევროპაში ნაყინის რეცეპტი რომ 1295 წელს მარკო პოლომ ჩამოიტანა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ერთ საკითხზე მაინც ვერ შეთანხმდნენ: პოლოს ნაყინი მონღოლეთის ხანმა საკუთარი ნებით აჩუქა თუ ჩინეთის სამეფო კარზე შემთხვევით შეესწრო მის დამზადების პროცესს და იქიდან მოიპარა. ასეა თუ ისე, ვენეციელ მოგზაურს შრომა დაუფასდა და მისი „ინოვაცია” იტალიელი დიდგვაროვნების ტრაპეზის განუყოფელ ნაწილად იქცა. მალე ყველა თავმოყვარე ოჯახს პირად პარიკმახერთან და თერძთან ერთად საკუთარი მენაყინეც ჰყავდა და რაღა გასაკვირია, რომ ნაყინის დამზადების საიდუმლოს უმკაცრესად ინახავდნენ. ვენეციაში მეზობლის მენაყინის გადაბირება მოსისხლე მტრისთვის საყვარლის წართმევაზე ბევრად დიდ პრესტიჟად ითვლებოდა. Read the rest of this entry »

აპრ 23

აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია და მომავალი

აბასთუმნის ობსერვატორიას მაცნიერების ამ დარგისათვის უძველესი და საინტერესო ისტორია აქვს.

საქართველოში 32 წელს დაარსდა პირველი საბჭოთა სამთო ასტოფიზიკური ობსერვატორია. იგი საკავშირო აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ფინანსედებოდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე მიდგომით და ერთ-ერთი წამყვანი ობსერვატორია იყო საბჭოთა “ბანაკში”.

დააარსებისთანავე დირექტორად დაინიშნა 25 წლის ევგენი ხარაძე, რომელიც მომავალში გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი.

თუმცა აბასთუმის ობსერვატორიის დაარსება რამდენიმე ფაქტის თანხვედრამ განსაზღვრა. 19 საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ცხოვრობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ვაჟი და ნიკოლოზ II-ის ძმა გიორგი, რომელიც ფილტვების ავადმყოფობით იყო დაავადებული. იგი გატაცებული იყო ასტრონომიით. ის და მისი მეგობარი ასტრონომი გლაზენაპი აკვირდებოდნენ ორმაგ ვარსკვლავებს. გიორგი აბასთუმანში გარდაიცვალა. ის ნაგებობა, სადაც უფლისწული ცხოვრობდა დღემდე არსებობს. როდესაც გლაზენაპმა გამოაქვეყნა თავისი და გიორგის დაკვირვებები აღმოჩნდა რომ სუსტი ტექნიკის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები იყო იმ დროისათვის, რაც გამოწვეული იყო აბასთუმნის სპეციფიკური კლიმატით. სწორედ ეს ფაქტი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიისათვის, რომელიც ეძებდა ადგილს პირველი სამთო ობსერვატორიის დასაარსებლად. Read the rest of this entry »

აპრ 21

ბიოგაზი

შემადგენლობა

გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ა.შ. Read the rest of this entry »

აპრ 21

ასასინები (Assasins)

ასასინები (არაბ. حشيش‎‎, ḥašīš — სამკურნალო ბალახი, მცენარე, კანაფი; მრავლობითი ფორმიდან ჰაშიშიინ) — სამხედროისმაილიტური სექტა შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში. ისინი ევროპაში ცნობილნი გახდნენ ჯვაროსანი მოლაშქრეების ჩანაწერებიდან და მოგვიანებით მარკო პოლოს მოგზაურობიდან. მათი მოღვაწეობის ხანა 1080-1270 წლებით შემოისაზღვრება. Read the rest of this entry »

აპრ 13

ტამპლიერები

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.). Read the rest of this entry »

აპრ 07

მსოფლიოს შვიდი საოცრება

ძვ. წ. 120 წელს ბერძენმა პოეტმა ანტიპატრე სიდონელმა აღწერა იმდროინდელი მსოფლიოს შვიდი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა. მათგან ბევრი უკვე აღარ იყო შემორჩენილი, მაგრამ მათ შესახებ არსებობდა სხვა და სხვა გადმოცემა და ლეგენდება. ეს ნაგებობები ძირითადად თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიამ ჩვენს დრომდე მოაღწია. მართალია, ამ დიდებული შენობებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებიღაა შემორჩენილი, მაგრამ ამ ძეგლების გარშემო დღემდე დიდი ინტერესია და არც მომავალი თაობები დარჩებიან მათ მიმართ გულგრილნი. Read the rest of this entry »