loading...

Category Archive: ისტორია

აპრ 05

ქართული დამწერლობა

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა. Read the rest of this entry »

მარ 28

ნადირობა (ისტორიული მიმოხილვა)


ნადირობა, გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში. Read the rest of this entry »

მარ 23

როგორ წარმოიშვნენ სომალელი მეკობრეები

სომალელი მეკობრეები ამერიკულ ხომალდს თავს დაესხნენ!
სომალელმა მეკობრეებმა გერმანელი მეზღვაურები გაძარცვეს!
სომალელმა მეკობრეებმა რუსი მეზღვაურები დაატყვევეს!
სომალელ მეკობრეებს ტყვედ ქართველი მეზღვაურები ჰყავთ!
ასეთი შეტყობყობინებები მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მიერ სისტემატიურად გადაიცემა, ტერმინი “სომალელი მეკობრეებიც” მსოფლიოს კრიმინალურ ქრონიკაში მტკიცედ დამკვიდრდა. Read the rest of this entry »

მარ 11

მილანი (საფეხბურთო კლუბი)

მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წელს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადადსერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).

„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფსარგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი – მასზე მეტჯერ (9-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.

„მილანმა“ სერია A 17-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (18) და „იუვენტუსი“ (27) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში.

„მილანის“ საშინაო შეხვედრები სან-სიროზე ტარდება, რომელსაც „მილანი“ „ინტერთან“ იყოფს. სან-სირო ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში (ტევადობა: 80 074). კლუბის მფლობელი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტი კი – ადრიანო გალიანი. „მილანი“ იტალიის და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. Read the rest of this entry »

მარ 08

8 მარტის ისტორია…

8 მარტის დღესასწაული გაჩნდა, როგორც ქალთა უფლებების დაცვის დღე. 8 მარტს 1857 წელს ნიუ-იორკში შეიკრიბნენ მანიფესტაციაზე ფეხსაცმლის და სამკერვალო ფაბრიკის ქალი თანამშრომლები. ისინი ითხოვდნენ 10-საათიან სამუშაო დღეს, ნათელ და სუფთა სამუშაო გარემოს, ხელფასი რამდენსაც იღებდნენ მამაკაცები. იმ დროისთვის ქალები მუშაობდნენ 16 საათს დღეში, და გროშებს იღებდნენ თავიანთ შრომაში. მამაკაცებმა ამდენი გამოსვლის შემდეგ როგორც იქნა შეძლეს 10 საათიანი სამუშაო დღის დამყარება. აშშ-ს ბევრ საწარმოებში შეიქმნა საპროფკავშირო ორგანიზაციები. და უკვე 8 მარტის 1857 წლის შემდეგ შეიქმნა კიდევ ერთი – პირველად მისი წევრები გახდნენ ქალები. მაგ დღეს უამრავ ქალაქში და ნიუ-იორკშიც გამოვიდნენ ასეულობით ქალები დემონსტრაციაზე, და ითხოვდნენ მათი უფლებების დაცვას…
Read the rest of this entry »

თებ 13

BMW-ს ისტორია

1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ. აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. იგი უკვე მეხუთე გახლდათ ახლომახლო ტერიტორიაზე. ერხარდი ალბათ სულ მუქი მწვანე ველოსიპედების, სასწრაფოს მანქანების და სამხედრო მანქანების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, რომ არა წარმატება რომელიც დაიმლერმა და ბენცმა მოიპოვა თავისი ავტომანქანების წარმოების წყალობით. Read the rest of this entry »