
Artificial intelligence (AI) ანუ ჩვენებურად ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო ფანტასტიკიდან თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული. ადამიანს, მას შემდეგ რაც იგი მაიმუნიდან ჰომო საპიენსად გარდაიქმნა მუდმივად აწუხებდა იდეები, მათ შორის უსულო საგნებისათვის რაიმეს “სწავლებისა”. ჰომო საპიენსი როგორც მოგეხსენებათ გონიერ ადამიანს ნიშნავს და როცა ტექნოლოგიები საჭირო დონემდე განვითარდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი “გონიერების” მანქანისთვის გადაცემისა. ამ საკითხზე ყველაზე მაღალი დონის მეცნიერები მუშაობენ და საკმაოდ წარმატებითაც. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Artificial intelligence (AI)

სხვადასხვა მწარმოებელი პიკოპროექტორებს უკვე არა ერთი წელია უშვებს, ეს სეგმენტი თანდათანობით ვითარდება, თუმცა ნამდვილად პოპულარული ეს მოწყობილობები ჯერ არ არიან. ერთის მხრივ, მწარმოებლებს ეს არ ახარებთ, მეორეს მხრივ კი, მათ ექსპერიმენტების კეთების უფლება შეიძლება მისცენ საკუთარ თავს, რადგანაც ზარალის შემთხვევაში საუბარი შედარებით მცირე თანხებზეა გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: AAXA P4 Wi-Fi, microSD, Osram, Windows CE 6.0
როგორც არ უნდა აძაგებდნენ სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებზე თვალთვალის მრავალრიცხოვან ტექნოლოგიებს, ისინი ყოველთვის როდია განკუთვილი პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის, ხანდახან ისინი სტატისტიკური მონაცემების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და მარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებიან. ამ ამოცანის გადასაჭრელად ახალი ინსტრუმენტი წარმოადგინა ესპანურმა კომპანიამ Libelium. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Bluetooth, David Gascon, Libelium, Mac, Wi-Fi
კომპანიამ Samsung სმარტფონი Galaxy Ace DUOS წარმოადგინა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android 2.3Gingerbread მართვით მუშაობს ინტერფეისით TouchWiz. წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ინდოეთში თებერვალში იყო წარმოდგენილი და მხარს უჭერდა ქსელებს CDMA და GSM, ახალი მოდელი მხოლოდ GSM ქსელებში მუშაობს და ტექნოლოგიას HSDPA 7,2 მბიტ/წმ უჭერს მხარს.
სიახლის კიდევ ერთი განსხვავება ინდური ვერსიისგან SIM-ბარათისთვის განკუთვნილი ორი სლოტია ფუნქციის «Dual SIM always» მხარდაჭერით. ეს ფუნქცია აქტიურ SIM-ბარათზე SIM 1 სატელეფონო ზარების ავტომატურ გადამისამართებას უზრუნველყოფს, რომლებიც მეორე SIM-ბარათის (SIM 2) ნომერზე შედის, რის წყალობითაც, როგორც Samsung ამტკიცებს, არც ერთი ზარი არ იქნება გამოტოვებული.
ახალი მოდელის მახასიათებლებში შედის 3,5” სენსორული დისპლეი გარჩევადობით HVGA, პროცესორი ტაქტური სიხშირით 832 მჰც, 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 3 გბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD ტევადობით 32 გბაიტამდე, 5-მპ კამერა, A-GPS მხარდაჭერა, უსადენო ქსელების ადაპტერები Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n, ბატარეა ტევადობით 1300 მილიამპერი საათში. აგრეთვე ცნობილია რამდენიმე წინასწარ დაყენებული პროგრამის შესახებ, რომელთა შორისაა ChatON, Social Hub, Swype. სმარტფონის ზომებია 112,74 x 61,5 x 11,5 მმ, წონა — 122 გრ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: A-GPS, Android 2.3Gingerbread, Bluetooth 3.0, ChatON, Galaxy Ace DUOS, HVGA, Samsung, SIM, Social Hub, Swype, TouchWiz, Wi-Fi 802.11 b/g/n, «Dual SIM always»

2012 წლის მარტში Apple-მ წარმოგვიდგინა თავის ახალი, რევოლუციური The new iPad, სადაც ისევე როგორც ყველა თავის ახალ მოდელში ჩადებულია ბევრი ინოვაცია, The new iPad მაღაზიებში 16 მარტიდანაა წარმოდგენილი. ამ მიმოხილვაში შევეცდებით ხაზი გაუსვათ ახალი iPad-ის განსხვავებებს წინა მოდელებთან შედარებით. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 3, Apple, iPad
ჯერ კიდევ იანვრის გამოფენაზე CES 2012 ჩინურმა კომპანიამ Huawei მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი – Ascend P1 S დააანონსა. მისი სისქე სულ რაღაც 6,68 მმ-ია. მაგრამ ძალიან მალე «ყველაზე თხელის» წოდება მას შეიძლება სხვა ჩინური კომპანიის აპარატმა წაართვას. Oppo-ს სმარტფონის სისქე 6,65 მმ იქნება, ანუ 0,03 მმ-ით თხელი Ascend P1 S-ზე. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Ascend P1 S, CES 2012, Huawei, OPPO
„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: D-link, Dell, Lexmark, „ACME Georgia”
კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰც, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰც-მდე, მეხსიერების – 1502 მჰც (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Android 4.0 Ice Cream Sandwich, NVIDIA Tegra 2

ცნობილია რომ ნოკიამ გამოუშვა მობილურის მოდელი Nokia Lumia 900 , Carl Zeiss ოპტიკით.დადგა დრო შევაჯიბროთ ნოკიას და iPhone 4S კამერები.ახლა მე დავდებ სურათებს ორივე აპარატით გადაღებულს და თქვენ შეაფასეთ რომელი ჯობია. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: iPhone 4S, Nokia Lumia 900, ახალი ნოკია, ნოლია ლუმია
ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.
მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: GPS, SafeZone, SIM, u-blox CellLocate, Watchie
|
ბოლო კომენტარები