loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

მაი 19

PlayStation Move: ითამაშე მოძრაობაში

სანამ გადავალთ უშუალოდ მოწყობილობის განხილვაზე, გადავხედოთ ისტორიას. სხვათაშორის არცთუ ისე შორეულს: სულ რაღაც ხუთი წლის წინ Nintendo-მ გამოუშვა კონსოლი Wii, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სათამაშო ინდუსტრია. კონტროლერი Wii Remote (მოფერებით Wiimote) იძლეოდა თამაშში ჩაღრმავების აქამდე უპრეცენდენტო საშუალებას და გადაიქცა სრულ ბესტსელერად დაანონსებისთანავე. ასე მაგალითად, 2009 წლის ბოლომდე აშშ-ში აშკარად იგრძნობოდა Wii-ის დეფიციტი.
ზორზოხი PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის ფონზე, რეალურად საკმაოდ პრიმიტიული Wii გამოიყურებოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ, ღირდა ნაკლები და უზრუნველყოფდა სულ სხვა შეგრძნებებს თამაშებისგან. ბუნებრივია, Sony და Microsoft ამგვარ ვითარებას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ და ამიტომ 2010-ში წარმოადგინეს თავ-თავისი კონტროლერები, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებული მიდგომებებისა აერთიანებდათ ერთი რამ – ისინი აძლევდნენ მოთამაშეებს საშუალებას ემოძრავათ. ასე მოევლინა სათამაშო მსოფლიოს Microsoft Kinect (ყოფილი Project Natal) და ასევე დღევანდელი მიმოხილვის ობიექტი – PlayStation Move. Read the rest of this entry »

მაი 18

Packard Bell oneTwo S: ლამაზი პერსონალური კომპიუტერი-მონობლოკი მძლავრი «გულით»

კომპანიამ Packard Bell განაცხადა, რომ ამ თვის ბოლომდე ბაზარზე გამოუშვებს მაგიდის კომპიუტერულ სისტემას კატეგორიიდან «ყველაფერი ერთში» სახელად oneTwo S. Read the rest of this entry »

მაი 10

Sony Ericsson XPERIA PLAY

კომპანია სონი ერიქსონმა გაყიდვაში გამოუშვა ახალი გეიმერული ტელეფონი XPERIA PLAY, რომელიც რამდენიმე თვით ადრე იყო დაანონსებული. ახალ იქსპერიას აქვს ყველა ის მახასიათებელი, რაც ესაჭიროება მძლავრ მულტიმედიურ ტელეფონს და გარდა ამისა იგი აღჭურვილია სპეციალური ღილაკებით, რომლის მეშვეობითაც მობილურ ტელეფონზე თამაში ახალ საფეხურზე გადადის… Read the rest of this entry »

მაი 01

Ideum MT55 HD – საიმედო და მწარმოებლური მულტიტაჩ-მაგიდა

Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით  სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს. Read the rest of this entry »

აპრ 30

ტელეფონი Transducer ნებისმიერ ენაზე საუბრობს

Google-ის თარგმანის სერვისმა და მისმა მრავალრიცხოვანმა ანალოგებმა იტერნეტში ენობრივი ბარიერი მოხსნა, ახლა ნებისმიერ მსურველს რეალურ დროში ნებისმიერი გვერდის მშობლიურ ენაზე წაიკითხვა შეუძლია. რა თქმა უნდა, მანქანის მიერ გაკეთებული თარგმანი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, თუმცა დაწერილის არსის გაგება ხშირ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია. ამ მიმართულებით მომდევნო და ლოგიკური ნაბიჯია ავტომატიზებული ხმოვანი თარგმანის სისტემების გამოჩენა. ამ იდეის ხორცშესხმას თავის ახალ კონცეპტში Transducer დიზაინერი ჯასპერ ჰუ (Jasper Hou) ახორციელებს. Read the rest of this entry »

აპრ 28

Sony Ericsson–ის ვოლქმენი ანდროიდზე

ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ ფლეიერების სერია Sony Walkman, რომელთა პირველი თაობაც ჯერ კიდევ “კასეტებს” უკრავდა? თუ დაგავიწყდათ, შვედურ–იაპონური ალიანსი სონი ერიქსონი შეგახსენებთ, რომელმაც გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ გამოუშვა მობილური ტელეფონების სერია ვოლქმენის გამგრძელებელი, ამჯერად ანდროიდ სმარტფონი – Sony Ericsson W8.

სერია ვოლქმენის უკანასკნელი წარმომადგენელი Sony Ericsson X8–ისგან ბევრი არაფრით გამოირჩევა. მას აქვს უფრო მყვირალა ფერები (წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი) და ვოლქმენის ლოგოტიპი. Sony Ericsson W8 გაყიდვაში სულ მალე გამოვა, მაგრამ იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელთა მაღაზიის თაროებზეც ის დაიდება, ჯერჯერობით შეზღუდულია აზიური და წყნარი ოკეანის რეგიონით.
Read the rest of this entry »

გვერდი 10 (27)« პირველი...89101112...20...ბოლო »