loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

აპრ 28

Sony Ericsson–ის ვოლქმენი ანდროიდზე

ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ ფლეიერების სერია Sony Walkman, რომელთა პირველი თაობაც ჯერ კიდევ “კასეტებს” უკრავდა? თუ დაგავიწყდათ, შვედურ–იაპონური ალიანსი სონი ერიქსონი შეგახსენებთ, რომელმაც გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ გამოუშვა მობილური ტელეფონების სერია ვოლქმენის გამგრძელებელი, ამჯერად ანდროიდ სმარტფონი – Sony Ericsson W8.

სერია ვოლქმენის უკანასკნელი წარმომადგენელი Sony Ericsson X8–ისგან ბევრი არაფრით გამოირჩევა. მას აქვს უფრო მყვირალა ფერები (წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი) და ვოლქმენის ლოგოტიპი. Sony Ericsson W8 გაყიდვაში სულ მალე გამოვა, მაგრამ იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელთა მაღაზიის თაროებზეც ის დაიდება, ჯერჯერობით შეზღუდულია აზიური და წყნარი ოკეანის რეგიონით.
Read the rest of this entry »

აპრ 06

LG–მ Optimus Black გაადიდა

კორეელთა ერთ–ერთ შედევრში, LG Oprimus Black–ში 4 დუიმიანი დისფლეი გამოიყენება, მაგრამ მწარმოებელმა ჩათვალა, რომ მომხმარებელს უფრო დიდი ეკრანი არ აწყენდა და ის Optimus BIG–ში 4,3 დუიმამდე გაზარდა.

როგორც ერთ, ისე მეორე ხსენებულ მოდელში დისფლეი დამზადებულია ტექნოლოგიით NOVA, რომელიც, როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ჩვეულებრივ თხევადკრისტალურ პანელებთან შედარებით, ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, არის ყველა არსებულ დისფლეიზე მკვეთრი და გამოირჩევა როგორც სუფთა თეთრი, ასევე ღრმა შავი ფერით.

რაც შეეხება ძირითად ტექნიკურ მაჩვენებლებს, LG Optimus Big LG Optimus Black–ის სრული ასლია (1 გიგაჰერციანი პროცესორი, ვაი–ფაი, ჯი–პი–ეს–ი, 5 მეგაფიქსელიანი კამერა…), იმ განსხვავებით, რომ კორეისთვის შექმნილ ახალ აპარატს მობილური ტელევიზიის მხარდაჭერა აქვს. Read the rest of this entry »

აპრ 01

სმარტფონი ორი დისფლეით

ამერიკულმა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Sprint ოფიციალურად გამოაცხადა თავისი ახალი სმარტფონის Kyocera Echo–ს გაყიდვაში გამოსვლის თარიღი. ის მართლაც უნიკალური აპარატია ორიგინალური ფორმ–ფაქტორით, რომელსაც ერთდროულად ორი სენსორული დისფლეი აქვს. Read the rest of this entry »

მარ 29

ჰოლოგრამიული ტელეფონი iHolo

მსოფლიოს სწარფი განვითარება მოითხოვს მობილური ტელეფონიც განვითარდეს. დიზაინერი Kingyo Xie მომავალში შემოგვთავაზებს Holographic ტელეფონს, როგორიცაა, მაგალითად, კონცეფცია background iHolo .

Kingyo Xie ს მიაჩნია, რომ ტელეფონი უნდა იყოს მრავალ ფუნქციური, პატარა და მოსახერხებელი, ისეთი როგორცი iPod Nano- ა. Read the rest of this entry »

მარ 10

უკაბელო ვიდეოკარტა KFA2 GeForce GTX460

უკაბელო კლავიატურები და მაუსები დიდი ხანია ყოველდღიურ რეალობად იქცნენ, ბევრი ადამიანი სახლში ინტერნეტს Wi-Fi-ის მეშვეობით ხმარობს, მაგრამ ერთი კაბელი მათი ცხოვრებიდან არ გაუქმებულა, კაბელი რომელიც მათ აკავშირებს მონიტორთან. მაგრამ შესაძლებელია ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდეს…
Read the rest of this entry »

მარ 09

ყველაზე თხელი სმარტფონი – NEC Casio MEDIAS

ყველაზე თხელი სმარტფონი ანია NEC–მა იაპონიაში დააანონსა მსოფლიოში ყველაზე თხელი ანდროიდ სმარტფონი NEC Casio Mobile MEDIAS N-04C (აპარატის სრული სახელი ამგვარია). აქამდე ყველაზე თხელ სმარტფონებად ითვლებოდნენ ony Ericsson XPERIA Arc და SAMSUNG GALAXY S2, რომელთა სისქეც, შესაბამისად, 8,7 და 8,49 მილიმეტრია, NEC–ის შედევრი კი სისქეში სულ რაღაც 7,7 მილიმეტრია. Read the rest of this entry »