loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

მაი 04

Oppo მსოფლიოში ყველაზე თხელ სმარტფონს გამოუშვებს

ჯერ კიდევ იანვრის გამოფენაზე CES 2012 ჩინურმა კომპანიამ Huawei მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი – Ascend P1 S დააანონსა. მისი სისქე სულ რაღაც 6,68 მმ-ია. მაგრამ ძალიან მალე «ყველაზე თხელის» წოდება მას შეიძლება სხვა ჩინური კომპანიის აპარატმა წაართვას. Oppo-ს სმარტფონის სისქე 6,65 მმ იქნება, ანუ 0,03 მმ-ით თხელი Ascend P1 S-ზე. Read the rest of this entry »

აპრ 25

„ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს

„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს.  Read the rest of this entry »

აპრ 06

ტექნოლოგიური სიახლეები

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰც, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰც-მდე, მეხსიერების – 1502 მჰც (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია.  Read the rest of this entry »

აპრ 05

კემერების ბრძოლა: Nokia Lumia 900 VS iPhone 4S

Nokia Lumia 900

ცნობილია რომ ნოკიამ გამოუშვა მობილურის მოდელი Nokia Lumia 900 , Carl Zeiss ოპტიკით.დადგა დრო შევაჯიბროთ ნოკიას და iPhone 4S კამერები.ახლა მე დავდებ სურათებს ორივე აპარატით გადაღებულს და თქვენ შეაფასეთ რომელი ჯობია. Read the rest of this entry »

მარ 30

GPS-საათი Watchie ავადმყოფებზე ზედამხედველობისთვის

ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც. Read the rest of this entry »

მარ 21

Sony Xperia sola – ჯადოსნური სმარტფონი

ტექნოლოგია “floating touch”, რომლის წყალობითაც ვებ-საიტებზე ნავიგაციისთვის საჭირო არაა ეკრანთან შეხება, პროგრამების და ფუნქციების მყისიერი გაშვება ტექნოლოგიის NFC და Xperia SmartTags დახმარებით, ეკრანი Reality Display ტექნოლოგიით Mobile Bravia engine და კამერა “Fastest capture”-ის ფუნქციით გაძლიერებული ორბირთვიანი პროცესორით

13 მარტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – კომპანიამ Sony Mobile Communications ახალი მოდელის Xperia™ sola* გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android ბაზაზე მომუშავე სმარტფონების ხაზში Xperia შევა. მოდელს Xperia sola გასართობი ფუნქციების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს და მასში Sony-ს მთელი რიგი  თანამედროვე ტექნოლოგიებისაა გაერთიანებული, რომლებსაც განეკუთვნება ინოვაციური ფუნქცია floating touchTM, აგრეთვე Xperia SmartTags, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია სმარტფონის მყისიერად დარეგულირება და პროგრამების გაშვება. სმარტფონი Xperia sola მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მეორე კვარტალში იქნება და მისი კორპუსის შეფერილობა შავი, თეთრი და წითელი ფერის იქნება. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (27)12345...1020...ბოლო »