loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

მარ 14

წვრილმანი სიახლეები

რამდენიმე დღეში PSN-ზე გამოვა Killzone 3-ის უფასო მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. სრული ვერსიისგან ეს რელიზი გამოირჩევა მხოლოდ „ექსპინგის“ მაქსიმალური დონის შეზღუდვით, რომლის მოხსნა შესაძლებელი იქნება $14,99-ად.
Terraria-ს შემქმნელმა ენდრიუ სპინქსმა (Andrew Spinks) განაცხადა, რომ მალე შეწყვეტს პროექტის განვითარებას, რადგან აპირებს მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს. დაობლებული თამაშის შეფარების სურვილი გამოთქვეს Dungeons of Dredmor-ის ავტორებმა.
***
Electronic Arts-მა, რომელმაც 2010 წელს შეწყვიტა თავისი საკალათბურთო სერია, დაადასტურა NBA Live 13-ის წარმოების ფაქტი.
***
Capcom-მა გამოაცხადა, რომ Resident Evil: Operation Raccoon City პერსონალურ კომპიუტერებამდე მხოლოდ 18 მაისს მიაღწევს. რელიზი Xbox 360 და PlayStation 3 კონსოლებზე დანიშნულია 20 მარტს.  Read the rest of this entry »

მარ 13

Nokia Lumia 800

წარმოგიდგენთ ნოკიას ახალ მოდელს, სახელწოდებით Lumia 800, იგივე Nokia Sea Ray. იგი გაყიდვაში 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა და პირველივე დღეებში დიდი პოპულარობა ჰპოვა. მისი გამორჩეული დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები გულგრილს ვერ დატოვებს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსაც კი.

Nokia Lumia 800 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 7.5 Mango_ზე და აღჭურვილია 1.4 GHz Scorpion ტიპის პროცესორით და Adreno 205 გრაფიკული ამაჩქარებლით, რაც მის შეუფერხებლად მუშაობას უწყობს ხელს. სმარტფონს შეუძლია FULL HD ფილმების შეუფერხებლად გაშვება. Read the rest of this entry »

მარ 04

Microsoft-ს სამი ექსპერიმენტული NUI-ტექნოლოგია

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული. Read the rest of this entry »

მარ 02

MWC 2012: Samsung Galaxy S II წლის საუკეთესო სმარტფონად აღიარეს

გამოფენაზე MWC 2012 სამხრეთკორეული კომპანიის Samsung ფლაგმან სმარტფონს Samsung Galaxy S II პირველი ადგილი ხვდა წილად ნომინაციაში «საუკეთესო სმარტფონი», რის გამოც გადაეცა ჯილდო GSMA Best Smartphone.
მეტიც, კომპანიას Samsung «წლის საუკეთესო მწარმოებლის» (Device Manufacturer of the Year) წოდება მიენიჭა.
MWC 2012-ს ჟიურიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით «Samsung Galaxy S II-ის ფენომენალური წარმატება» აღნიშნა, აგრეთვე ისიც, რომ სმარტფონმა «Android-ზე მომუშავე ყველა კონკურენტს აჯობა და ამასთან ჯანსაღი ეკოსისტემა წარმოგვიდგინა». მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გამოფენაზე MWC 2011 კომპანია Apple არ იმყოფებოდა, «საუკეთესო მობილურ მოწყობილობად» სმარტფონი iPhone 4 აღიარეს.  Read the rest of this entry »

თებ 23

როგორ მზადდება ინტელის პროცესორები

ყველას გაინტერესებთ ალბათ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს სტატია ეფუძნება Intel-ის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტაციას და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას.
ქვიშა… სილიციუმის 25%-იანი შემადგენლობით, არის დედამიწაზე ჟანგბადის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ელემენტი. ქვიშა, განსაკუთრებით კი კვარცი შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, სილიციუმის დიოქსიდის სახით რაც არის ბაზური ინგრედიენტი ნახევრადგამტარების საწარმოებლად. ქვიშის მოპოვების შემდეგ, ხდება სილიციუმის გაწმენდა სხვა ნივთიერებებისგან. გაწმენდა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, მანამ სანამ არ მიიღწევა საკმარისი ხარისხის სილიციუმი ნახევრადგამტარების საწარმოებლად – მას ეძახიან ნახევრადგამტარ სისუფთავის სილიციუმს. ასეთ დამუშავებულ სილიციუმის მილიარდ სილიციუმის ატომეზე მოდის მხოლოდ ერთი უცხო ატომი. გაწმენდის ფაზის შემდეგ იწყება გადნობის ფაზა, გამდნარი სილიციუმისგან მიღებულ მასას ეძახიან მონო კრისტალურ ზოდს. მონო კრისტალური ზოდის დიამეტრი არის 300mm, რაც დაახლოებით 12 ინჩია, მისი სიმძიმე კი 100კგ-ა (=220 პაუნდი) იგი 99.9999%-ით სილიციუმისგან შედგება. მიღებული სილიციუმის ზოდი (300მმ /12 ინჩი) იჭერება სპეციალური ხერხით ფენებად, რომლებსაც ვაფლები ეწოდება (wafers). დაჭრის შემდეგ ვაფლები პრიალდება მანამ, სანამ მათ არ ექნებათ სარკისებრი ზედაპირი. ინტელი ყიდულობს გამზადებულ ვაფლებს სხვა კომპანიისგან. 45nm High-K/Metal ტექნოლოგიის გამო ინტელი იყენებს 300მმ დიამეტრის ვაფლებს. როდესაც ინტელმა დაიწყო ჩიპების წარმოება, იგი იყენებდა 50mm ვაფლებს. 300მმ ვაფლები კი იძლება წარმოების თანხის დაზოგვის საშუალებას.  Read the rest of this entry »

თებ 03

3D გამოსახულება

რა თქმა უნდა, ყველამ იცით, თუ რა არის ნივთის სამ განზომილებაში აღქმა. როდესაც გაქვს ორი თვალი, შეგიძლია მათი მოძრაობით მოახდინო სხვადასხვა მანძილზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის “ფიქსაცია”, მოახდინო მასზე ფოკუსირება და, ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მიიღო ინფორმაცია მისი ფარდობითი მანძილის შესახებ. რა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამხოლოდ მანძილი, არამედ ფორმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მაშინ, როდესაც არ გაქვს სამგანზომილებიანი ხედვა, საჭირო ხდება სხვადასხვა მინიშნებები იმისთვის, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. მაგალითად, ეტალონური საზომის მოყვანა გვეხმარება გარემოს ზომის აღქმაში. სურათზე რომ ციყვი არ იყოს, გაგიჭირდებოდათ განგესაზღვრათ, სურათზე კლდე და უზარმაზარი ქვის ფილებია თუ პატარა აგურები და რიყის ქვები… პერსპექტივის ეფექტიც გვეხმარება სიშორის აღსაქმელად, პერსპექტივის კანონების მიხედვით ხომ, რაც უფრო შორსაა ნივთი, მით პატარა ჩანს. როდესაც სურათზე ერთი ობიექტი მეორეს ფარავს, ხვდებით, რომ ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მის მიერ დაფარული… გარდა ამისა, ჩრდილების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ესა თუ ის სხეული ბრტყელი კი არა, გარკვეული ფორმის მქონეა.  Read the rest of this entry »

გვერდი 4 (27)« პირველი...23456...1020...ბოლო »