loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

დეკ 03

Simroid: სავარჯიშო რობოტი სტომატოლოგებისთვის

რობოტი Simroid დანტისტების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, იგი შექმნილია იაპონიის სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ჰოსპიტალისა და კომპანიის Morita Manufacturing ინჟინრების მიერ. რობოტის პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 2007 წელს იყო წარმოდგენილი, მიმდინარე ვერსია გაცილებით სრულყოფილია.

მანქანა კომპანიის Kokoro ნაწარმია, რომელიც ადამიანის მსგავსი რობოტების სერიიდან Actroid შემქმნელია. სტომატოლოგიური სავარჯიშო თოჯინების უმეტეობა «უტყვი ლითონი ფანტომია», მაშინ როდესაც Simroid უფრო მეტად ჰგავს ცოცხალ არსებას. მანქანა ნამდვილის მსგავსი სილიკონის კანითაა დაფარული, ხოლო პირის ღრუ სენსორების დიდი რაოდენობითაა აღჭურვილი. Read the rest of this entry »

ნოე 30

Tt eSPORTS Shock One: გეიმერული ყურსასმენი DTS Surround მხარდაჭერით

აქამდე დაწერილ სტატიებში, რომლებიც ეხებოდა კომპიუტერის პერიფერიულ დეტალებს, არაერთხელ გვიხსენებია, რომ გეიმერები, შეიძლება ითქვას, ცალკე მდგომი კასტაა კომპიუტერის მომხმარებლებისა, რომელთათვისაც პრიორიტეტები სხვანაირადაა გადანაწილებული განსხვავებით ჩვეულებრივი იუზერებისაგან. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის თავის დროზე ჩვეულებრივი თაგვი და კლავიატურა სავსებით მისაღები გახლდათ გამოყენებისათვის, თუმცა სათამაშო ინდუსტრიის გეომეტრიული პროგრესიით ზრდამ პირდაპირპროპორციულად გაზარდა მათი მოთხოვნა ჰარდისადმი. გარდა ძირითადი კომპონენტებისა ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგა პერიფერიული მოწყობილობების სეგმენტშიც. ახლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ათასნაირად შეფერილი, უამრავი ფუნქციით დახუნძლული თაგვის, კლავიატურის თუ ყურსასმენების ხილვა გეიმერების სამუშაო (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სათამაშო) კომპიუტერის ჩრდილქვეშ.
არაერთმა ბრენდმა შეძლო და წარმატებით აითვისა ეს სეგმენტი, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გაგრილების სისტემების ცნობილი მწარმოებელი Thermaltake. მან განსხვავებით პირდაპირი კონკურენტის Cooler Master-ისა, ახალ დანაყოფს საკუთარი სახელი არ გადაულოცა და შექმნა სპეციალიზებული ბრენდი Tt eSPORTS, რომლის ძირითადი ამოცანაც როგორც მინიმუმ Razer-ზე ან რომელიმე სუპერპოპულარულ მარკაზე არგაფანატებული გეიმერების გარს შემოკრება გახლდათ. Tt eSPORTS აქცენტს ძირითადად კიბერ სპორტით დაკავებული ინდივიდების მოზიდვაზე აკეთებს. ამ მხრივ მას უკვე გამოშვებული აქვს რამდენიმე გეიმერული თაგვი, კლავიატურა და კიდევ რამდენიმე ფართო მასებში მეტ-ნაკლებად ცნობადი აქსესუარი. საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ურიგო არ იქნებოდა თუ გადავიდოდით Tt eSPORTS-ის ერთ-ერთი ბოლო პროდუქტის Shock One-ის მიმოხილვაზე. ეს უკანასკნელი ყურსასმენების რიგს მიეკუთვნება, თუმცა იგი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არცაა გამიზნული. იგი გეიმერულია.  Read the rest of this entry »

ნოე 13

ჰუმანოიდი ASIMO დამოუკიდებელი გახდა

კომპანიამ Honda Motor ჰუმანოიდის ASIMO განახლებული ვერსია შექმნა. სიახლე მსოფლიოში პირველ საქციელის მართვის ავტონომიურ ტექნოლოგიას იყენებს. მისი წყალობით ASIMO-ს ოპერატორის კონტროლის გარეშე მოძრაობის გაგრძელება შეუძლია. ამას გარდა, რობოტს გაუმჯობესებული «ინტელექტი»  და სიტუაციებისადმი ადაპტაციის ფიზიკური უნარი აქვს.

სიახლის მთავარ თავისებურებათა შორის აღნიშნავენ: სივრცეში სხეულის მდებარეობის რეგულირების შესაძლებლობას; გარემოს ამოცნობის ტექნოლოგია, რომელიც გარშემო ადამიანების მოძრაობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა მრავალი სენსორის დახმარებით, აგრეთვე არსებული სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა; ავტონომიური მოქმედების გენერირების უნარი, რაც რობოტს გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ქცევების ავტომატურად განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს ოპერატორის ჩარევის გარეშე. ყველა ეს ახალი უნარი ASIMO-ს კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვებს იმ სფეროში გამოყენებას, სადაც იგი ადამიანებთან ერთად იარსებებს.

რობოტის მახასიათებლებს შორის აღნიშნულია სიმაღლე 130 სმ, წონა 48 კგ, თავისუფლების ხარისხი 57 გრადუსი, გადაადგილების სიჩქარე 9 კმ/სთ-მდე. Read the rest of this entry »

ოქტ 31

Nikon D5100

DSLR D5100 ძირითადი მახასიათებლები

აქვს ახალი ჰორიზონტალური დიაპაზონი, მრავალკუთხოვანი მონიტორი, full-HD  (მაღალი სიმკვეთრის) ფილმის ჩაწერა. ნიკონის იოლად მოსახმარი მინიმუალური კონფიგურაციის მენიუ მარტივი ფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა სხვადასხვა კუთხიდან.

Read the rest of this entry »

ოქტ 28

Storage Options miScrol: ბიუჯეტური პლანშეტი Android 2.3-ით

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორიოდე წელი პლანშეტების რევოლუციის ხანად იქცა. მათ დაიპყრეს მსოფლიო კომპიუტერული ბაზარი და შეაღწიეს ყველა სფეროში.
ამ მოვლენას მრავალი ახსნა აქვს, რომლებზეც აღარ შევჩერდებით. ფაქტია, რომ თანდათან ყველა წამყვანი მწარმოებელი ცდილობს ფეხი მოიკიდოს ამ სეგმენტში და საზოგადოება გააოცოს ახალი ქმნილებით. ეს პროცესი კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წარმოიდგინეთ კონკურენტებად წარმოჩენილი ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა: Apple iPad 2, Samsung Galaxy Tab, Dell Streak, Motorola Xoom, Blackberry Playbook და WebOS-ის ჭეშმარიტი წარმომადგენელი HP TouchPad. ყველაზე სერიოზულ მოთამაშედ კი მალე შეიძლება Amazon Kindle Fire იქცეს. საკმაოდ მისაღები ფასის და კარგი აპარატული მონაცემების გამო მას უკვე უწინასწარმეტყველებენ გაყიდვების რეკორდის მოხსნას. მაგრამ ზემოთჩამოთვლილ პლანშეტებს ერთი საერთო უარყოფითი მახასიათებელი აქვთ: ფასი. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს არჩევანი ბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე შეაჩეროს. ეს, ერთი მხრივ, ფინანსების დაზოგვის საშუალებას იძლევა, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია: შედარებით იაფფასიანი მოდელები სუსტი ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევიან და ხშირად დიდი სხვაობით აგებენ წარმადობაში შეჯიბრს „უფროს ძმებთან“.  Read the rest of this entry »

ოქტ 26

ხელის სენსორული ტელეფონი Void

მობილური ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლები არც ისეთი დილეტანტები არიან, როგორც შეიძლება ერთის შეხედვით მოგვეჩვენოს. მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, არც ისე სწრაფად, მაგრამ იზრდება, ხოლო არასტანდარტული გაჯეტების ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ უმსხვილეს მწარმოებელსაც კი შეშურდება. მსოფლიო ბრენდებისთვის ხელის საათის ფორმის მქონე მობილური ტელეფონის გამოშვება ნამდვილი მოვლენაა მაშინ, როდესაც ჩინელები მათ უკვე დიდი ხანია წარმატებულად უშვებენ. მორიგი ასეთი პროდუქტია ახალი საათფონი Void.

მინი-ტელეფონი ოთხ დიაპაზონში GSM (850/900/1800/1900 მჰც) მუშაობს და 1,8-დიუმიანი სენსორული დისპლეი აქვს გარჩევადობით 160×128 წერტილი. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ასეთ ეკრანზე არა მარტო ტელეფონის მენიუსთან გამკლავება, არამედ ფოტოსა და ვიდეოს ხილვა და SMS-შეტყობინებების აკრეფაც შეიძლება. მულტიმედიურ ფუნქციებში შედის ფლეერი MP3, MP4 და AVI-ს მხარდაჭერით, გამოისახება ფოტო ფორმატში JPG და TXT ფაილებიც კი. Read the rest of this entry »