loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

ოქტ 24

Samsung Galaxy Tab 7.7

კომპანია Samsung Electronics_მა წარმოადგინა Super AMOLED Plus ეკრანის მქონე ახალი პლანშეტური ტელეფონი Samsung Galaxy Tab 7.7, რომელიც აღჭურვილი იქნება ARM ტიპის ორბირთვიანი პროცესორით, თითოს სიხშირე 1,4 გიგაჰერცი. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი სისქე სულ რაღაც 7.9 მილიმეტრია, ხოლო წონა 335 გრამი Read the rest of this entry »

ოქტ 24

დოკ-სადგური iCharge iPhone-თვის და ფარული კამერა

არიან ადამიანები, რომლებიც არავის ენდობიან, მათაც კი, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს. ნდობა და უნდობლობა გამართლებული და დადასტურებული უნდა იყოს ფაქტებით. და თუ კი ვინმე თვლის, რომ მისი არყოფნისას რაღაც ისე არ ხდება მის iPhone-ზე, როგორც საჭიროა, ახლა ამის დაფიქსირება კამერაზეა შესაძლებელი, იგი პირდაპირ დოკ-სადგურშია ჩაშენებული.

დამტენი სადგური iCharge ნებისმიერ სხვას ჰგავს, მხოლოდ მის კორპუსში CCD-კამერაა 450 TVL Color. იგი მოძრაობის მრიცხველითაა აღჭურვილი და ჩაწერა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც დოკ-სადგურის გვერდით ვინმე იქნება. ტელეფონის მფლობელს ზუსტად ეცოდინება, მოკიდეს თუ არა ხელი iPhone მისი არყოფნისას, ხოლო კომპლექტში არსებული 4 გბაიტიანი მეხსიერება (კარტა SD) დიდ ხანს ეყოფა, მით უფრო, რომ მისი გაფართოებაც შეიძლება 32 გბაიტამდე. უბრალო და სასარგებლო სათამაშოა, მაგრამ მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვისაც ძალიან, ძალიან ეშინია თავისი ძვირფასი iPhone ან iPad-ის ბედის გამო, რადგანაც ჯაშუშური დოკ-სადგურის iCharge ღირებულება 395 აშშ დოლარია. Read the rest of this entry »

ოქტ 24

Windows Home Server 2011 – სერვერი სახლის პირობებში

იქცა ის, რომ სახლში პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების რიცხვი ზოგჯერ ოჯახის წევრთა რაოდენობასაც კი აღემატება. ამ დროს კი საჭირო ხდება ყველაზე მთავარი ამოცანის გადაჭრა: მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გიწევთ ახალი HDD-ს მიერთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძველები უბრალოდ გადაივსო. ამდენი ფაილის სამუშაო კომპიუტერში ერთად თავმოყრა კი ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დაკონსერვებულია და წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ ხოლმე. ლეპტოპის HDD-ები კი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ყველა საჭირო ფაილის თავმოყრა მასზე არ ხერხდება. გამოსავალი კი, ერთი შეხედვით, არსებობს შემდეგში: Read the rest of this entry »

ოქტ 14

Apple iPhone 4S

რამდენიმე დღეა, რაც კომპანია ეფლმა წარმოადგინა აიფონის მორიგი სერიის ტელეფონი. ბევრი ელოდა, რომ ეს იქნებოდა iPhone 5, მაგრამ ეფლმა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში (3G > 3GS), შემოგვთავაზა iPhone 4S. ალბათ არ უნდა ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის სახელს, მთავარია, რომ კომპანიამ ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული და გაცილებით მძლავრი ტელეფონი შესთავაზა მომხმარებლებს “ძველი” დიზაინით. Read the rest of this entry »

ოქტ 14

Anomaly: Warzone Earth- თეთრი ადამიანის თამაში

დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილი პროდუქციის მომრავლებამ თამაშების ბაზარზე, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, ერთგვარი სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც ტიპიური „ინდი“ (indie) თამაში ხასიათდება პრიმიტიული (ხშირად მდარე ხარისხის) გრაფიკით, ეკონომიური გახმოვანებითა და დაბალბიუჯეტიანი წარმოების სხვა არასასიამოვნო ნიშნებით. საბედნიეროდ, „ინდი“ თამაშების ქაოტურ ნაკადში, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად მოედინება ციფრული დისტრიბუციის არხებში, დროდადრო გამოერევა ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც ძირფესვიანად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს. პოლონური 11 bit studios-ის სადებიუტო პროექტი სწორედ მათ რიცხვს განეკუთნება.

Anomaly: Warzone Earth-ის „ინდიელობას“ მხოლოდ თავმდაბალი ფასი თუ გათქვამს – სხვა მხრივ, ის არაფრით ჩამოუვარდება სტრატეგიული ჟანრის კომერციულ „ზვიგენებს“, ინტელექტის დონითა და შესრულების ხარისხით კი ბევრ მათგანს აღემატება კიდეც. მისი თამაშისას გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს იაფფასიანი ბილეთით პირველი კლასის სალონში მოვხვდით, სადაც, პირველად ცხოვრებაში, გვექცევიან როგორც „თეთრ ადამიანს“, თავს გვევლებიან, ყურადღებას არ გვაკლებენ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გვანებივრებენ. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – ეს შეცდომა არ არის, არავინ მოგვადგება ბილეთის შესამოწმებლად და არ გაგვისვრის უკან, ეკონომ-კლასში, რამეთუ Anomaly პირველი კლასის თამაშია ყველასათვის, ჯიბის სისქის მიუხედავად.
თამაშმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც კრიტიკოსებს, ასევე უბრალო მოთამაშეებს შორის. მან თანაბრად მოხიბლა „კაზუალებიც“ და „ჰარდკორული“ გეიმერებიც. გარდა ამისა, თამაშმა არნახულ წარმატებას მიაღწია iOS პლატფორმაზეც (დეველოპერებმა შექმნეს ორი ვერსია – ერთი iPhone-ისთვის და ერთიც iPad-ისთვის) – Metacritic-ის რეიტინგში Anomaly: Warzone Earth-ის iOS-ვერსიას 98 ქულა აქვს 100-იდან, რაც, სტატიის დაწერის მომენტში, ყველა დროის ყველაზე მაღალი რეიტინგია ამ პლატფორმაზე.  Read the rest of this entry »

ოქტ 04

«ჯაშუშური» ხელის საათი Hexagons

ჩვეულებრივ ჯაშუშური ეწოდება ხელის საათს, რომლებსაც ფარული ხმის- და ვიდეოჩაწერის მოდულები აქვთ. მართალია, სინამდვილეში ასეთი საათები მართლაც ჰგავს ჯაშუშურს და ბავშვიც კი ერთის შეხედვით მიხვდება, რომ რაღაცაშია საქმე. ნამდვილი ჯაშუში ყოველთვის მალავს სიმართლეს, და ამიტომ ჯაშუშურის სახით დიზაინერი სემიუელ ჯერიჩაუ (Samuel Jerichow) საათის Hexagons კონცეპტს გვთავაზობს, რომლებზეც დროის გამოცნობაც კი არაა ადვილი.

ერთის შეხედვით ამ Hexagons-ში მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს გასაგები: საათი მწვანე ფერით გამოისახება, წუთები კი ფირუზისფერით. ციფრები ეკრანზე ექვსკუთხედების წყვილით გამოისახება. ყოველ ციფრზე ზოგიერთი განათებული გვერდის მქონე წყვილი მოდის. ნიმუშზე ყურადღებით დაკვირვებისას, ამ წყვილებში შეიძლება ციფრების რაღაც მსგავსება დაინახო. თუმცა, ავტორს ესეც ეცოტავა. დროის უფრო «საიმედოდ დასაშიფრად», ავტორი სირთულის ხუთ სხვადასხვა დონეს გვთავაზობს. ყველა მათგანი ასე თუ ისე ერთ იდეას იყენებს, კერძოდ კი ექვსკუთხედების წყვილის ცალკეულებად გახლეჩა. და, რა თქმა უნდა არ შეიძლება არ აღინიშნოს კონცეპტის დიზაინრული შესრულება, და ის, რომ იგი ძალიან ჰგავს TRON-ის სტილს. Read the rest of this entry »