loading...

Category Archive: კომპიუტერები და ელექტრონიკა

ივნ 12

Nintendo 3DS: სამი განზომილება სათვალეების გარეშე

დაახლოებით ერთი წლის წინ Nintendo-მ დააანონსა ახალი პორტატიული სათამაშო კონსოლი – Nintendo 3DS, რომელიც აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიით – 3D ეკრანით, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური სათვალეები. მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სიახლეს და ავრცელებდა ფანტასტიკურ ჭორებს.
ტექნიკური მახასიათებლები: ეკრანები (ორი ცალი) – ზედა 3.53”, 800х240 (400х240 თითო თვალზე), ქვედა – 3.02”, 320х240 (სენსორული); პროცესორი – ARM, PICA200; მეხსიერება – ოპერატიული 128 მბ, მუდმივი – 2 გბ + სლოტი SD ბარათისათვის (2 გბ-იანი ბარათი კომპლექტში); ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g/n, IrDA, მიკროფონი; კამერები (ორი ცალი) – 0.3 მპ, ერთ–ერთი (გარე) 3D სურათების გადაღების მხარდაჭერით; სენსორები – სამღერძოვანი აქსელერომეტრი, სამღერძოვანი გიროსკოპი; მხარდაჭერილი აუდიო ფორმატები – MP3, AAC; აკუმულატორი – ლითიუმ-იონური, 1300 mAh; ზომები – 134 x 74 x 21 მმ; წონა – 230 გრამი. Nintendo 3DS იყიდება საკმაოდ პატარა ყუთში, რომელიც ამის მიუხედავად იწონის კილოგრამ ნახევარს (!) საკუთრივ კონსოლის გარდა კომპლექტში დევს დამტენი, კრედლი (სტაციონარული საყრდენი), ტელესკოპიური სტილუსი, უამრავი პრომო ქაღალდი და უზარმაზარი (500 გვერდზე) ილუსტრირებული სახელმძღვანელო. Read the rest of this entry »

ივნ 08

HTC Desire HD: ახალი Android ფლაგმანი

ორიგინალური HTC Desire ყველაფრით კარგი გახლდათ, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით ფლაგმანის წოდებამდე მაინც ვერ აღწევდა: მეხსიერების სიმცირე, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, ეკრანი, რომელსაც დიდს ვერ უწოდებ და ა.შ. გამოჩენის მომენტში ის სავსებით კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამჟამად მხოლოდ საშუალო კლასის სმარტფონებს თუ შეეჭიდება. სამოდელო ხაზის ახალ ფლაგმანად კი გადაიქცა HTC Desire HD, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა HTC Desire Z-სთან ერთად. Desire Z-სა და Desire HD-ის შორის არც ისე ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ უკანასკნელის ფლაგმანურ პოზიციას და აძლევენ მას გაცილებით უფრო დიდ პერსპექტივებს ბაზარზე. კონკურენტები HTC Desire-ის დღეისათვის მხოლოდ ორი აქვს: Apple iPhone 4 და Samsung Galaxy S. და შეიძლება კიდევ – Nokia N8. უახლოეს მომავალში კი მათ რიცხვს შეემატება LG Optimus 2X და Sony Ericsson Xperia Arc.  Read the rest of this entry »

ივნ 07

Acer Aspire One Happy: ნეთბუქი Windows 7-ითა და Android-ით

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა – 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი – 250 გბ; ეკრანი – 10.1″, 1024×600; ინტერფეისები – 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები – Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი – 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები – 258.5 x 185 x 24 მმ. წონა – 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას – ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.  Read the rest of this entry »

მაი 28

4,5″ მონსტრი HTC Holiday ორბირთვიანი CPU 1,2 გჰც-ით

ტაივანურმა კომპანიამ HTC უკვე გადააბიჯა ზღვარს, რომელიც ოდესღაც დიდი გვეჩვენებოდა, ახლა კი საზოგადოდ მიღებული გახდა, 4,3-დიუმიანი ეკრანი. იგი გამოსაშვეად ახალ სმარტფონს ამზდებს, რომლის კოდური სახელია Holiday და რომელსაც 4,5-დიუმიანი დისპლეი გარჩევადობით 960×540 — Full HD-ის მეოთხედი — ექნება.

საიტიდან Pocketnow აღებულ გამოსახულებაზე აღბეჭდილია მოდელი ამერიკული ოპერატორისთვის AT&T. როგორც ვხედავთ, სმარტფონს ლაკონური დიზაინი და უზარმაზარი ეკრანი აქვს.

სხვა სპეციფიკაციებიდან ცნობილია, რომ ტელეფონი ორბირთვიან ჩიპზე Qualcomm MSM8660 სიხშირით 1,2 გჰც იქნება დაფუძნებული, ექნება 1 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 8-მპ კამერა, აგრეთვე სმარტფონებისთვის Android Gingerbread 2.3.4 პროგრამული პლატფორმის უკანასკნელი ვერსია.

მხოლოდ ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონით, რომ სახელი Holiday ამ მძლავრი აპარატის ზამთრის დღესასწაულებზე გამოშვების გეგმებზე არ მიუთითებს.

წყარო: engadget.com

 

 

მაი 25

Windows 8 2012 წელს გამოვა

ოპერაციული სისტემა Windows 8 2012 წელს გამოვა. ამის შესახებ სტივ ბალმერმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან Windows 8 დაახასიათა როგორ შემდეგი თაობის Windows-სისტემა, ასევე დააკონკრეტა, რომ ოპერაციული სისტემა განკუთვნილია როგორც კომპიუტერებისთვის, ასევე პლანშეტებისთვის. შეგახსენებთ, რომ Windows 7 სამომხმარებლო ბაზარზე 2009 წელს გამოვიდა. მიმდინარე წელს კი Microsoft Windows 7-ის 350 მილიონი ლიცენზიის გაყიდვას გეგმავს. Windows 8-ს შესახებ ინფორმაცია კი 2010 წელს გავრცელდა, როდესაც ინტერნეტ ქსელში ახალი ოპერაციული სისტემის პრეზენტაციის რამდენიმე ფოტო გაჩნდ

მაი 21

ინფრაწითელი სენსორული პანელი ZeroTouch

სენსორული დისპლეები დღეისათვის აბსოლუტურად განსხვავებულ მოწყობილობებში გამოიყენება; თითქოსდა ტექნოლოგიურ ასპექტში უახლოეს მომავალში არაფერი პრინციპიალურად ახალი არ უნდა გამოჩნდეს, რადგანაც ამჟამინდელი ტაჩ-პანელები ყველა მოთხოვნას პასუხობს და სრულიად აკმაყოფილებს მომხმარებელს. მიუხედავად ამისა, ტეხასის უნივერსიტეტის A&M ახალგაზრდა სპეციალისტებმა ალტერნატიული ტექნოლოგია წარმოადგინეს — ინფრაწითელი მულტისენსორული პანელი, რომელიც ოფიციალურად ვანკუვერში კონფერენციაზე CHI (Computer Human Interaction) იქნება წარმოდგენილი. Read the rest of this entry »