loading...

Category Archive: კულინარია

ივნ 18

მწვადის შეწვის ხელოვნება

მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.

მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება “ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.  Read the rest of this entry »

აპრ 27

ჩაქაფული

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.

მწვანილი კარგად გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუშიკინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.

თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.

ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები. Read the rest of this entry »

მარ 30

რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი

თევზის და კარტოფილის კატლეტი

თევზის და კარტოფილის კატლეტი

შემადგენლობა:

350 გ. თეთრი თევზის ფილე;

მსხვილი კარტოფილი 3 ც.

200 მლ. რძე;

1 ჩ/კ ლიმონის წვენი;

1 ჩ/კ მდოგვი;

რამდენიმე ღერი ოხრახუში;

თეთრი პურის ნაჭერი;

1,5 ჭიქა საფანელი;

გამდნარი კარაქი შესაწვავად; Read the rest of this entry »

თებ 13

ლორი და სხვა

ხორცის შენახვისა და დამუშავების ტრადიციები საქართველოში

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა. ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში  შეგვიზლია დავასახელოდ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. Read the rest of this entry »

თებ 03

ხახვი კლიარში

საჭირო მასალა:

1 მოზრდილი ხახვი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. ფქვილი, 1 კბილი ნიორი, მარილი, წიწაკა, პაპრიკა – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ხახვი დავჭრათ რგოლებად. კვერცხი, ფქვილი, მარილი, წიწაკა, დანაყილი ნიორი და პაპრიკა კარგად ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ხახვის რგოლები ამოვავლოთ კლიარში და კარგად გაცხელებულ ზეთში შევწვათ, შემდეგ კი მოვათავსოთ ქაღალდზე გასაშრობად.

დეკ 31

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო კერძისა და ტკბილეულის რეცეპტს:

ინდაურის ან ქათმის საცივი
მასალა: ინდაური ან ქათამი; ნიგოზი – 500 გ; ხახვი – 4-5 თავი; ზაფრანა – 2 ჩაის კოვზი; უცხო სუნელი – 4 ჩაის კოვზი; ხმელი ქინძი – 2 ჩაის კოვზი; მიხაკი – 3-4 ცალი; დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი; ნიორი – 4 კბილი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი; ნახარში წვენი – 10 ჩაის ჭიქა; მარილი, წიწაკა – გემოვნებით. Read the rest of this entry »

გვერდი 2 (7)12345...ბოლო »