მაი 10

ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.

მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.

მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

ოქტ 13

პირველად იყო... ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა

ცერნის ლაბორატორიამ ჰიგსის “ღვთიური” ნაწილაკი 40 წლის შემდეგ “გამოიჭირა”

სამყარო გამაოგნებელი კანონზომიერებით არის აწყობილი. ყოველივე კი ამ კანონზომიერების ნაწილია. მათ შორის ჩვენც, ადამიანებიც, ვინც ამ კანონზომიერების შესახებ თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც მუდამ სახტად გვტოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს, – იპოვეს ნაწილაკი, რომელიც ყველას და ყველაფერს “აცოცხლებს”. თავშეკავებულმა მეცნიერებამ ამ ნაწილაკს პრაგმატული სახელი, ჰიგსის ბოზონი დაარქვა, მაგრამ ემოციურ ადამიანებს და, მათ შორის ჟურნალისტებს, ეს სახელი ზედმეტად მშრალად მოეჩვენათ და ნაწილაკს “ღვთიური” უწოდეს.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

სექ 16

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. გაგრძელება »

ავტორი: nike-tornike

აგვ 24

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას , ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფრომაცია ერთ პოსტში ძალაინ დიდი გამოვა.

გაგრძელება »

ავტორი: amiko ტეგები: ,

მაი 04

მეტყველების  განვითარებისთვის  აუცილებელი გენები?

წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

აპრ 25

ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა.

ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

აპრ 04


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , ,

მარ 21

იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 21


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , ,

მარ 09

სანამ ტელესკოპი Kepler მზის სისტემის საზღვრებს მიღმა პლანეტების მოძიებითაა დაკავებული, მეცნიერებმა გარკვეული შუალედური შედეგების გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, დენიელ ფაბრიცკის (Daniel Fabrycky) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა ამ მომენტისათვის აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტაზე არსებული მონაცემები შეკრიბეს და ეს ყველაფერი პლანეტარიუმის მსგავსად წარმოადგინეს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

10 pages