loading...

Category Archive: მეცნიერება

ივნ 09

მეცნიერებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს დნმ-ზე კომპიუტერების მიმართულებით

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა არსებულთა შორის ყველაზე რთული ბიოქიმიური ჯაჭვი შექმნა. მკვლევარებმა დნმ-ის ბაზაზე კომპიუტერის გაკეთება შესძლეს, რომელსაც კვადრატული ფესვის გამოთვლა შეუძლია. Read the rest of this entry »

ივნ 05

გალაქტიკების ინფორმაცია

მას შემდეგ, რაც სამყარო საკმარისად გაცივდა, დაიწყო წარმოქმნა ატომურმა მატერიამ.

სამყაროში გაჩნდა შემკვრივებული უბნები. თავის მხრივ, შემკვრივებულმა მატერიამ გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო მიიზიდა სამყაროში გაფანტული სხვა მატერია და შემკვრივებული უბნების ზომა იზრდებოდა. დაიწყეს წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა. შემდეგ შედარებით ახლო მდებარე ვარსკვლავებმა მიიზიდეს ერთმანეთი და წარმოქმნეს ვარსკვლავთა კლასტერები. ვარსკვლავთა კლასტერების გაერთიანებებმა წარმოქმნეს გალაქტიკები. ამჟამად ცნობილია ორასი მილიარდი გალაქტიკა. გალაქტიკაში შეიძლება იყოს ასობით მილიარდი ვარსკვლავი. გალაქტიკებში წარმოიქმნება ვარსკვლავები და პლანეტები.

მას შემდეგ, რაც გალაქტიკა დაასრულებს ევოლუციას, მის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შემკვრივებული ბირთვი შუაში და დისკი, რომელიც გარშემორტყმულია ფარული მატერიით. Read the rest of this entry »

ივნ 03

“ვოიაჯერები” ვარსკვლავთშორის სივრცეში

33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) ღია კოსმოსში ორი შორს მფრენი კოსმოსური ხომალდი – “ვოიაჯერ 1” და “ვოიაჯერ 2” გაუშვა.

ორივე ხომალდი (ისინი დაახლოებით მსუბუქი ავტომობილის ზომისანი არიან) ამჟამად მზის სისტემის საზღვრებსაა გაცდენილი და ვარსკვლავთშორის სივრცეს, დაახლოებით 60 000 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება. მათგან პირველ ხომალდს 17 მილიარდი კილომეტრი აქვს გავლილი, მეორეს კი – 14 მილიარდი.

ორივე ხომალდს მისიის პირველადი ამოცანები შესრულებული აქვს: “ვოიაჯერ 2-მა” სტარტი 1977 წლის 20 აგვსტოს აიღო , რამდენიმე დღეში კი მის კვალს “ვოიაჯერ 1-ც” გაუდგა. “ვოიაჯერ 2-მა” 1979 წელს იუპიტერს, 1980 წელს სატურნს, 1986 წელს ურანს და 1989 წელს ნეპტუნს ჩაუქროლა და ოთხივე პლანეტის ფოტოები მართვის ცენტრს გადმოუგზავნა. ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს პლანეტას, “ვოიაჯერ 1-მაც” 1979 და 1980 წლებში ჩაუფრინა და მათი სატელიტი მინი პლანეტების, ასევე სატურნის სარტყელის ფოტოებიც გადაიღო. Read the rest of this entry »

მაი 26

ასტეროიდები, კომეტები – შესაძლო საფრთხეები

… რამდენიმე წლიურ დეკადაში ერთხელ დედამიწას ეცემა 1 ტონა მასის სხეული. უფრო დიდი მასის – ერთი კილომეტრი ზომის მქონე სხეულის დედამიწაზე დაცემის სიხშირე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი წელია.

დაახლოებით 50 000 წლის წინ ასეთი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა არიზონის უდაბნოში. 1908 წლის 30 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე, ტუნგუსკაში, ჩამოვარდა მეტეორიტი. ამ დროს დარტყმითმა ტალღამ ლონდონამდე მიაღწია აფეთქებიდან 4 საათის შემდეგ. მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნათება იმდენად დიდი იყო, რომ ევროპაში ღამით კითხვაც კი შეიძლებოდა. 65 მილიონი წლის წინ დიდი მეტეორიტის დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია იმ დროისთვის დომინანტი ცოცხალი ორგანიზმების (მაგ. დინოზავრების) გადაშენება. ასეთი მასშტაბური მოვლენა რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. Read the rest of this entry »

მაი 25

მზე და მისი გავლენა დედამიწაზე

მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს.

იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას. Read the rest of this entry »

მაი 22

ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ევო­ლუ­ცია, შა­ვი ხვრე­ლე­ბი

ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ევო­ლუ­ცი­ი­სა და შა­ვი ხვრე­ლე­ბის ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ

…შავი ხვრელის ცენტრში გრავიტაცია უსასრულოა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არავი

ნ იცის, რა ხდება შავი ხვრელის ცენტრში. საქმე გვაქვს სინგულარობასთან. ცოდნის უკმარისობა იძლევა საფუძველს სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის. მაგალითად, მოვისმენთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შავი ხვრელის ცენტრი შეიძლება იყოს გვირაბი პარალელურ სამყაროში ან რომ ამ გვირაბის გავლით დროში მოგზაურობა შეიძლება…

ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი არის მო­კაშ­კა­შე ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­ზის­გან – პლაზ­მის­გან. პლაზ­მას გან­საზღ­ვ­რულ მო­ცუ­ლო­ბას უნარ­ჩუ­ნებს გრა­ვი­ტა­ვი­ცია (ის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლა, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის სხვა­დას­ხ­ვა შრე­ებს შო­რის). ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი გა­დის ევო­ლუ­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპს. ის შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს გი­გან­ტუ­რი მო­ლე­კუ­ლუ­რი ღრუბ­ლის (მტვრი­სა და გა­ზის ღრუბ­ლის) გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კო­ლაფ­სის შემ­დეგ. ღრუბ­ლის ნა­წი­ლებს შო­რის მი­ზი­დუ­ლო­ბის გა­მო შე­და­რე­ბით ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი ღრუ­ბე­ლი იშ­ლე­ბა მცი­რე ზო­მის შემ­კ­ვ­რი­ვე­ბულ ობი­ექ­ტე­ბად – პრო­ტო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბად. სხვა­დას­ხ­ვა მა­სის პრო­ტო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი წარ­მოქ­მ­ნი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვურ ობი­ექ­ტებს. პრო­ტო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი, რო­მელ­თა მა­სა უფ­რო მცი­რეა, ვიდ­რე მზის მა­სის რვა პრო­ცენ­ტი, საკ­მა­რი­სად ვერ იკუმ­შე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ იქ­მ­ნე­ბა საკ­მა­რი­სად დი­დი ტემ­პე­რა­ტუ­რა თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი რე­აქ­ცი­ის­თ­ვის. ასეთ ობი­ექ­ტებს ყა­ვის­ფერ ჯუ­ჯებს უწო­დე­ბენ. ყა­ვის­ფე­რი ჯუ­ჯე­ბის სი­კაშ­კა­შე შე­და­რე­ბით მცი­რეა და ისი­ნი ნე­ლა კვდე­ბი­ან. თუ პრო­ტო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის მა­სა მზის მა­სის ტო­ლი ან მე­ტია, გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ძა­ლა საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ მა­ტე­რი­ის შე­კუმ­შ­ვი­სას წარ­მო­იქ­მ­ნას საკ­მა­რი­სად ცხე­ლი გუ­ლი. ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის (რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გრა­დუ­სი მა­ინც) პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს თერ­მო­ბირ­თ­ვუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლის შე­დე­გად წარ­მოქ­მ­ნი­ლი წნე­ვის ძა­ლა აბა­ლან­სებს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის შრე­ებს შო­რის არ­სე­ბულ მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლას და მყარ­დე­ბა ე.წ. ჰიდ­როს­ტა­ტი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა. ამის შემ­დეგ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იკა­ვებს ად­გილს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ე.წ. მთა­ვარ მიმ­დევ­რო­ბა­ში. მზის მა­სის სა­და­რი მა­სის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი მთა­ვარ მიმ­დევ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლი­არ­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. Read the rest of this entry »

გვერდი 10 (20)« პირველი...89101112...20...ბოლო »