loading...

Category Archive: მეცნიერება

მაი 10

მზის ენერგია ასტეროიდების წინააღმდეგ

ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.

მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.

მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ. Read the rest of this entry »

ოქტ 13

პირველად იყო… ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო

პირველად იყო... ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა

ცერნის ლაბორატორიამ ჰიგსის “ღვთიური” ნაწილაკი 40 წლის შემდეგ “გამოიჭირა”

სამყარო გამაოგნებელი კანონზომიერებით არის აწყობილი. ყოველივე კი ამ კანონზომიერების ნაწილია. მათ შორის ჩვენც, ადამიანებიც, ვინც ამ კანონზომიერების შესახებ თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც მუდამ სახტად გვტოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს, – იპოვეს ნაწილაკი, რომელიც ყველას და ყველაფერს “აცოცხლებს”. თავშეკავებულმა მეცნიერებამ ამ ნაწილაკს პრაგმატული სახელი, ჰიგსის ბოზონი დაარქვა, მაგრამ ემოციურ ადამიანებს და, მათ შორის ჟურნალისტებს, ეს სახელი ზედმეტად მშრალად მოეჩვენათ და ნაწილაკს “ღვთიური” უწოდეს.  Read the rest of this entry »

სექ 16

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. Read the rest of this entry »

აგვ 24

Magenn Air Rotor System (MARS)

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას , ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფრომაცია ერთ პოსტში ძალაინ დიდი გამოვა.

Read the rest of this entry »

მაი 04

განსხვავება ადამიანსა და შიმპანზეს შორის

მეტყველების  განვითარებისთვის  აუცილებელი გენები?

წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია. Read the rest of this entry »

აპრ 25

სფეროსებრი პანორამა, რომელმაც დროის დღე-ღამური ციკლი აღბეჭდა

ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა.

ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (20)« პირველი...23456...1020...ბოლო »